არქივი

ფრიტიური

01 თებერვალი 2019, 23:46

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ფრიტიურში მომზადებული პროდუქტი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

ფრიტიურში მომზადებული ხრაშუნა კერძები ძალიან პოპულარულია, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად, ის გარკვეულ რისკებს შეიცავს. კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების ნაადრევი სიკვდილის რისკი, ვინც ფრიტიურში მომზადებულ საკვებს დღეში ერთხელ და მეტჯერ იღებს, 8%-ით იზრდება.

გაზქურა

01 თებერვალი 2019, 23:20

ტექნოლოგიები

კვლევა: ორთქლი მზარეულების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ნორვეგიაში მზარეულები იმ კატეგორიის მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით მცირეა. ჩატარებული ანალიზის თანახმად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს კერძის მომზადების დროს წარმოქმნილი ორთქლი, რასაც მზარეულები ინტენსიურად სუნთქავენ.

ძილი

01 თებერვალი 2019, 22:54

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ადამიანს სწავლა ძილშიც შეუძლია

შვეიცარიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინს აზრობრივი ასოციაციების ფორმირება ძილის დროსაც შეუძლია. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ძილის დროს ტვინის აქტიური ფაზები, როცა ყველა უჯრედი აქტიურია, ნახევარ წამს გრძელდება და მას პასიური ფაზა ენაცვლება.

01 თებერვალი 2019, 22:51

ტექნოლოგიები

კვლევა: ფიზიკური სამუშაო კაცებში გარდაცვალების რისკს 18%-ით ზრდის

„ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ პროფესიული ფიზიკური დატვირთვა, არ მოგიტანთ ისეთ შედეგს, როგორი ეფექტიც მოაქვს ჯანმთელობისთვის ფიზიკურ დატვირთვას დასვენების დროს“ - წერს Le monde-ის ჟურნალისტი სანდრი კაბიუ. საკითხის სიღრმისეული კვლევები აჩვენებს, რომ (17 კვლევა, 193 ათასი მონაწილე) მამაკაცების გარდაცვალების რისკი 18%-ით მაღალია, ვისი სამსახურიც დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან.

ლეოპარდის თავდასხმა

01 თებერვალი 2019, 22:34

ტაბლოიდი

ინდოეთში ლეოპარდი ადამიანებს თავს დაესხა

განრისხებულმა ლეოპარდმა ინდოეთის პენჯაბის შტატში ქაოსი გამოიწვია. ის ხუთ ადგილობრივს დაესხა თავს. მომხდარი თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. ინციდენტი 31 იანვარს მოხდა.

01 თებერვალი 2019, 22:29

მსოფლიო

რატომ ცდილობენ იაპონელი პენსიონრები ციხეში მოხვედრას

იაპონიაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსუბუქი დანაშაულის სტატისტიკა მზარდია. წვრილმან ქურდობაში ძირითადად 60 წელს გადაცილებული ადამიანები არიან შემჩნეული. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული 69 წლის ტისიო ტაკარა, რომელიც რეაბილიტაციას გადის, ამბობს, რომ ის ციხეში სიღარიბემ მიიყვანა.

დაკავება აფრიკაში

01 თებერვალი 2019, 22:03

მსოფლიო

აფრიკაში რუსები 9 ტონა კოკაინით დააკავეს

კაბო-ვერდეში 11 რუსი მეზღვაურია დაკავებული. მათ ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებენ. ხომალდ ESER-ზე პოლიციელებმა 9,5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ეკიპაჟი დაკავებულია, გემი კი პორტში რჩება.

ნიკოლ ფაშინიანი

01 თებერვალი 2019, 21:55

ტაბლოიდი

ფაშინიანის ერევნის რეზიდენციიდან სამახსოვრო მონეტები მოიპარეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ერევნის რეზიდენციიდან, უცნობმა პირებმა სამახსოვრო მონეტები მოიპარეს. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძარცვა 25-30 იანვარს მოხდა. მონეტები გამოფენილი იყო სტენდზე, შენობის დერეფანში, რომლითაც არავინ სარგებლობდა.

სამხედრო ფორმა

01 თებერვალი 2019, 21:48

სამართალი

აუდიტი: ძალოვან უწყებებში 5.5 მილიონი ლარის გამოუყენებელი უნიფორმებია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ძალოვან უწყებებში 5.5 მილიონი ლარის ღირებულების გამოუყენებელი უნიფორმებია დაგროვილი, ამის მიზეზი კი უნიფორმების ფერისა და დიზაინის ხშირი ცვლილებაა.

