არქივი

08 ივლისი 2018, 23:57

მსოფლიო

თურქეთში სარკინიგზო ავარიას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 კი დაშავდა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარ სარკინიგზო ავარიას ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 კი დაშავდა. დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენებით განხორციელდა.

ხარაგაულის ამფითეატრი

08 ივლისი 2018, 23:46

პოლიტიკა

ხარაგაულის ამფითეატრი, რომლის რეაბილიტაციაზეც 449 999 ლარი დაიხარჯა, ინგრევა

2016 წელს ხარაგაულში ამფითეატრი გაიხსნა, რომლის რეაბილიტაციაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 449 999 ლარი დაიხარჯა. „ღია ესტრადა“ 2015 წლის 17 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა, დღეს უკვე პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა.

08 ივლისი 2018, 23:22

მსოფლიო

მექსიკაში ბარებზე თავდასხმებს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ მონტერეიში ბარებზე თავდასხმებს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. თითქმის ყველა შემთხვევა ერთდროულად მოხდა. პარალელურად, ტამაულიპასის შტატში ადგილობრივი ციხის დირექტორი მოკლეს.

გია ყანჩელი

08 ივლისი 2018, 22:47

პოლიტიკა

გია ყანჩელს სახელმწიფო ჰიმნის შეცვლა სურს

კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის. ამის შესახებ მან ღია წერილი გამოაქვეყნა. ყანჩელი ფიქრობს, რომ საქართველოს ჰიმნი აკომპანიმენტის გარეშე ადვილი შესასრულებელი უნდა იყოს.

08 ივლისი 2018, 22:46

კულტურა

რას ჰყვებიან ქართველი მოდელები დემნა გვასალიას ჩვენებაზე

მოდის ენაზე ნაამბობი ოკუპაცია და 90-იანი წლების ტერორი, რომელიც პოდიუმზე შეიჭრა. დემნა გვასალიამ მედია და მოდის კრიტიკოსები კიდევ ერთხელ აალაპარაკა. გვასალიამ თავისი ჩვენებისთვის მოდელების ნაწილი საქართველოდან ჩაიყვანა. ისინი „იმედის კვირამ“ ჩაწერა.

08 ივლისი 2018, 22:39

ტექნოლოგიები

როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ინფექციებისაგან

ზაფხულობით ბავშვები ხშირად ავადდებიან ინფექციური ვირუსებით. ლაპარაკია ძირითადად ინფექციებზე, რომლებსაც იწვევს ზოგიერთი ენტეროვირუსი (მაგალითად, კოკსაკის ვირუსი, ექოვირუსი, და თავად ენტეროვირუსი) და ადენოვირუსი. ასეთი დაავადებები წელიწადის სხვა დროსაც გვხვდება, მაგრამ იშვიათად.

ჯუზეპინა პროეტო

08 ივლისი 2018, 22:38

ტაბლოიდი

ევროპის უხუცესი ქალი გარდაიცვალა

ევროპის უხუცესი ქალი ჯუზეპინა პროეტო გარდაიცვალა. ის 116 წლის იყო. ქალი ფლორენციასთან ახლოს ცხოვრობდა. ის 1902 წელს ქალაქ ლა-მადალენაში დაიბადა.

ნაპოვნი ქანდაკება

08 ივლისი 2018, 22:22

კულტურა

ჯოსერის პირამიდაში ოსირისის ქანდაკება აღმოაჩინეს

ოსირისი ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღმერთი იყო. ქანდაკების აღმოჩენამ სპეციალისტებში დაბადა კითხვა, თუ რატომ იყო ოსირისის ქანდაკება პირამიდაში, რის შესახებაც მათ პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

ხმაურის საზომი
მოწყობილობა

08 ივლისი 2018, 22:04

პოლიტიკა

ხმაურის გამზომი მოწყობილობა კახეთის არცერთ თვითმმართველობას არ აქვს

კახეთში მდებარე რვა მუნიციპალიტეტიდან ხმაურის გამზომი მოწყობილობა ჯერჯერობით არცერთ არ აქვს. ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწყობილობის გადაცემის მოთხოვნით უკვე მიმართა.

