არქივი
08 თებერვალი 2019, 23:53
ეკონომიკა
Euronews: ევროზონის ქვეყნებიდან ბულგარეთში ყველაზე ღარიბი მუშახელია
ბულგარეთში მინიმალური ხელფასი თვეში 286 ევროს შეადგენს. ევროზონაში ბულგარეთში ყველაზე იაფი და ღარიბი მუშა-ხელია. პენსია ბულგარეთში 100 ევროა.დაბალი ხელფასი ბულგარელებს აღმოსავლეთ ევროპაში ემიგრაციისკენ უბიძგებს. ბოლო წლებში ქვეყნიდან მიგრაცია განუხრელად იზრდება.
08 თებერვალი 2019, 23:29
ტაბლოიდი
ინდონეზიაში ბრიტანელი ტურისტი ქალი სამართალდამცველებს დაერია. ვიდეო
ბრიტანელი ტურისტი ქალი, რომელმაც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერს სახეში გაარტყა, სასამართლომ ციხეში 6 თვით გაამწესა. ტურისტს დანაშაული არ უღიარებია. მან განაცხადა, რომ ვიდეო დაამონტაჟეს, სასამართლო კორუმპირებულია, ინდონეზია კი - კრიმინალური ქვეყანაა.
08 თებერვალი 2019, 23:09
ტაბლოიდი
ინდოეთში ტურისტებს მაიმუნებისგან შურდულებით დაიცავენ
პოლიცელები, ინდოეთში ტაჯ-მაჰალის ტერიტორიაზე მაიმუნების თავდასხმისაგან ტურისტებს შურდულებით დაიცავენ. ბოლო მონაცემებით ქალაქ აგრში 1000 მაიმუნი ბინადრობს, აქედან 500-700 მუდმივად არის ტაჯ-მაჰალის ტერიტორიაზე. განადგურებისაგან მაიმუნებს ინდოეთის კანონმდებლობა მკაცრად იცავს.
08 თებერვალი 2019, 22:32
ტექნოლოგიები
როგორი დირექტორი სჯობს - ინტროვერტი თუ ექსტრავერტი. კვლევა
მწერალ და იურისტ სიუზან კეინს მიაჩნია, რომ ინტროვერტები უფრო შემოქმედებითი ხალხია, ვიდრე ექსტრავერტები. შემოქმედებით ადამიანებს კი ახასიათებთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის მმართველობის სფეროში.
08 თებერვალი 2019, 22:27
მსოფლიო
კანადაში კანაფის ლეგალიზაციით მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა
მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სრულწლოვანი კანადელების 15% (დაახლოებით 4,6 მილიონი ადამიანი) კანაფს მოიხმარდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. მკვლევართა თქმით, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ციფრი მნიშვნელოვნად არ არის გაზრდილი.
08 თებერვალი 2019, 22:25
მსოფლიო
ვინ არის ქალი, რომელიც ნიკოლას მადუროს არ ტოვებს
ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. კრიზისის მიუხედავად, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გვერდით რჩება მისი 56 წლის ცოლი სილია ფლორესი. მას ვენესუელაში „თოჯინების მმართველს“ უწოდებენ, რადგან მისი სიტყვა მადუროსთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.
08 თებერვალი 2019, 22:08
პოლიტიკა
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღიარებს
„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან“, - ამის შესახებ აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
08 თებერვალი 2019, 21:28
სამართალი
მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კასპის სამმართველოს თანამშრომლებმა 60 წლის რ.ბ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მისი სამიზნე ობიექტი მცირეწლოვანი მეზობელი იყო და ბავშვთან გარყვნილი ქმედება საკუთარ სახლში ჩაიდინა.
08 თებერვალი 2019, 21:27
ტექნოლოგიები
ნიგოზი აბედნიერებს, მაგრამ მხოლოდ კაცებს
„თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ ნიგოზს, ხასიათი გამოგიკეთდებათ და სტრესების მიმართ უფრო მდგრადი გახდებით“ - ეს აღმოჩენა ამერიკელ მეცნიერებს ეკუთვნით. კვლევამ აჩვენა, რომ ნიგვზის რეგულარულად მიღების შემდეგ, კაცების 28%-ს ხასიათი გამოუკეთდა.
08 თებერვალი 2019, 21:16
სამართალი
სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა
„ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს, მოვინახულე თავდადებული სამხედროები ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე, ავღანეთში. ერთად გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
08 თებერვალი 2019, 21:06
კულტურა
თენგიზ მირზაშვილის იუბილეს მისი პოლიტიკური პლაკატების გამოფენით აღნიშნავენ
თენგიზ მირზაშვილის აქამდე უცნობი პოლიტიკური პლაკატები გალერეა „ვერნისაჟში“ გამოიფინება. დამთვალიერებელს პირველად ექნება შესაძლებლობა „ჩუბჩიკას“ მიერ 90-იან წლებში შექმნილი განსხვავებული სტილის ნამუშევრები იხილოს.
