არქივი

ენეს კანტერი

05 იანვარი 2019, 23:59

სპორტი

NBA-ის კალათბურთელი ლონდონში თურქი ჯაშუშების შიშით ვერ მიდის

New York Knicks-ში მოთამაშე თურქი კალათბურთელი ენეს კანტერი ლონდონში გამგზავრებაზე, სადაც NBA-ის თამაშია დაგეგმილი, უარს აცხადებს. კალათბურთელის თქმით, მას ლონდონში თურქი ჯაშუშების ეშინია.

დონალდ ტრამპი
ვლადმიერ პუტინი

05 იანვარი 2019, 23:50

მსოფლიო

ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე გამოძიება გახანგრძლივდა

სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის მიერ ჟიურის გამოძიება 2016 წელს ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე კიდევ 6 თვით გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჰამასი

05 იანვარი 2019, 23:42

მსოფლიო

„ჰამასმა“ მაჰმუდ აბასის ტელევიზიაზე თავდასხმისთვის 5 პალესტინელი დააკავა

ჰამასმა ხუთი პალესტინელი დააკავა, რომლებსაც პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის სატელევიზიო სადგურზე თავდასხმა ბრალდებათ. ინციდენტმა ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ დაპირისპირებას აბასის ადმინისტრაციასა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ღაზას აკონტროლებენ.

05 იანვარი 2019, 23:39

ტექნოლოგიები

ცნობილია, იკურნება თუ არა გაციება ოჯახური რეცეპტებით

ყველა ადამიანი ერთხელ მაინც ცხოვრებაში გამხდარა ავად. კაცობრიობის ისტორიაში და სხვადასხვა ოჯახებში კი შემორჩა რჩევები, თუ როგორ ვებრძოლოთ გრიპს „გამოცდილი მეთოდებით“. მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, მართლაც მოქმედებს თუ არა ხალხური მეთოდები.

ბუდაპეშტი

05 იანვარი 2019, 23:18

მსოფლიო

ბუდაპეშტში ათასობით დემონსტრანტმა „მონური კანონი“ გააპროტესტა

კანონს, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო, მონური ეწოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კანონი დამსაქმებელს უფლებას აძლევს დასაქმებულს წლის განმავლობაში 400 საათით მეტი ამუშაოს.

ღორის გრიპი

05 იანვარი 2019, 23:00

პოლიტიკა

ცნობილია აფთიაქები, სადაც „ტამიფლუ“ 6 იანვრიდან გაიყიდება

ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, ხვალიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება.

კიბერთავდასხმა

05 იანვარი 2019, 22:38

მსოფლიო

ჰაკერებს შესაძლოა Marriott-ის 25 მილიონამდე კლიენტის პირადი მონაცემები ჰქონდეთ

სასტუმროების ქსელი Marriott International-ი აცხადებს, რომ კიბერშეტევის შედეგად, რომელიც 2018 წლის ნოემბერში მოხდა, შესაძლოა კლიენტების შესახებ პერსონალურმა ინფორმაციამ გაჟონა. ამის შესახებ Marriott-ის მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერია.

05 იანვარი 2019, 22:20

მსოფლიო

რომელ ქვეყნებში ეხმარებიან ყველაზე ხშირად უცნობ ადამიანებს

რატომ გასცემენ ქველმოქმედებისთვის მიანმარელები უფრო მეტს, ვიდრე ირლანდიელები, რომლებიც 60-ჯერ უფრო მდიდრები არიან? რატომ არიან ინდონეზიელები უფრო მეტად ჩართული მოხალისეობაში, მაშინ როდესაც სამუშაო საათები გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მაგალითად გერმანელებს.

გუდაური

05 იანვარი 2019, 22:10

პოლიტიკა

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კიბერთავდასხმა

05 იანვარი 2019, 22:04

მსოფლიო

Bild: ჩეხეთი რუს დიპლომატებს ემუქრება

ჩეხეთში მასშტაბურ შპიონაჟს რუსეთისთვის შესაბამისი შედეგები ექნება. გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მოსკოვს მნიშვნელოვნად მოუწევს თავისი საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობისა და მათ მიერ გამოყენებული ავტომობილების შემცირება.

