არქივი
06 თებერვალი 2019, 23:57
პოლიტიკა
მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძრის ქართველმა მრევლმა შიმშილობა გამოაცხადა
მოსკოვის ცენტრში, საქართველოს ქუჩაზე მდებარე ქართული ტაძრის ქართველი მრევლი მღვდელმსახურის შეცვლას მოითხოვს. ამ მიზნით მათ შიმშილობაც დაიწყეს. საპროტესტო აქციაში დაახლოებით 10 ადამიანი მონაწილეობს.
06 თებერვალი 2019, 23:25
სამართალი
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას მოკლული გიზო ბოჭორიშვილის ნათესავები ადასტურებენ. მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
06 თებერვალი 2019, 23:25
მსოფლიო
საფრანგეთი და გერმანია ახალ ავიაგამანადგურებელს შექმნიან
პროექტს ღირებულება მთლიანობაში 65 მილიონი ევროა ($74 მილიონი), რომელსაც ორივე ქვეყანა თანაბრად დააფინანსებს. საბრძოლო ავიაგამანადგურებლის სისტემის შექმნაზე ორი წლის განმავლობაში Dassault Aviation-ი და Airbus-ი იმუშავებენ. პროდუქტს ხმარებაში სავარაუდოდ 2040 წლისთვის ჩაუშვებენ.
06 თებერვალი 2019, 23:08
ეკონომიკა
ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად დევიდ მელპასი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი წარადგინა. ის დევიდ მელპასია. წარდგენა რუზველტის დარბაზში შედგა.
06 თებერვალი 2019, 23:02
ტექნოლოგიები
ლიეტუვაში შექმნეს Tinder-ის მსგავსი აპლიკაცია, რომლითაც ძაღლების გაცნობაა შესაძლებელი
იანვარში, ლიეტუველმა დეველოპერებმა აპლიკაცია GetPet-ი გამოუშვეს. პროგრამული უზრუნველყოფის მიზანი თავშესაფარში მყოფი ძალების გაცნობაა. Tinder-ის მსგავსად, GetPet-შიც ძაღლებს საკუთარი პროფილი და ბიოგრაფია აქვთ. უახლოეს მომავალში GetPet-ის შემქმნელები მსგავსი აპლიკაციის გამოშვებას კატებისთვისაც გეგმავენ.
06 თებერვალი 2019, 22:44
თემა
რატომ ცოცხლობენ ქალები კაცებზე დიდხანს? გარჩევა
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 72 წელი იყო. ამავე მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებში 74 წელსა და 2 თვეს შეადგენდა, კაცებში - 69 წელსა და 8 თვეს.2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 წელს გადაცილებული 53364 ადამიანი ცხოვრობდა,აქედან მხოლოდ 9126 იყო კაცი, 44202 კი - ქალი.რატომ ცხოვრობენ ქალები უფრო დიდხანს ვიდრე კაცები? BBC წერს, რომ ამას სამი ძირითადი მიზეზიაქვს და ერთ-ერთი - გენებია.
06 თებერვალი 2019, 22:34
სპორტი
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მას ეროვნული ნაკრების მაისურით 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
06 თებერვალი 2019, 22:12
სპორტი
„ნანტი“ „კარდიფს“ ემილიანო სალას სატრანსფერო თანხის გადახდას სთხოვს
ფრანგული საფეხბურთო კლუბი „ნანტი“ ბრიტანული „კარდიფისგან“ არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას სატრანსფერო თანხის ჩარიცხვის დაწყებას ითხოვს. „კარდიფმა“ ფეხბურთელის გაუჩინარების შემდეგ გადახდები გაყინა, ვიდრე ყველაფერი გაირკვევა.
06 თებერვალი 2019, 21:55
მსოფლიო
ვირჯინიის გენერალურ პროკურორს რასიზმში ადანაშაულებენ
ლაპარაკია ათწლეულების წინ, კოლეჯში გადაღებულ ფოტოზე, სადაც ის ფერადკანიან კაცთან მიმსგავსებულ მაკიაჟს ატარებს. შტატის გენერალური პროკურორი ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ მას მხოლოდ მსუბუქი ყავისფერი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული. მსგავს ბრალდებებს ვირჯინიის გუბერნატორსაც უყენებენ.
