არქივი

დემნა გვასალია

27 ივლისი 2018, 23:50

კულტურა

დემნა გვასალია: შვილი რომ მყავდეს მოდის ინდუსტრიაში მუშაობას არ ვურჩევდი

Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა და Vetements-ის დამფუძნებელმა დემნა გვასალიამ „რადიო თავისუფლების“ ქართულ ბიუროს ვრცელი ინტერვიუ მისცა. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება თანამედრვე მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა, გვასალია ამბობს, რომ ამის ერთადერთი გზა არსებობს.

27 ივლისი 2018, 23:43

ტექნოლოგიები

საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება დაიწყო. LIVE

ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება დაიწყო. საქართველოში მთვარე დაბნელებას 00:20 საათზე დაიწყებს და ის 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, თუმცა მოვლენაზე დაკვირვების შესაძლებლობას თბილისში შეიძლება ხელი შეუშალოს ძლიერმა მტვერიანმა ნისლმა.

27 ივლისი 2018, 23:23

ტაბლოიდი

BBC-ის ჟურნალისტმა, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, 2 წლის შვილს მემუარები დაუწერა

ტელეკომპანია BBC-ის წამყვანმა რეიჩელ ბლენმა, რომელსაც სიმსივნე აქვს, თავის ორი წლის შვილს, ფრედს, მემუარები დაუწერა. "ზრდასრული ფრედისთვის ვწერ, რათა მის ცხოვრებაში დავბრუნდე. ის ახლა იმ ასაკში არ არის, რომ დამიმახსოვროს", - წერს ჟურნალისტი.

პრინცი ჩარლზი

27 ივლისი 2018, 22:56

მსოფლიო

პრინც ჩარლზს, პედოფილ ეპისკოპოსთან მეგობრობის გამო, თავის მართლება მოუხდა

დამოუკიდებელმა კომისიამ პრინც ჩარლზს მოსთხოვა განმარტება, რატომ შეინარჩუნა მან კონტაქტი პედოფილ ეპისკოპოსთან 90-იან წლებში, როდესაც მისი მსხვერპლები ალაპარაკდნენ. დღეს პრინცმა კომისიას წერილი გაუგზავნა, სადაც განმარტა, რომ მას პიტერ ბოლი ატყუებდა.

27 ივლისი 2018, 22:50

ტაბლოიდი

ჩინეთში ამერიკელმა ტაქსის ასმაგი თანხა შეცდომით გადაუხადა

ინციდენტი ქალაქ სიანში მოხდა. როდესაც მძღოლმა, ჩჟან ოემ თავის აპლიკაცია WeChat-ში ზედმეტად დიდი თანხა აღმოაჩინა, მიხვდა, რომ ეს თანხა მას ადამიანების ერთმა ჯგუფმა მისცა. ისინი მან რკინიგზის სადგურიდან სასტუმროში წაიყვანა. მძღოლი ფულის დასაბრუნებლად გაემართა.

27 ივლისი 2018, 22:32

პოლიტიკა

წოდორეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წოდორეთში ხანძარი ლოკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

27 ივლისი 2018, 22:29

ეკონომიკა

აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეკორდული იყო

მომხმარებელთა ხარჯები მეორე კვარტალში 4%-ით გაიზარდა. ხანგრლივი დროის გამოყენების პროდუქტებზე ხაარჯი კი 9,3%,-ით, მომსახურებაზე - 3,1%-ით. ექსპორტი 9,3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 0,5%-ით, ანუ გარე ვაჭრობამ მშპ 1,06%-ით გაზარდა ეს კი 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

ვასიკო ტაკიძე

27 ივლისი 2018, 22:09

პოლიტიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ბათუმში მომხდარი ინციდენტის მიზეზებს განმარტავს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ბათუმში დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მეწარმემ, დელტაპლანით მისი ფრენის აკრძალვის გამო, ხელი ხეზე მიიჭედა, სპეციალური განცხადებით ეხმაურებაა და აცხადებს, რომ მას არარეგისტრირებული მოტოდელტაპლანები აქვს, რაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნმის საფრთხეს.

