imedi /  13 ივლისი 2019, 18:33 / სანდო წყარო

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ხატია დეკანოიძეც გამოკითხეს

ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე გამოძიების კითხვებს მან მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

მისი დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიმართა, რაც ხატია დეკანოიძემ უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

როგორც მან გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საქმე ვერ ადასტურებს ვერც ერთი ოპოზიციური ლიდერის ბრალეულობას, ხოლო განვითარებულ მოვლენებს პასუხისმგებლობას ხელისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ვერ გაექცევიან. მან ასევე მოითხოვა, რომ გამოკითხვის სხდომა საჯარო ყოფილიყო.

„კითხვები შეეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას - სად ვიყავი, მივმართე თუ არა სიტყვით დემონსტრანტებს. ამაზე ვუპასუხე, რომ გამოვედი სიტყვით აქციაზე, ვიყავი საქართველოს მოქალაქეების გვერდით. რაც შეეხება ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას, რომ იქ ჩვენ ვთათბირობდით, ეს იყო ადამიანების შეკრება, არა მარტო პოლიტიკოსების, იქ იყვნენ ჩემთვის უცნობი ადამიანებიც, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავდნენ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

პროკურორის შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ფაქტებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა საგამოძიებო უწყება ყველა საჭირო ღონისძიებას ჩაატარებს.

დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა გუბაზ სანიკიძეც. ძალოვან უწყებას ამავე საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული ჰყავს ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ოქრუაშვილი და ირაკლი ღლონტიც.

საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს, რის გამოც გამოძიება ორი, 225-ე და 315 მუხლებით მიმდინარეობს. რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ამბოხებას, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე უარის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალოვან უწყებას უკვე აცნობეს. 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2019, 15:43

საქართველო

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია დაგმეს

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია და რუსული პროპაგანდა დაგმეს.

16 ივლისი 2019, 15:37

საქართველო

შსს-მ სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზა

სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

16 ივლისი 2019, 15:27

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ განაშენიანების პროექტზე საქმის წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

გადაწყვეტილებას საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და მოქალაქეთა ჯგუფისგან ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ მართველი გუნდი რეგლამენტის დარღვევაშიც დაადანაშაულა და პროტესტი მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატა.

16 ივლისი 2019, 15:14

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia 🇬🇪 მიმართულება მეოთხე - სვანეთი🚩

ზაზა კოშკაძე

16 ივლისი 2019, 15:12

კულტურა

ბოიკოტის გამო მწერალ ზაზა კოშკაძეს ფესტივალზე გასამგაზვრებელ თანხას კოლეგები უგროვებენ

World Science Fiction Convention-ზე ზაზა კოშკაძის მონაწილეობა ჯერ კიდევ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის არსებობის დროს, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რის შესახებაც როგორც ზაზა კოშკაძეს ისე ფესტივალის ორგანიზატორებს ოფიციალურად ეცნობათ.

16 ივლისი 2019, 15:10

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia მიმართულება მესამე 🇬🇪 - იმერეთი 🚩

არიანა გრანდე

16 ივლისი 2019, 15:02

ტაბლოიდი

არიანა გრანდე Givenchy-ის 2019 წლის ახალი კოლექციის სახეა

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი არიანა გრანდე Givenchy-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარადგენს. ეს არის პირველი ერთობლივი კამპანია-Arivenchy, რომლის შთამბეჭდავი ფოტოსესია კრეიგ მაკდინმა გადაიღო და შავ-თეთრი ფოტო მასალა პოპ-ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა.

ნაჯიბ რეზაკი

16 ივლისი 2019, 14:51

მსოფლიო

მალაიზიის ყოფილი პრემიერის საკრედიტო ბარათიდან საიუველირო ნივთებზე ერთ დღეში $800 000 დაიხარჯა

მალაიზიის ყოფილი პრემიერმინისტრის ნაჯიბ რეზაკის საკრედიტო ბარათიდან იტალიაში საიუველირო ნივთების შესაძენად, დღეში $800,000-ზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა.

16 ივლისი 2019, 14:41

მსოფლიო

ბულგარეთში ჰაკერებმა მილიონობით ადამიანის მონაცემები მოიპარეს

მინისტრის თქმით, ჰაკერების ხელში 5 მილიონზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის პირადი მონაცემები აღმოჩნდა. როგორც მარინოვმა განმარტა, მოპარული მონაცემები მათ ადგილობრივ მედიასაშუალებებს რუსულ სერვერზე დარეგისტრირებულები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს.

