imedi /  20 აპრილი 2017, 22:45 / სანდო წყარო

ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ხაბელაშვილი დედა-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

გიორგი ხაბელაშვილი სასამართლო პროცესზე

ნაფიცმა მსაჯულებმა ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი დამნაშავედ ცნეს. 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილების მისაღებად 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

მოსამართლე ხაბელაშვილს სასჯელს ხვალ, 15 საათზე გამოუტანს. მას თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, ან უვადოდ ემუქრება. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი პირველ ოთხ საათში ერთხმად  ვერ გამოიტანეს და დამატებითი რვა საათის უფლებით ისარგებლეს. ვერდიქტის გამოსატანად საჭიროა, რომ თორმეტივე ნაფიცი მსაჯული ერთ პოზიციაზე  იყოს. 

ბრალდება ხაბელაშვილს 2016 წლის 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძის და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებს.

ნონა რომანაძე და მისი 3 წლის შვილი მარიამ მამფორია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში საკუთარ სახლში მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი სახლში ხანძარი გააჩინეს. ხაბელაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა.

მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავდნენ.

კომენტარები ()