27 ივლისი 2018, 22:05

მსოფლიო

ესპანეთში გაასამართლეს ქალი, რომელმაც ქმარს შვილები დაუმალა

ესპანეთის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქალს, რომელმაც საკუთარი შვილები, ქმარს დაუმალა, მას კი ძალადობაში სდებდა ბრალს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

27 ივლისი 2018, 21:47

პოლიტიკა

გია ვოლსკი: არსებობს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი

გია ვოლკსკი პირველი აღმოჩნდა უმრავლესობის რიგებში, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ დამოუკიდებელი კანდიდატის ვინაობა დააკონკრეტა, რომელსა შესაძლოა ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭიროს. მანამდე ამის შესახებ მხოლოდ ზოგადი განცხადებები კეთდებოდა.

27 ივლისი 2018, 21:40

სამართალი

მოზარდს ტელეფონი იძულებით დაალომბარდებინეს

თბილისში ახალი თაღლითური ჯგუფი გამოავლინეს. სამკაციანი დაჯგუფება მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, საკუთარი ნივთების დალომბარდებას აიძულებს და თანხას ითვისებს. ერთ-ერთი ფაქტი ყაზბეგის გამზირზე გუშინ მოხდა.

27 ივლისი 2018, 21:33

პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიამ სამი არასრულწლოვანი გამოკითხა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს სამი არასრულწლოვანი გამოკითხა. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის უშუალო თვითმხილველები არიან. რა შეიტყვეს ახალი, კომისიის წევრებმა მოზარდებისგან, ამაზე საუბრისგან კომისიის წევრები თავს იკავებენ.

მაშველები

27 ივლისი 2018, 21:30

სამართალი

მდინარე ჭოროხში 51 წლის კაცს ეძებენ

ამ წუთებში, მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში 51 წლის კაცის სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცი თანმხლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

27 ივლისი 2018, 21:11

პოლიტიკა

წოდორეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წოდორეთში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

27 ივლისი 2018, 21:11

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფცია წარადგინა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ, გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის" ტერიტორიაზე გაიმართა. ბახტაძის თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები.

27 ივლისი 2018, 20:49

ტექნოლოგიები

GTA Online-ის ახალ ვერსიაში პერსონაჟები ალკოჰოლის მიღების შემდეგ ცათამბჯენზე ხვდებიან. ვიდეო

GTA Online-ის თამაშმა, ქსელური რეჟიმის GTA 5-სთვის, საკუთარი ღამის კლუბების შეძენის ფუნქცია დაამატა. მასში შესაძლოა ცეკვა, მუსიკის მოსმენა და ალკოჰოლის მიღება.

მამუკა ბახტაძე

27 ივლისი 2018, 20:36

პოლიტიკა

ბახტაძე ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლების გადასახადისგან გათავისუფლებას გეგმავს

ჩვენი მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა და საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

27 ივლისი 2018, 20:23

ტექნოლოგიები

მტვრიანი ნისლის გამო თბილისელებმა მთვარის დაბნელება შეიძლება ვერ დაინახონ

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას თქმით, დღეს თბილისში გავრცელებული სმოგის გამო ხილვადობა შემცირებულია და ცაზე მთვარის დანახვა რთული იქნება. მისი თქმით, თუ ნისლის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლია მთვარის დანახვა შეუძლებელიც კი გახდეს.

