არქივი

Google Assistant

08 იანვარი 2019, 23:55

ტექნოლოგიები

Google ასისტენტი ავიარეისზე დაგარეგისტრირებთ და სასტუმროსაც დაგიჯავშნით

ამ დროისთვის სისტემა მხოლოდ აშშ-ში, United Airlines-ის შიდა ფრენებზე რეგისტრაციას ახორციელებს. კონცერნში გვპირდებიან, რომ ხმოვანი ასისტენტის ჩამონათვალი ქვეყნებისა და სერვისების მიხედვით მალე გაფართოვდება. სიახლის გამოსაცდელად Google-ის ასისტენტს სიტყვიერი ბრძანებით უნდა მიმართოს მომხმარებელმა.

გამონაბოლქვი

08 იანვარი 2019, 23:48

მსოფლიო

კვლევა: 2018 წელს აშშ-ში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის წილი გაიზარდა

დამოუკიდებელი ეკონომიკული კვლევების კომპანია Rhodium Group-ის მტკიცებით, გამონაბოლქვის ზღვარი ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის წილი 2018 წელს აშშ-ში 3.4%-ით არის მომატებული. აშშ პარიზის შეთანხმებას, კლიმატის ცვლილების შესახებ 2017 წლის ივნისში გამოეთიშა.

08 იანვარი 2019, 23:30

თემა

Apple-ი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიების სამეულშიც აღარ არის. რა ხდება?

2018 წლის პირველ აგვისტოს Apple-მა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.თავისი არსებობის ისტორიაშიპირველად, კომპანია ტრილიონ დოლარამდე გაძვირდა. მაშინ კორპორაციის ერთი აქცია 207 დოლარი ღირდა, მაგრამ ინვესტორები ამით არ დაკმაყოფილდნენ: სექტემბრის ბოლოს მათ ფასიანი ქაღალდების ღირებულება 232 დოლარამდე გაზარდეს. მას შემდეგApple-ის აქციების ფასი უწყვეტად ეცემა. ნოემბრის ბოლოს აიფონების მწარმოებელი 812 მილიარდი დოლარი ღირდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსიMicrosoft-ს დაუთმო. 2019 წლის დასაწყისში კაპიტალიზაცია 700 მილიარდამდე შემცირდა და Apple-ი თავისი ღირებულებით დღეს მეოთხე კომპანიაა. მას გაასწრეს Amazon-მა დაAlphabet-მა (Google).

ჰითროუს აეროპორტი

08 იანვარი 2019, 23:21

მსოფლიო

ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ავიარეისების შეფერხების მიზეზი აეროპორტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენა გახდა. მიკრობლოგ Twitter-ზე აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით აეროპორტი პოლიციასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

გზები

08 იანვარი 2019, 23:01

პოლიტიკა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

სოფელ ქვემო მლეთიდან საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრამდე მოძრაობა დაშვებულია. ავტომობილების გადაადგილებას ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია უწევს. უამინდობის გამო მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანი ნოწმინდა-სომხეთის საზღვარზეც.

საავადმყოფო

08 იანვარი 2019, 22:35

მსოფლიო

აშშ-ში კომაში მყოფი პაციენტის მშობიარობის შემდეგ, კლინიკის დირექტორი გადადგა

ირკვევა, რომ წლების განმავლობაში უგონო მგდომარეობაში მყოფ (ვეგეტატიური მდგომარეობა) პაციენტზე სექსუალურად იძალადეს, შედეგად ის დაორსულდა და ქალმა ბავშვი გააჩინა. ბავშვი 2018 წლის 29 დეკემბერს გაჩნდა. მომხდარს პოლიცია იძიებს.

რეზი ნასიძე

08 იანვარი 2019, 22:07

სამართალი

ექიმის ჯანმრთელობის დაზიანების გამო დაკავებულ მსახიობს ბრალი წარუდგინეს

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დედათა და ბავშვთა ცენტრი იავნანა

08 იანვარი 2019, 22:05

სამართალი

დედათა და ბავშვთა ცენტრი 9 თვის ბავშვის გარდაცვალებას ეხმაურება

დედათა და ბავშვთა ცენტრში „იავნანა“ აცხადებენ რომ 9 თვის ბავშვი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, დედამ კლინიკაში 31დეკემბერს ტემპერატურული რეაქციით მიიყვანა. ანამნეზის შესწავლის შემდეგ მას გაეწია სათანადო დახმარება და დაეწია სიცხე. შეთავაზების მიუხედავად, სტაციონარში დატოვებაზე დედამ უარი განაცხადა.