06 თებერვალი 2019, 21:33
ტექნოლოგიები
მეცნიერები კანაფის მოხმარებას სპერმის კონცენტრაციის ზრდასთან აკავშირებენ
კვლევისას 2000-2017 წლებში 662 კაცის 1,143 სპერმის ნიმუში შეაგროვეს. მათი ასაკი საშუალოდ 36 წელი იყო. ისინი რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში სხვადასხვა ჩივილებით მივიდნენ. მეცნიერები პარალელურად იმასაც უსვამენ ხაზს, რომ კვლევის შედეგი, რა თქმა უნდა მამობის შანსებს არ ზრდის.
06 თებერვალი 2019, 21:21
კულტურა
კინომსახიობთა თეატრი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს
კინომსახიობთა თეატრი მისი დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს. მცირე პაუზის შემდეგ, სცენას ერთ-ერთი გამორჩეული დადგმა „ჩვენი პატარა ქალაქი“ დაუბრუნდა.
06 თებერვალი 2019, 21:17
კულტურა
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი ინგრევა
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი დანგრევის პირასაა. ადმინისტრაცია ისტორიული შენობის დაკეტვასაც არ გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მას რესტავრაცია რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია.
06 თებერვალი 2019, 20:58
ტექნოლოგიები
ახალი ინგლისური სიტყვა ყოველ 98 წუთში ერთხელ ჩნდება
ინგლისური ენა ძალიან სწრაფად ახლდება და ამ ენაზე კომუნიკაციისთვის მხოლოდ ზმნების და დროების ცოდნა საკმარისი არ არის. ცოცხალი ენის ასათვისებლად საჭიროა არამხოლოდ სახელმძღვანელობით სწავლა, არამედ სერიალების ყურება, პრესის კითხვა ორიგინალში, ფორუმებზე აქტიურობა და ენის მატარებლების რეგულარული მოსმენა.
06 თებერვალი 2019, 20:58
სამართალი
ლოტკინზე ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია
ლოტკინის დასახლებაში ახალგაზრდა კაცის სასტიკად ცემის ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. მომხდარის დეტალებზე სამართალდამცველები და დაზარალებულის ახლობლები ვერ საუბრობენ.
06 თებერვალი 2019, 20:57
კულტურა
ჩეხი რეჟისორი ვაცლავ ვორლიჩეკი გარდაიცვალა
88 წლის რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ვორლიჩეკს 20-მდე კინოსურათი აქვს გადაღებული. ის ისეთი ცნობილი ფილმების რეჟისორია, როგორიცაა „სამი კაკალი კონკიასათვის“ და „გედების ტბა“.
06 თებერვალი 2019, 20:44
პოლიტიკა
ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ვერ შეთანხმდნენ
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები პროტესტს ხვალაც განაგრძობენ. ისინი მთელი დღის გნმავლობაში რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებისა და თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის აღდგენის მოთხოვნით, აქციას მართავდნენ.
06 თებერვალი 2019, 20:38
ეკონომიკა
ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია
თუ თქვენ სხვის ავტომობილს ან სხვა პირის ჯანმრთელობას დააზიანებთ, მატერიალურ ზარალს სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს, ამისთვის კი, ვალდებული იქნებით, წლიურად გარკვეული თანხა გადაიხადოთ.
06 თებერვალი 2019, 20:24
პოლიტიკა
სოფელ ატოცის მახლობლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია
ქარელის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრე სოფელ ატოცის სიახლოვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია. შემთხვევის ადგილი გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრითაა დაშორებული.
06 თებერვალი 2019, 20:14
სამართალი
8 წლის ბავშვის მკვლელობის მთავარი მტკიცებულება ქრონიკამ ექსკლუზიურად მოიპოვა
გასულ წელს მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ახალი დეტალები ვრცელდება. ქრონიკამ დღეს ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა და ასევე პირველი ჩავიდა სარდაფში, სადაც მკვლელობა მოხდა და რომლის კარიც დღეს პირველად გაიღო.
06 თებერვალი 2019, 20:10
ტექნოლოგიები
მსოფლიო ყველაზე თბილ ათწლეულს უახლოვდება
თუ პროგნოზი გამართლდა და 2014-2023 წლების პერიოდი ყველაზე თბილი იყო, ბოლო 150 წელში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. 2018 წლის ოქტომბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ვკითხულობთ თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მსოფლიო ტემპერატურის 1.5C-ით მატებამ გრძელვადიან პერიოდში.