ეროვნული ბანკი

01 თებერვალი 2019, 21:36

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ხუთი ლარის ნომინალის მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

2019 წელს აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილე, ხოლო საქართველო აღნიშნავს საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვება.

01 თებერვალი 2019, 21:32

ტაბლოიდი

ბრაზილიაში თავდამსხმელი ძარცვის დროს გარდაიცვალა

ბრაზილიაში, შტატ სანპაულოს ქალაქ გუარულჰოსში დამნაშავე ძარცვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. სამმა დამნაშავემ ავტომანქანის გაძარცვა გადაწყვიტა. როდესაც ერთ-ერთმა მანქანის კარი გამოაღო, უცებ გონება დაკარგა და ასფალტზე დაეცა. მოგვიანებით გაირკვა,რომ მას გულის შეტევა დაემართა.

სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე

01 თებერვალი 2019, 21:28

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი კობახიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა.

01 თებერვალი 2019, 21:20

სპორტი

ნინო სალუქვაძე იუბილარია

ნინო სალუქვაძე დღეს იუბილარია. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს 50 წელი შეუსრულდა. ის მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი გახდა ტყვიის სროლაში, მსოფლიოს სუპერთასზე კი ათჯერ გაიმარჯვა.

01 თებერვალი 2019, 21:12

კულტურა

შვედმა მუსიკოსმა ჯეი ჯეი იოჰანსონმა საქართველოში მესამედ იმღერა

საქართველოს უკვე მესამედ ესტუმრა შვედი მუსიკოსი ჯეი ჯეი იოჰანსონი. ახალი სინგლის პრემიერა სპეციალურად ქართველი მსმენელებისთვის ახალი მუსიკალური პროექტის პირველ კონცერტზე გაიმართა. თუმცა, „საუნდ-ვეივი“ ამით არ დასრულებულა.

01 თებერვალი 2019, 21:06

სამართალი

ზესტაფონში ძმის მკვლელობის საქმეზე დამატებითი ცნობები ვრცელდება

გამოძების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობა ფერაძეების ოჯახში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. ძმამ ძმას გადაჭრილი თოფით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენა.

01 თებერვალი 2019, 20:47

ეკონომიკა

თურქეთის პროვინციაში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პროვინცია სიირტში 715 მეტრის სიღრმეზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს. ამ რეგიონში ნავთობის საძიებო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნაპოვნი ნავთობის მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება. ბოლო 5 წელიწადში თრქეთში მოხდა 56 ჭაბურღილის გაბურღვა, საიდანაც 54 ხმელეთზე, ხოლო 2 წყალში მდებარეობს.

საპატრიარქო

01 თებერვალი 2019, 20:45

პოლიტიკა

საქართველოს საპატრიარქო რუსი მიტროპოლიტის განცხადებას მუქარად აღიქვამს

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც ის საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს საპატრიარქოზე და ის მუქარად იქნა აღქმული.

ინსპექტირება

01 თებერვალი 2019, 20:31

პოლიტიკა

ტექდათვალიერების ცენტრების ზედამხედველობა გამკაცრდა

ტექდათვალიერების ცენტრების ზედამხედველობა მკაცრდება. თუ აქამდე ცენტრების შემოწმება მხოლოდ მიმართვის საფუძველზე ხდებოდა, 28 იანვრიდან მონიტორინგის ჯგუფი მათ საქმიანობას ლაივ-კამერების საშუალებით, 24-საათიან რეჟიმში ამოწმებს.

01 თებერვალი 2019, 20:22

პოლიტიკა

ბინის მეპატრონე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, პასუხისმგებლობას ირიდებს

ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანის დაღუპვის გამო, ჯერჯერობით პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. დღეს ქრონიკა იმ ბინის მეპატრონის ოჯახს ესაუბრა, სადაც CO-თი ინტოქსიკაციით ხელოსნები დაიღუპნენ.

01 თებერვალი 2019, 20:14

სამართალი

უკანონო ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე გირჩის სამი წევრია დაკავებული

პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერის საქმეზე პოლიციამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 16 მოქალაქე დააკავა. მათი უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და აქტივისტია. სამი კი მოძრაობა „გირჩის“ წევრია.