ჰითროუს აეროპორტი

08 იანვარი 2019, 21:53

მსოფლიო

ჰითროუს აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო რეისები გადაიდო

როგორც აეროპორტის სპიკერი განმარტავს, აეროპორტის ადმინისტრაცია პოლიციასთან ერთად მუშაობს, რათა უსაფრთხოების ზომები მკაცრად გააკონტროლოს. დეკემბერში, გეთვიკის აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დრონის გამოჩენამ 1,000-მდე ავიარეისი შეაფერხა.

ყვითელი მიკროავტობუსები

08 იანვარი 2019, 21:50

პოლიტიკა

რუსთავში მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

რუსთავ-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს. მათ დახმარება პროფკავშირებს სთხოვეს. ტრანსპორტის პროფკავშირები მძღოლებს თანადგომას უცხადებს. მძღოლები რუსთავის მერისგან ბოდიშს ითხოვენ და ამბობენ, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივლენ.

08 იანვარი 2019, 21:50

თემა

რა ელის „ფეისბუკს“ 2019 წელს?

ამ წლიდან კომპანია Facebook-იმხოლოდ ბოდიშებით ვეღარ შემოიფარგლება, მას გარკვეულ საკითხებზე პასუხისგება მოუწევს. დიდი ალბათობით, მისი საქმიანობის რეგულირება რეალობად იქცევა.რად დაუჯდება ეს კომპანიას?რამდენად მკაცრი იქნება სასჯელი და როგორ აისახება ეს ყველაფერი ყველაზე პოპულარული სოცქსელის მომხმარებელზე? BBC იმის შესახებ წერს, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წლის განმავლობაში.

რუსეთის პატრიარქი კირილი

08 იანვარი 2019, 21:46

მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი: სმარტფონები ანტიქრისტესთან გვაახლოებს

პატრიარქი კირილი სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ ერთი კონკრეტული წერტილიდან კონტროლი ანტიქრისტეს მოსვლას მოასწავებს. რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ანტიქრისტე არის პიროვნება, რომელიც მსოფლიო ინტერნეტსივრცის სათავეში იქნება და ადამიანთა მოდგმის ყოფას გააკონტროლებს.

08 იანვარი 2019, 21:19

კულტურა

ილია მეორის დაბადების დღეს გამოფენა მიეძღვნა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიხსნა. ეს საქართველოში პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის 33 ექსპონატის ფოტოებს აერთიანებს.

Manchester United-ის სტადიონი

08 იანვარი 2019, 21:11

სპორტი

Manchester United-ი ჩინეთში 3 გასართობ ცენტრს გახსნის

Manchester United-ი ჩინეთში ყველაზე პოპულარული ევროპული საფეხბურთო კლუბია, რომელსაც ინტერნეტსივრცეში 107 მილიონი გამომწერი ჰყავს. ლაპარაკია პეკინსა, შანხაისა და შენიანზე, სადაც ადგილობრივებსა და ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ე.წ. გასართობ ცენტრებს ესტუმრონ და თავი ისე იგრძნონ, როგორც Manchester United-ის სტადიონზე.

08 იანვარი 2019, 21:10

სამართალი

თბილისის ზღვაზე პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ვრცელდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი პოლიციელი პატრულ-ინსპექტორი ზაზა კახნიაშვილია. მას, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მედიკოსების განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში ქუჩიდან მიიყვანა.

08 იანვარი 2019, 20:46

სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს საპატიმრო ვადა 19 იანვარს უმთავრდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვნის საქმის ფარგლებში, ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე წერილობითი და აუდიო მტკიცებულებები გამოიკვლია. მათ შორის იმსჯელეს მოზარდის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე.

ჩიპსეტი

08 იანვარი 2019, 20:44

ტექნოლოგიები

Huawei-მ სერვერებისთვის მომდევნო თაობის ჩიპსეტი გამოუშვა

ჩინურ კომპანიას სურს ამით ე.წ. Cloud ბაზარზე მოთამაშე ხუთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას შორის იყოს. Kunpeng 920 7-ნანომეტრიანი ჩიპია. ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში ეს უახლესი ტექნოლოგიაა. Synergy Research-ის ინფორმაციით, Cloud ბაზარზე წამყვანი მოთამაშეები Amazon-ი, Microsoft-ი, IBM-ი, Google-ი და Alibaba არიან.