08 თებერვალი 2019, 20:56
პოლიტიკა
ბელგიური მედია: ანტვერპენში ბანკის ძარცვის საქმეზე ქართველი ბრალდებულის მამაც დააკავეს
ანტვერპენის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბანკის ძარცვაში სხვა ეჭვმიტანილებს. ამის შესახებ ბელგიური მედია წერს. მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს ეთნიკურად ქართველის მამა და მეგობარიც.
08 თებერვალი 2019, 20:46
ტაბლოიდი
კურშეველში სამგზავრო თვითმფრინავი თოვლის გროვაში შევარდა. ვიდეო
სამთო სათხილამურო კურორტ კურშეველში სამგზავრო თვითმფრინავი თოვლის გორაკს შეეჯახა. ინციდენტი დღეს, 8 თებერვალს მოხდა. ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ლაინერი დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, გააქვს ბარიერი და ცხვირით ერჭობა თოვლის გროვაში.
08 თებერვალი 2019, 20:44
კულტურა
თურქეთში ისტორიულ ქალაქს ჰესის მშენებლობის გამო წყალი დაფარავს
თურქეთის აღმოსავლეთით, ისტორიული ქალაქი ჰასანკეიფი მალე წყლით სრულად დაიფარება. ამის მიზეზია ახალი ელექტროსადგურისთვის დამბის მშენებლობა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი ჰესი ქვეყანას ელექტროენერგიით და სახნავ-სათეს სავარგულებს წყლით უზრუნველყოფს.
08 თებერვალი 2019, 20:25
მსოფლიო
მერკელი მაკრონთან უთანხმოებას უარყოფს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საფრანგეთი მეგობრულ და სტაბილურ ქვეყნებად რჩებიან იმის მიუხედავად, რომ მაკრონი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ჩავიდა.
08 თებერვალი 2019, 20:20
პოლიტიკა
ერგნეთში სამუშაო შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა
ერგნეთში სამუშაო შეხვედრაზე 12 განსახილველ საკითხს შორის მთავარი თემები არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა, დავით ბაშარულის საქმე და საოკუპაციო ძალების მხრიდან სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა იყო.
08 თებერვალი 2019, 20:12
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტობისთვის 44 კანდიდატი იბრძოლებს
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებიდან 40 მამაკაცი და ოთხი ქალია. პრეზიდენტის თანამდებობაზე რადას 16 დეპუტატიც იყრის კენჭს.კანდიდატებს შორის არიან უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკო, ყოფილი პრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის „რადიკალური პარტიის“ თავმჯდომარე ოლეგ ლიაშკო.
08 თებერვალი 2019, 20:09
პოლიტიკა
სააკაშვილმა აჭარაში მოდელირებული მთავრობა Skype-ით დააკომპლექტა
ყოფილ პრეზიდენტს ახალი გატაცება აქვს. ბელგიის ქალაქ ლიეჟში უკვე მიემგზავრებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, სადაც კვირას მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის მოწყობას გეგმავს ემიგრანტებთან. თუმცა როგორც ჩანს, იქ ბევრი იქნება საქართველოდან ჩასულიც.
08 თებერვალი 2019, 20:02
ტექნოლოგიები
რატომ მოქმედებს ერთი და იგივე წამალი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად
მართალია, წამლების დანიშნულება დაავადებების მკურნალობა და შესაბამისად ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, მაგრამ მათი მიღება შეიძლება გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდეს, რადგან ერთი და იგივე პრეპარატზე ადამიანები შეიძლება სხვადასხვაგვარად რეგირებდნენ.
08 თებერვალი 2019, 19:58
ტექნოლოგიები
IGTV-ის ვიდეოების ყურებას Instagram-ის მთავარ გვერდზე შეძლებთ
IGTV-ის ხანგრძლივი ვიდეოების ანონსების Instagram-ის მთავარ კედელზე დამატების მიზეზი დიდი ალბათობით სერვისის ნაკლები პოპულარობაა. ამ გზით Facebook-ის კუთვნილი Instagram-ი IGTV-ზე მეტი მომხმარებელს გადაყვანას ცდილობს. Instagram-მა IGTV-ი 2018 წლის ივნისში აამოქმედა.
08 თებერვალი 2019, 19:25
პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალ წევრს ეძებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 1 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა. ბორდის წევრმა, ზაზა შათირიშვილმა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 24 დეკემბერს მიმართა.