01 თებერვალი 2019, 20:04

ეკონომიკა

აზერბაიჯანმა რუსეთიდან ცოცხალი ფრინველის იმპორტი შეაჩერა

აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ გამოსცა სპეციალური დადგენილება და რუსეთიდან, კერძოდ, კრასნოდარის და ხაბაროვსკის მხარეებიდან ცოცხალი ფრინველის შეტანა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი ორ რეგიონში შინაური ფრინველის ფერმებში გავრცელებული „ნიუკასლის“ დაავადება გახდა.

შსს

01 თებერვალი 2019, 20:01

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელმაც უკანონო ვიდეოჩანაწერი პირველმა ატვირთა

სამართალდამცველებმა ის პირი დააკავეს, ვინც სოციალურ ქსელში უკანონო ვიდეოჩანაწერი პირველმა ატვირთვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

FaceTime

01 თებერვალი 2019, 19:51

ტექნოლოგიები

Apple-ი FaceTime-ის სისტემური ხარვეზის აღმოფხვრას აგვიანებს

კონცერნში აცხადებენ, რომ FaceTime-ში ნაპოვნ ხარვეზს მომავალ კვირას გამოუშვებენ. ირკვევა, რომ სისტემური განახლების გამოშვების შემდეგ ხარვეზი საბოლოოდ აღმოიფხვრება და FaceTime-ში ჯგუფური ზარების განხორციელება იქნება შესაძლებელი. აპლიკაციის მეშვეობით თვალთვალის შესახებ ინფორმაცია 28 იანვარს გავრცელდა.

ანგელა მერკელი

01 თებერვალი 2019, 19:21

მსოფლიო

მერკელი Facebook-ის გვერდს აუქმებს

„თქვენ იცით, რომ მე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე აღარ ვარ. ამიტომ, ვაუქმებ ჩემს Facebook-ის გვერდს, თუმცა გთხოვთ თვალი მიადევნოთ ჩემს მუშაობას ფედერალური კანცლერის პოსტზე“, - განაცხადა მერკელმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

Alibaba

01 თებერვალი 2019, 19:12

ეკონომიკა

Alibaba-ს აქციებზე ფასი 6%-ით გაიზარდა

2016 წლის შემდეგ Alibaba-ს შემოსავლების ზრდის ტემპი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც გარკვეულწილად ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაჩაღებული სავაჭრო ომით არის განპირობებული 2018 წელი კომპანიამ რეკორდული დანახარჯებით დახურა. Alibaba-მ პროდუქტების განვითარებაზე $41 მილიარდზე მეტი დახარჯა.

მკვლელობა ყარაჯალაში

01 თებერვალი 2019, 19:12

სამართალი

ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

01 თებერვალი 2019, 19:07

ეკონომიკა

რუსეთის და თურქეთის ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს მაქსიმალური რაოდენობა შეისყიდეს

2018 წლის მონაცემებით, ცენტრალურმა ბანკებმა 1971 წლის შემდეგ ოქროს მაქსიმალური რაოდენობა შეისყიდეს. ჯამში შესყიდვამ 651,5 ტონა შეადგინა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველები თურქეთის და რუსეთის ცენტრალური ბანკები არიან. ანალიტიკოსების შეფასებით, 2019 წელს ოქროზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება.

ეკა ბესელია

01 თებერვალი 2019, 19:05

სამართალი

ეკა ბესელია პოლიციაში გამოკითხეს

„მთავარია გამოძიებამ დაადგინოს დამკვეთები და არ შემოიფარგლოს ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების დაკავებით“, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

01 თებერვალი 2019, 18:52

პოლიტიკა

ვინ და როგორ ისჯება უკანონო ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო

ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ან პირადად მას ჩაუგდეს, ნებისმიერი ფორმით შეინახავს (ტელეფონში ან კომპიუტერში აპლიკაციით ჩამოწერს, ეკრანზე ვიდეოს გადაუღებს) და შემდეგ სხვა პირებს (მეგობრებს, ნაცნობებს) გაუზიარებს, კანონის შესაბამისად დაისჯება.

მიხეილ ბატიაშვილი

01 თებერვალი 2019, 18:38

პოლიტიკა

მე-11 და მე-12 კლასში ჩაჭრილი მოსწავლეების ბედს სავარაუდოდ სკოლა გადაწყვეტს

ჟურნალისტებმა განათლების მინისტრს ჰკითხეს, მოეხსნებათ თუ არა გამოცდები მათ, ვინც შარშან გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, დეტალებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.