მამუკა ბახტაძე

27 ივლისი 2018, 20:19

პოლიტიკა

საქართველოში გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი იქმნება

საქართველოში გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 ივლისი 2018, 19:54

მსოფლიო

ტაილანდელი ტელეწამყვანი ერდოღანის დიქტატორად მოხსენიებისთვის ეთერიდან მოხსნეს

პირდაპირი ეთერის დროს ტელეწამყვანმა თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი დიქტატორია, ის ჟურნალისტებს ავიწროებს, არჩევნებს აყალბებს და ათასი ოთახისგან შემდგარ სახლებს აშენებს. როგორც ირკვევა, ტელეწამყვანმა თურქეთის დიპლომატიურ უწყებაშიმომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

27 ივლისი 2018, 19:45

ტაბლოიდი

168-ადგილიან თვითმფრინავში ბრიტანელი ერთადერთი მგზავრი აღმოჩნდა

ბრიტანელმა საბერძნეთის კუნძულ კორფუდან ბირმინგემში მიმავალი თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნა და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მგზავრი იყო. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

27 ივლისი 2018, 19:21

ეკონომიკა

2018 წლის მეორე კვარტალში Apple-მა 3.5 მილიონი ჭკვიანი საათი გაყიდა

ირკვევა, რომ მიმდინარე წლის გაყიდვები გასული წლით ამავე პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტი იყო. საუბარია Apple Watch Series 3-ზე, რომელსაც LTE მხარდაჭერა აქვს. გამოცემის ინფორმაციით, მოდელი განსაკუთრებით პოპულარული აზიის ქვეყნებში იყო.

27 ივლისი 2018, 19:20

პოლიტიკა

ხაიშსა და ჭუბერში ხის სახერხი არცერთი საამქრო არ მუშაობს

ხაიშში, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარისა და მოსახლეობის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ადგილობრივები რამდენიმე დღის განმავლობაში თავად ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოთხოვნებს და სვანეთში ჩასულ მთავრობის წევრებს გააცნობენ.

27 ივლისი 2018, 19:06

პოლიტიკა

რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს გამოცდების შედეგების გაგებიდან გასაჩივრებამდე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ცენტრის ინფორმაციით, ყველა საგნის საგამოცდო ტესტების პირველადი შეფასების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება.

ვლადიმერ პუტინი
დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2018, 19:03

მსოფლიო

ტრამპმა მოსკოვში პუტინის მიწვევა მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვში გამგზავრებას დათანხმდა. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის წყაროზე დაყრდობით ავრცელებს. აღნიშნავენ, რომ ვიზიტი შედგება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ამერიკელი ვიზიტი ოფიციალურ მიწვევას მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

27 ივლისი 2018, 19:00

პოლიტიკა

პირველი არხი და myvideo შერიგდნენ

პირველ არხსა და Myvideo-ს შორის სამართლებრივი დავა შეწყდება. საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირების გამო დაწყებულ უთანხმოებაზე. ამასთან, მაუწყებელი მზად არის, Myvideo-სთან თანამშრომლობა გააგრძელოს. ამის შესახებ პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

27 ივლისი 2018, 18:55

ეკონომიკა

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოეწყობა

დღეს საკრებულოს სხდომაზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, არასამთავრობო სექტორსა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახალი სატრანსპორტო სქემის პროექტი წარუდგინა.

27 ივლისი 2018, 18:55

პოლიტიკა

წოდორეთის ტყეში ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წოდორეთში, მთაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მთაზე ცეცხლი ბალახსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

27 ივლისი 2018, 18:47

მსოფლიო

Der Spiegel: რუსი ჰაკერები გერმანულ მედიას თავს დაესხნენ

გამოცემის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში რუსმა ჰაკერებმა გერმანულ ტელევიზია ZDF-ს და რადიო კომპანია WDR-ს შეუტიეს. ტელეკომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევა დაადასტურა ZDF-მა და დასძინა, რომ ჰეკერების მსხვერპლი 10-მდე კომპიუტერი გახდა. ამის შესახებ WDR-ში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

27 ივლისი 2018, 18:39

პოლიტიკა

საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონით გაზრდას მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად მორგებულია თბილისის მოსახლეობის საჭიროებებს. დედაქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებული თანხა სრულად მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.