08 იანვარი 2019, 20:43

ეკონომიკა

ტურისტული სეზონი მთის კურორტებზე

როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი მთის კურორტებზე?! ამ საკითხის განსახილველად ყველა უწყების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დღეს რიგით მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

08 იანვარი 2019, 20:33

პოლიტიკა

უმრავლესობამ კაჭრეთში მენეჯმენტის გაუმჯობესების საკითხი განიხილა

ეკა ბესელია პარლამენტიდან მოსამართლეების სიის გაწვევას ითხოვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხზე თანამოაზრეებსა და საზოგადოებრივ წრეებთან კონსულტაციებს იწყებს. პარალელურად, პრემიერმინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები კახეთში შეიკრიბნენ.

08 იანვარი 2019, 20:10

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ტამიფლუზე დეფიციტი არ გაჩნდება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართვიანობა ზუსტად ისეთივეა, როგორც ორი წლის წინ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ 2 წლის წინ H1N1ვირუსი არ დომინირებდა. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში განაცხადა.

08 იანვარი 2019, 20:08

პოლიტიკა

„ღორის გრიპით“ საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის გავრცელება ამ დროისთვის საშუალო დონეზეა. მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართონ. მწვავე რესპირატორული ინფექციით, უკვე 12 ადამიანია გარდაცვლილი.

ზაქარია ქუცნაშვილი

08 იანვარი 2019, 19:35

პოლიტიკა

ქუცნაშვილმა თქვა, რა შემთხვევაში გაუჭირდება მოსამართლეების სიის მხარდაჭერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სიაზე ობიექტური კრიტერიუმების გარეშე იქნება მსჯელობა, მას ამ სიისთვის მხარდაჭერა გაუჭირდება.

ბრიუს უილისი

08 იანვარი 2019, 19:27

ტაბლოიდი

პაპარაცებმა ნასვამი ბრიუს უილისი გადაიღეს

ბრიუს უილისმა ჟურნალ GQ-ის მიერ გამართულ წვეულებაზე ზომაზე მეტი დალია და კლუბიდან ხელით გამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც ნასვამი მსახიობი მანქანაში ჩასვეს, ჟურნალისტებს მან შუა თითი უჩვენა.

ბავშვის გარდაცვალება

08 იანვარი 2019, 19:25

სამართალი

გორის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ჩვილი გარდაცვლილი ბებიამ ნახა. ჯერ უცნობია რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. ბავშვის დედა კლინიკაში ვირუსული ინფექციით არის მოთავსებული და ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

რეპი

08 იანვარი 2019, 19:20

კულტურა

პოლიციამ სუიციდის შესახებ „ტვიტის“ გამო რეპერი საავადმყოფოში გადაიყვანა

რეპერი "ქაფქეიქი" Twitter-ზე დაწერილი პოსტის გამო, სადაც ის ამბობდა, რომ სიცოცხლის დასრულებას აპირებდა, პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩიკაგოს პოლიციის თქმით, რეპერი საავადმყოფოში მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიყვანეს.

ზარი და ჯვარი

08 იანვარი 2019, 19:18

მსოფლიო

საბერძნეთმა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების პროცედურა დაიწყო

საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცედურა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ელადის წმინდა სინოდმა საკითხი განსახილველად ეპისკოპოსთა საბჭოს უკვე გადასცა. საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა თებერვალში მიიღოს.

08 იანვარი 2019, 19:08

ტექნოლოგიები

Kohler-ის სააბაზანოს კონტროლი Amazon-ის ხმოვანი ასისტენტით შეიძლება

Kohler Numi 2.0 აუდიო და დინამიური განათების სისტემით არის აღჭურვილი. როგორც მისი შემქმნელები განმარტავენ, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ცოტახნით დაივიწყოს კიდეც, რომ ტუალეტშია. კიდევ ერთი შესამჩნევი სიახლე, რაც კომპანიის სააბაზანოს კომპლექტს აქვს Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa არის.

დონალდ ტრამპი და ჯონ ბოლტონი

08 იანვარი 2019, 18:58

მსოფლიო

მედია: ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვაში არ შედის

დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის სახელი არც თუ იშვიათად ერევა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, საკუთარი სტატუსის მიუხედავად, ტრამპის ახლო გარემოცვაში არ შედის.

ეროვნული ბანკი

08 იანვარი 2019, 18:53

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.

საუდის არაბეთი

08 იანვარი 2019, 18:49

მსოფლიო

ოჯახიდან გაქცეული საუდელი გოგო რამდენიმე ქვეყანას თავშესაფარს სთხოვს

საუდის არაბეთის მოქალაქე, 18 წლის რაჰაფ ალ-ქუნუნი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოჯახს გაექცა და ახლა ბანგკოკის აეროპორტში ცხოვრობს, კანადას, აშშ-ს, ავსტრალიას ან დიდ ბრიტანეთს თავშესაფარს სთხოვს.