ზაზა ფაჩულია

08 ივლისი 2018, 21:50

სპორტი

მედია: ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონსში“ გადავიდა

„გოლდენ სტეიტის“ ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონსში“ გადავიდა. გავრცელებული ცნობით, ფაჩულიამ ამერიკულ საკალათბურთო კლუბთან 2,4 მილიონი დოლარის ღირებულების 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შემთხვევის ადგილი

08 ივლისი 2018, 21:45

მსოფლიო

თურქეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში სამგზავრო მატარებელი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შედეგად წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა.

08 ივლისი 2018, 21:33

მსოფლიო

ირანელი გოგო ვიდეოში ცეკვის გამო დააკავეს

ირანში ახალგაზრდა ქალი დააკავეს, ამის მიზეზი კი Instagram-ზე მის მიერ ატვირთული ვიდეო იყო, რომელზეც ის ცეკვავს. მას ამ გვერდზე 40,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ირანულმა ტელევიზიამ მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ამბობს, რომ მბობს, რომ მორალური ნორმები დაარღვია.

08 ივლისი 2018, 21:22

მსოფლიო

ერაყის პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა

ერაყის პოლიციამ ათობით ბასრას პოლიციაში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. ათობით ადამიანი არასაკმარის სამუშაო ადგილებს, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს აპროტესტებდა.

თბილისი

08 ივლისი 2018, 21:14

ტექნოლოგიები

ქართველმა დეველოპერებმა პარკინგის ადგილის მოძიების პროგრამა შექმნეს

ქართველმა პროგრამისტებმა შექმნეს პროგრამა, რომლითაც თავისუფალი პარკინგის ადგილის მოძიებაა შესაძლებელი. პროგრამას Papp – BTU-ი ჰქვია. ეს არის სისტემა, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს აპლიკაციის მეშვეობით იპოვოს თავისუფალი პარკინგი.

ლუის ინასიუ ლულა

08 ივლისი 2018, 20:46

მსოფლიო

სასამართლომ ბრაზილიის ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ბრაზილიაში, ქალაქ პორტუ-ალეგრის სასამართლომ ბრაზილიის ექსპრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვა პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ლულუ სასჯელს კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით მაისიდან იხდის.

დომაგოი ვიდა

08 ივლისი 2018, 20:37

სპორტი

FIFA-მ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს არასპორტული ქცევისთვის გაფრთხილება მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს დომაგოი ვიდას არასპორტული ქცევისთვის გაფრთხილება მისცა. გაფრთხილების მიზეზი რუსეთთან მატჩის შემდეგ ჩაწერილი ვიდეო გახდა, სადაც ხორვატი ფეხბურთელი „დიდება უკრაინას“ ამბობს.

სტიქია იაპონიაში

08 ივლისი 2018, 20:20

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

იაპონიაში უამინდობის გამო დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 88 ადამიანი ემსხვერპლა, 58 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ყველაზე მეტი დაღუპული ჰიროშიმას პრეფექტურაშია.

კობა გაბუნია

08 ივლისი 2018, 20:15

პოლიტიკა

ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობას რამდენიმე დღე დასჭირდება

გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კობა გაბუნიას განცხადებით, ჭუბერში დროებითი ხიდის დამონტაჟებას 3-4 დღე დასჭირდება. თავდაცვის სამინისტრომ ჭუბერში პანელური სამხედრო ხიდი ცოტა ხნის წინ ჩაიტანა.

მამუკა მდინარაძე

08 ივლისი 2018, 20:07

პოლიტიკა

მდინარაძე: ოპოზიცია ისე აკრიტიკებს მინისტრობის კანდიდატებს, რომ არც იციან ვინ არიან

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის 11-წევრიანი შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება. მამუკა მდინარაძე ოპოზიციას ტენდენციურობის გამო აკრიტიკებს.

სამაშველო ოპერაცია

08 ივლისი 2018, 19:57

მსოფლიო

გამოქვაბულიდან ბავშვების გამოსაყვანი ოპერაცია 10 საათით შეჩერდა

როგორც ოპერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, ბავშვების გამოსაყვნად მაშველები მუშაობას დაახლოებით 10 საათში განაახლებენ, ამის მიზეზი ჟანგბადის შემცირებაა. ამ დროისთვის, გამოქვაბულიდან 12 მოზარდიდან 6 ბავშვი უკვე გამოიყვანეს.