06 თებერვალი 2019, 20:07
კულტურა
ჯეიმს ბრაუნის მეგობრები მომღერლის შესაძლო მკვლელობაზე ალაპარაკდნენ
ჯეიმს ბრაუნის მეგობრები და ნათესავები „სოულის ნათლიმამის“ მკვლელობის ვერსიას განიხილავენ. მომღერალთან დაახლოებული 13 ადამიანი, მოითხოვს, რომ ამ თემაზე გამოძიება დაიწყოს. მათ რიცხვშია მისი ექიმი მარვინ კრუფრდი, რომელმაც მომღერლის გარდაცვალების აქტს 2006 წელს ხელი მოაწერა.
06 თებერვალი 2019, 19:54
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს შეხვდა
პირველ სამუშაო შეხვედრაზე კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 2019 წელს დედაქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზიდენტმა თბილისის მერს მათ განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
06 თებერვალი 2019, 19:26
ეკონომიკა
ჩინელ პროგრამისტს, რომელსაც ბანკმა ფულის მოპარვა აპატია, სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ჩინეთის ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერს სასამართლომ ბანკის ანგარიშებიდან 1 მილიონი დოლარის მოპარვის გამო 10 წელი მიუსაჯა. 43 წლის ცინ ციშენმა 2016 წელს ბანკის სისტემაში ხარვეზი აღმოაჩინა, რის შესახებაც ადმინისტრაციას არ აცნობა და ბანკის ანგარიშიდან ფულის მოხსნა შეუმჩნევლად დაიწყო.
06 თებერვალი 2019, 19:18
ტექნოლოგიები
Google-ი ნოტიფიკაციების ფანჯარას აუქმებს
როგორც Google-ი ირწმუნება ნოტიფიკაციების ფანჯარა 7 მარტიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი Google Photos, Hangouts Chat-ის და Google+-ის ნოტიფიკაციების ფუნქციას ვერ შეელევა, რეჟიმის გააქტიურებას სათითაოდ, აპლიკაციების პარამეტრებიდან შეძლებს.
06 თებერვალი 2019, 19:15
პოლიტიკა
თბილისის ბაგა-ბაღებში სათამაშო ინვენტარს ცვლიან
თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია, ბაგა-ბაღებში მოძველებული და ხელოვნური მასალებისგან დამზადებული სათამაშო ინვენტარის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით.
06 თებერვალი 2019, 18:57
კულტურა
Disney-მ „დამბოს“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა
ვიდეოში ნაჩვენებია კოლინ ფარელი, შერონ რუნი, დენი დევიტო და მაიკლ კიტონი. გარდა ამისა, ფილმში ევა გრინი, ალან არკინი, დეიობა ოპერეი და სენდი მარტინი მონაწილეობენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 27 მარტს გაიმართება.
06 თებერვალი 2019, 18:51
კულტურა
მოდელი ენჯი შერბურნი დემნა და გურამ გვასალიებს ქურდობაში ადანაშაულებს
მოდელის თქმით, 5 წლის წინ, 2014 წელს გვასალიებმა ფოტო გადაუღეს, რომელიც მათი ერთ-ერთი სამოსის წარმოსაჩენად იყო განკუთვნილი, თუმცა მას შემდეგ დემნა და გურამ გვასალიებმა მოდელის ეს ფოტო არაერთხელ გამოიყენეს. მოდელმა დემნა და გურამ გვასალიებს მისი ფოტოს გამოყენებისთვის თანხა რამდენჯერმე მოსთხოვა.
06 თებერვალი 2019, 18:49
ეკონომიკა
Quadriga-ს დამფუძნებლის გარდაცვალების გამო $140 მილიონი გაიყინა
Quadriga-ს დამფუძნებელი 30 წლის ასაკში დეკემბერში გარდაიცვალა. ირკვევა, რომ სწორედ ჯერალდ კოტენი იყო უფლებამოსილი თანხის განკარგვაზე. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოხმარებელთა წინაშე კომპანიის ვალდებულება დაახლოებით $137 მილიონია.
06 თებერვალი 2019, 18:33
კულტურა
მოდის კვირეულზე ტრანსგენდერმა დიზაინერმა კოლექცია პირველად წარადგინა
ტრანსგენდერი დიზაინერი პიერ დევისი მიიჩნევს, რომ მისი შოუ ადამიანებს დააფიქრებს საზოგადოების სხვადასხვა წევრების შესახებ და მასზე, რომ მსოფლიო მოდისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ესთეტიურობა და კომერცია, არამედ ადამიანობაც.
06 თებერვალი 2019, 18:23
ეკონომიკა
საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილები Boeing-მა იყიდა
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა. საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ „Boeing “-სთვის დამზადდა.