05 იანვარი 2019, 21:39

მსოფლიო

სოჭში ორი მთამსვლელი ზვავის დროს დაიღუპა

სოჭში წითელი მდელოს მთებში ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც ორი მთამსვლელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

05 იანვარი 2019, 21:32

მსოფლიო

დაღესტანში საახალწლოდ გასროლილ ტყვიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

დაღესტნის ქალაქ დერბენტში ახალი წლის ღამის აღსანიშნავად გასროლილ ტყვიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. როგორც ქალაქის მერი Instagram-ზე წერს, ვიღაცამ ახალი წლის ღამეს საბრძოლო იარაღიდან გაისროლა, ტყვია კი თავში ბავშვს მოხვდა.

ლეონარდო დიკაპრიო

05 იანვარი 2019, 21:15

მსოფლიო

დიკაპრიო ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემასთან დაკავშირებით გამოკითხეს

ლეონარდო დიკაპრიო დახურულს კარს მიღმა ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემის შესახებ გამოკითხეს, რომელიც თითქოსდა ფილმ "The Wolf of Wall Street"-ის დასაფინანსებლად გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

05 იანვარი 2019, 21:02

ტაბლოიდი

იბიცაზე დაკავებულ მძღოლს სისხლში თითქმის ყველა ცნობილი ნარკოტიკი აღმოუჩინეს

იბიცაზე პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც მგზავრობისას საფრთხეს ქმნიდა. ანალიზმა დაადინა, რომ მის სისხლში კოკაინის, მეტამფიტამინის, ოპიატის, მარიხუანის და ამფეტამინის შემცველობა იყო. ამის შესახებ გამოცემა El Mundo წერს.

პენსია

05 იანვარი 2019, 20:46

პოლიტიკა

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის დეტალები განმარტა

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განმარტა, რომ საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა საქართველოში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ჯერ არ იყვნენ. ამის შესახებ მან "ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

05 იანვარი 2019, 20:18

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე: ეპიდემიურ ზღვარს არ ვუახლოვდებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდემიურ ზღვარს არ ვუახლოდებით. მისი თქმით, ამ კვირის მონაცამებით, ზრდისკენ დინამიკა არ არის. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ილაპარაკა.

საფრანგეთ

05 იანვარი 2019, 20:06

მსოფლიო

პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

აქციები საფრანგეთის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, ზოგან რამდენიმე ასეული, ზოგან კი 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა დემონსტრაცია დაპირისპირებაში პარიზში გადაიზარდა.

05 იანვარი 2019, 19:51

კულტურა

ჩინეთში ყინულის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფოტოკოლაჟი

ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ყინულის სკულპტურების ფესტივალი ტარდება. წელს ფესტივალში მონაწილეობს 60-ზე მეტი მოქანდაკე 12 ქვეყნიდან.

ტაივანი

05 იანვარი 2019, 19:49

მსოფლიო

ტაივანი მსოფლიოს ჩინეთისგან დაცვას სთხოვს

ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი საერთაშორისო საზოგადოებას ჩინეთისგან მომავალი საფრთხეებისგან დაცვაში დახმარებას სთხოვს. ცაი ინვენი მსოფიოს მოუწოდებს, დახმარონ ქვეყანას თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

05 იანვარი 2019, 19:41

კულტურა

ამსტერდამში ვან გოგის ნახატის ინსტალაცია შექმნეს

სერბმა მხატვრებმა ივანა ელიჩმა და პავლე პეტროვიჩმა ამსტერდამის ცენტრში განათავსე ინსტალაცია, რომელიც იმეორებს ვან გოგის ცნობილი ნამუშევრის, ,,ვარკვლავებიანი ღამის” ნაწილს.

აეროპორტი

05 იანვარი 2019, 19:36

ეკონომიკა

მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები და აეროპორტები დასახელდა

ანალიტიკურმა კომპანია OAG-მა 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური აეროპორტები და ავიაკომპანიები დაასახელა. სიის შედგენამდე გაანალიზდა 58 მილიონამდე ავიარეისი. შედეგად კი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა კომპანიამ საუკეთესოები დაასახელა.