16 ივლისი 2019, 14:30

თემა

როდის და რატომ ისწავლა ადამიანმა ტირილი?

ძლიერ ემოციას ადამიანი ხშირად ტირილის გარეშე ვერ უმკლავდება. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, საკუთარი ცრემლები უცხო თვალს მოარიდოს. ერთი შეხედვით, ტირილში უცნაური არაფერია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. საინტერესოა, რატომ ვღვრით ცრემლებს? კაცები მართლა უფრო ნაკლებად ტირიან, ვიდრე ქალები? ადამიანის გარდა სხვა სულიერი არსებებიც ტირიან?

მერაბ წკრიალაშვილი

16 ივლისი 2019, 14:05

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატის განმარტებით დუმილის უფლება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ჯერ საქმის მასალები არ მიუღია, რადგან მისი დაცვის ქვეს მყოფისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ფლოიდ ნაიმორდ ქოვი

16 ივლისი 2019, 14:02

ტაბლოიდი

ვიეტნამის ომის 78 წლის ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო

ქოვის ვიეტნამის ომში იქამდე მოუწია წასვლა, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა. ამის გამო კი დიპლომის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთხელ ქოვიმ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს იმის შესახებ უამბო, რომ დედამისი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ მას სკოლა დამთავრებული არ ჰქონდა.

16 ივლისი 2019, 13:56

მსოფლიო

მუმბაიში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში კი 40-მდე ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობა დაახლოებით ასი წლის წინ აშენდა. კორპუსში 15 ოჯახი ცხოვრობდა.

16 ივლისი 2019, 13:25

თემა

ვინ არის ინტერნეტის „მრევლი“ და რა კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მე-8 საუკუნის ბაღდადში ან მედიჩის ფლორენციაში. ამ დროს და ამ ადგილებში რელიგია იყო ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ და ეს იყო ნებისმიერი სოციალური კავშირის საფუძველი. ანტიკური ქალაქები საერთო სალოცავების - ეკლესიების ან მეჩეთების ირგვლივ შენდებოდა,სკოლებში კი ძირითადად რელიგია ისწავლებოდა. ასეთი ადგილები ქმნიდნენ სოციალურ კაპიტალს და უზრუნველყოფდნენ ორმხრივს ნდობას ადამიანებს შორის, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა. დღეს ამ როლს ინტერნეტი ასრულებს, რომელიც ყველგანაა და ხელმისაწვდომიa სმარტფონების მეშვეობითაც. მეცნიერული და აკადემიური აზროვნების განვითარებამ რელიგია ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ინტერნეტის სახით მას დღეს უკვე ძლიერი მეტოქე ჰყავს.

16 ივლისი 2019, 13:13

საქართველო

მერია ახალგაზრდულ ბანაკებსა და ლაშქრობებს მოაწყობს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

ვიორიკა დენჩილე

16 ივლისი 2019, 13:08

მსოფლიო

რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვიორიკა დენჩილეს განმარტებით, ორივე პოლიტიკოსს მოსახლეობაში „ცუდი იმიჯი“ ჰქონდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ორივე ექსმინისტრი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, თავად პრემიერი კი „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“.

16 ივლისი 2019, 12:59

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტის ჩავარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

16 ივლისი 2019, 12:56

ძალოვნები

ასპინძაში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

16 ივლისი 2019, 12:35

ეკონომიკა

საათნახევრის განმავლობაში მეორედ უფასოდ მგზავრობა მიკროავტობუსითაც იქნება შესაძლებელი

„ბილეთს რაც შეეხება, ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში, ის მეტროში აღარ იხდის. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას"- განაცხადა ხმალაძემ.

საფა და მარვა ულაჰები

16 ივლისი 2019, 12:29

ტაბლოიდი

თავებით გადამბული სიამის ტყუპი 50-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ტყუპი დის განცალკევებისთვის ექიმების ჯგუფმა გოგონების ანატომიის ვიზუალიზაციისთვის ვირტუალური რეალობა გამოიყენა. 3D პრინტერით კი სავარჯიშოდ განკუთვნილი თავის სტრუქტურის მოდელები შექმნეს. ოპერაციის დროს ექიმებმა ჯერ სისხლძარღვები განაცალკევეს, ბოლოს კი ბავშვების ძვლის გამოყენებით თავის ქალა შეკრეს.