რაიან და ლორა სმიტები

08 ივლისი 2018, 19:54

სამართალი

გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს

გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც Kvirispalitra წერს, საქმე უბედურ შემთხვევასთან კი არა, მკვლელობასთან გვაქვს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც კი დააკავეს.

კლაუდია ნოიმანი

08 ივლისი 2018, 19:40

ტაბლოიდი

გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირველმა ქალმა კომენტატორმა მაყურებელი გააღიზიანა

2016 წელს ნოიმანს გერმანულ მაუწყებელზე ევროპის ჩემპიონატის მატჩები მიჰყავდა, რამაც სოციალურ ქსელებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. 2018 წლის ტურნირმა ასევე აჩვენა, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კომენტატორ ქალს შეეგუოს.

გიორგი მარგველაშვილი

08 ივლისი 2018, 19:38

პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

ანკარის აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დახვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში სხვავასხვა ქვეყნის 20 პრეზიდენტთან, 10 პრემიერმინისტრთან და 5 პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრებიან.

შემთხვევის ადგილი

08 ივლისი 2018, 19:24

სამართალი

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ორსართულიან სახლში ხანძარი ჩააქრეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზეორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სხვენს ეკიდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი. ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

08 ივლისი 2018, 19:08

მსოფლიო

ნიკარაგუის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ არჩევნების გადადებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. არჩევნების გადადება ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე ოპოზიციამ მოითხოვა. „ჩვენ გვექნება დრო არჩევნებისთვის, ყველაფერს თავისი დრო აქვს“, - განაცხადა ორტეგამ.

სამაშველო ოპერაცია გამოქვაბულში

08 ივლისი 2018, 19:08

მსოფლიო

ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაციის პირველი ფოტო-ვიდეო კადრები

ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 12 ბავშვიდან 6 უკვე გამოიყვანეს. სოციალურ ქსელში სამაშველო ოპერაციის პირველი ფოტო-ვიდეოკადრები ვრცელდება.

დევიდ ვესტი
ზაზა ფაჩულია

08 ივლისი 2018, 18:59

სპორტი

Golden State Warriors-მა ზაზა ფაჩულიას შესაძლოა კონტრაქტი გაუგრძელოს

ჯერ უცნობია როდის გააკეთებს Golden State Warriors-ი არჩევანს ფაჩულიასა და ვესტს შორის. ორივე კალათბურთელი ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია. NBA-ს მოქმედ ჩემპიონთა რიგებში ამჟამად 13 კალათბურთელი ირიცხება. დადგენილი წესების თანახმად კი გუნდის რიგებში 14 სპორტსმენი უნდა იყოს.

08 ივლისი 2018, 18:47

კულტურა

სოფელი იაპონიაში, სადაც 27 ადამიანი და 200-მდე ფიტული ცხოვრობს

იაპონიის ოთხი ძირითადი კუნძულიდან ყველაზე პატარა - სიკოკუ ტურისტებისთვის არც თუ ისე მიმზიდველი ადგილია და მის მოსანახულებლად ადამიანები ხშირად არ ჩადიან, თუმცა BBC Travel-მა კუნძულის სიღრმეში არსებული ამბების შესახებ გადაწყვიტა სტატიის მომზადება

08 ივლისი 2018, 18:34

სპორტი

ცნობილია ვის დაუპირისპირდებიან ფედერერი, ნადალი და უილიამსი ხვალ უიმბლდონზე

ფედერერი ადრიან მანარიოს დაუპირისპირდება. ნადალს კი მეტოქეობას ჩეხი ირჟი ვესელი გაუწევს. 7-გზის გამარჯვებული სერენა უილიმსი კი რუს ევგენია როდინას შეებრძოლება. მიუხედავად იმისა გაიმარჯვებს თუ არა ნადალი, ჩოგბურთელი ATP-ის კლასიფიკაციაში ლიდერობას კვლავ შეინარჩუნებს.

პარლამენტი

08 ივლისი 2018, 18:27

პოლიტიკა

პარლამენტმა ჭუბერში სამხედრო ძალების გამოყენებას მხარი ერთხმად დაუჭირა

91 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი: პარლამენტმა ჭუბერში, სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებას მხარი დაუჭირა. საკითხზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ მაჭარაძე იყო.