08 თებერვალი 2019, 19:20
სამართალი
საქალაქო სასამართლომ 81 წლის ექიმბაში თაღლითობაში დამნაშავედ ცნო
ბრალდებული ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტის მშობლებს დაჰპირდა, რომ სამი თვის განმავლობაში მას ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს და მდგომარეობას გააუმჯობესებდა. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისთვის კი პაციენტის მშობლებს უნდა გადაეხადათ 420 ლარი.
08 თებერვალი 2019, 19:13
კულტურა
2020 წელს მოდის სამყაროში მთავარი ფერი ლურჯი იქნება
ამერიკის ფერის ინსტიტუტის pantone-ის ვიცე პრეზიდენტმა ლორი პრესმანმა განაცხადა, რომ 2020 წელს მოდის სამყაროში მთავარი ფერი ლურჯი იქნება. ლორი პრესმანის თქმით, დიზაინერების შთაგონების წყაროდ მაინც დარჩება თეთრი,შავი და ყავისფერი თუმცა უპირატესობა ლურჯს მიენიჭება. pantone წლის მთავარ ფერს 2000 წლიდან ირჩევს
08 თებერვალი 2019, 18:51
ტაბლოიდი
მიჩიგანის შტატში ამერიკელმა „ყინულის“ ვაშლები იპოვა
შემთხვევა ოთხშაბათს საღამოს, "ფრუტ რიჯის" რეგიონში მოხდა. ხის ჭრის პროცესში შუშის ფაქტურის მქონე რამდენიმე ვაშლი მიწაზე დავარდა და დაიმსხვრა. ამერიკელის თქმით ფოტოს გადაღება მან იდეალური ტემპერატურის დამსახურებით შეძლო. მანვე აღნიშნა, რომ "ჯონაგოლდის" ჯიშის ვაშლი მას ძალიან უყვარს.
08 თებერვალი 2019, 18:44
სპორტი
ქალ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
გორგოძემ მატჩი ოზგენთან (7:6; 6:3) დათმო, ხოლო ბოლქვაძე კი ბიუკაკჩაისთან დამარცხდა (6:4; 6:1).საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა და მარიამ ბოლქვაძე არიან. ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.
08 თებერვალი 2019, 18:34
ეკონომიკა
სუნელები და სანელებლები ზუგდიდის ქუჩებში აღარ გაიყიდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის პროცესს სპეციალური წესი დაარეგულირებს, რომელიც პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს. ამ დადგენილებაში განსაკუთრებული აქცენტი სუნელებითა და სანელებლებით გარევაჭრობის აკრძალვაზე კეთდება.
08 თებერვალი 2019, 18:26
მსოფლიო
მერკელს არ მიაჩნია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია
""ისლამური სახელმწიფო" საბედნიეროდ გაძევებულია მის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან, თუმცა ეს სამწუხაროდ არ ნიშნავს იმას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გაქრა. ის გადაიქცევა ასიმეტრიულ სამხედრო ძალად. და ეს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საფრთხეს. სირიაში მშვიდობის დამყარებამდე დიდი გზაა დარჩენილი,“ - აღნიშნა მერკელმა.
08 თებერვალი 2019, 18:25
მსოფლიო
თურქულმა ფირმამ ვენესულიდან 900 მილიონი დოლარის ოქრო გაიტანა
თურქულმა ფირმამ სახელწოდებით Sardes-მა ვენესუელიდან თურქეთში 900 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. კომპანია შეიქმნა 2017 წელს, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ანკარაში, თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯიბ ტაიფ ერდოღანთან ჩავიდა.
08 თებერვალი 2019, 18:09
კულტურა
ბრიტანელი მსახიობი ალბერტ ფინი გარდაიცვალა
ბრიტანელი მსახიობი ოსკარზე ხუთჯერ იყო წარდგენილი, თუმცა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ვერცერთხელ გახდა. ალბერტ ფინი ისეთ ცნობილ კინოსურათებში მონაწილეობს, როგორებიცაა ოუშენის თორმეტი მეგობარი (Ocean's Twelve), კარგი წელი (A Goog Year) და სკაიფოლი (Skyfall).
08 თებერვალი 2019, 17:55
მსოფლიო
UNICEF: მსოფლიოში ყოველი მეხუთე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-ს და UNICEF-ის ახალი მონაცემებით, მსოფლიო კრიზისის შემდეგ ბავშვთა სიღარიბე გაზრდილია. მსოფლიოში სოციალურად დაცული მხოლოდ ბავშვების 35%-ია. სოციალური მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები კი მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,1%-ია.