ქუთაისი

05 იანვარი 2019, 19:26

ტაბლოიდი

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

ოჯახმა მომხდარის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. გარდაცვლილთა ოჯახებმა ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ გაცვალეს, უკვე მაშინ, როდესაც ერთ -ერთი უკვე დაკრძალული იყო. ორივე გარდაცვლილი ქალი იყო.

05 იანვარი 2019, 19:20

ეკონომიკა

ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია

რეიტინგში პირველ ადგილს პანამა იკავებს, - აქ ცხოვრების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობ კონკრეტულად. შესაძლოა, ორ ადამიანს ერთი თვე ამ ქვეყანაში ცხოვრება 1765 დოლარიდან 2890 დოლარამდე დაუჯდეს. ქვეყანაში ყოველდღიური ხარჯებიც მინიმალურია, ასევე დაბალია ფასები ჯანდაცვაზეც.

დოპინგი

05 იანვარი 2019, 18:59

სპორტი

90 წლის ველოსიპედისტმა დოპინგზე ტესტი ვერ ჩააბარა და ტიტული დაკარგა

როგორც აშშ-ის ანტიდოპინგური სააგენტო აცხადებს, გროუვისთვის ტესტის ჩატარებამდე წინა საღამოს ნაჭამი ხორცი ტრენბოლონიზე დადებითი პასუხის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნებოდა. საბოლოოდ, გროუვი ჩემპიონის ტიტულს დაემშვიდობა.

პოლ უილანი

05 იანვარი 2019, 18:55

მსოფლიო

რუსეთი ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელის სხვა პატიმარზე გაცვლას არ აპირებს

რუსეთმა გამორიცხა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკელი ყოფილი ქვეითი, რომელსაც რუსეთში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, შეიძლება ვინმეში გაცვალონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მარკო როისი

05 იანვარი 2019, 18:46

სპორტი

გერმანიის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ვკითხულობთ, რომ სპორტსმენმა 89.929 (33,9%) ხმით მცველი ჯოშუა კიმიხი (31%) და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ლეროი სანე (10,3%) დაჯაბნა. დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელმა 2018 წელს გერმანიის ნაკრების რიგებში რვაჯერ ითამაშა.

ექიმის ცემა

05 იანვარი 2019, 18:40

სამართალი

თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტმა ექიმს ნარკოტიკის არმიცემის გამო სცემა

საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ პაციენტი თავის ტკივილს უჩიოდა და ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მან მედიკოსს სცემა. შედეგად, ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

05 იანვარი 2019, 18:30

ტაბლოიდი

შრი-ლანკაში ახალგაზრდები პოლიციელის ფიტულის მოსყიდვის მცდელობისთვის დააკავეს

შრი-ლანკის პოლიციამ 23 წლის მოტოციკლისტი სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს გამო დააკავა. ვიდეოში ის ხუმრობით სთავაზობს პოლიციის ხელოვნურ ფიგურას ფულს. ასეთი ფიგურები ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში დგას, - მიიჩნევა, რომ ისინი მძღოლებს უფრო ფრთხილად სიარულში ეხმარება.

თბილისი-რუსთავი

05 იანვარი 2019, 18:20

პოლიტიკა

რუსთავის მერი მოქალაქეებს: არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის საფასური

რუსთავის მერია მგზავრებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ რუსთავი-თბილისის მიმართულებით "მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი". ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერიამ გაავრცელა. მერიის ცნობით, უწყება აქტიურად მუშაობს ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტის შეყვანის საკითხზე.

05 იანვარი 2019, 18:17

ეკონომიკა

2 დღის მონაცემებით დაგროვებით საპენსიო სისტემაში 2 500-ზე მეტი კომპანია ჩაერთო

2 დღის მონაცემებით დაგროვებით საპენსიო სისტემაში 2 500-ზე მეტი კომპანია ჩაერთო. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მონაცემთა ბაზის შევსების პროცესის დასრულებისთვის დაგროვებითი პენსიის პროექტში 700 000-ზე მეტი მოქალაქე იქნება ჩართული.