imedi /  01 ნოემბერი 2019, 19:59 / სანდო წყარო

პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა და ახალი ბრალის დადგენილებას გაეცნო.  

 როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, გვარამიას დამატებით ბრალი ედება ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, გამორჩენის მიღების მიზნით. 

„როგორც საზოგადოებისთ ვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;  

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია დადგენილება, რომლითაც ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის თებერვალში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი ,,Porche Macan S”, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ზ.გ-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ. ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით. 

შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად. 

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს - შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა  რუსთავი 2-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას. 
ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი - ,,Porche Macan S”, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ნიკა  გვარამიას, ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  წარედგინა"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ 9 სექტემბერს გადაიხადა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

ყველა სიახლე

19 ნოემბერი 2019, 01:15

საქართველო

IRI-მ ქართველი პოლიტიკოსების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა: დადებითი 57%, უარყოფითი 36%, , არ ვიცი 7%. მეორე ადგილზე თბილისი მერი კახა კალაძეა: დადებითი 49%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 7%. მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს.

არჩევნები

19 ნოემბერი 2019, 00:48

საქართველო

IRI: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23% მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ - 15%

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. სხვა პარტიები - 4%. არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს 32 %-ს.

19 ნოემბერი 2019, 00:39

საქართველო

IRI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კერძოდ, 39% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა.

გია ცეცაძე

19 ნოემბერი 2019, 00:19

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა გაძევების გამო მსაჯისკენ გადააფურთხა

ვითარების განმუხტვის შემდეგ არბიტრმა ერთ-ერთ სლოვაკ მწვრთნელსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ცეცაძემ მსაჯისკენ გადააფურთხა და ამის გამო სავარაუდოდ სერიოზული სასჯელი ელოდება.

18 ნოემბერი 2019, 23:49

ძალოვნები

ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 37 ადამიანია დაკავებული

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

18 ნოემბერი 2019, 23:37

საქართველო

IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოქვეყნა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებიც განსაზღვრა. კერძოდ, „საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას“.

ხანძარი მესტია

18 ნოემბერი 2019, 23:35

ძალოვნები

სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძარს 45-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

აქცია

18 ნოემბერი 2019, 23:25

საქართველო

პარლამენტთან აქცია ხვალ განახლდება

ამასთან, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია განახლდება, მანამდე კი აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.

აშშ ციხე

18 ნოემბერი 2019, 23:09

მსოფლიო

ამერიკელმა 12 წელი ციხეში გაატარა დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია

2007 წელს მარტინესის სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულების აზრი მის დამნაშავეობაზე ორად გაიყო. პროკურატურამ მეორე სასამართლო პროცესი მოითხოვა, რომლის შედეგებითაც მარტინესი დამნაშავედ ცნეს. მიუხედავად იმისა, რომ 5 ძარცვიდან 2-ის შემთხვევაში კაცი სამსახურში იყო.

აქცია რუსთაველზე

18 ნოემბერი 2019, 22:25

საქართველო

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებს Twitter-ზე ავრცელებენ. კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ვითარების პროგნოზირება რთულია. Heritage Foundation-ის მკვლევარი დემოკრატიის განვითარების რთულ პროცესზე ამახვილებს ყურადღებას.

ბრაზილია ფეხბურთი

18 ნოემბერი 2019, 22:21

სპორტი

მსოფლიოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატში ბრაზილიამ გაიმარჯვა

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი გაბრიელ ვერონი დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი კი ჰოლანდიელმა სიონტე ჰანსენმა მიიღო. ბრაზილიის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო და რეკორდსმენს, ნიგერიის გუნდს ერთი ტიტულით ჩამორჩება.

პრინცი ენდრიუ

18 ნოემბერი 2019, 22:12

მსოფლიო

პრინც ენდრიუს ინტერვიუს ექსპერტებმა და პრესამ კატასტროფა უწოდეს

ინტერვიუ მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მისი გამოქვეყნების შემდეგ ექსპერტებმა და პრესამ, მათ შორის თავად BBC-ის თანამშრომლებმა, ის პრინცის და სამეფო ოჯახის იმიჯისთვის კატასტროფად შეაფასეს. დაიწერა, რომ ინტერვიუ პრინცის სახელის და რეპუტაციის გადარჩენის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ის ჩავარდა.

18 ნოემბერი 2019, 22:10

ეკონომიკა

„ფრესკოს“ ყველა სუპერმარკეტი პროტესტის ნიშნად 1 დღით დაიხურება

„ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას“- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ სროლა

18 ნოემბერი 2019, 21:29

მსოფლიო

აშშ-ში Walmart-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკლაჰომას შტატში სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ში სროლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, შავებში ჩაცმული თავდამსხმელი თავადაც დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ზურაბ ჯაფარიძე

18 ნოემბერი 2019, 21:12

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ამავე სამმართველოში პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 16 დაკავებული პირია გადაყვანილი, მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

18 ნოემბერი 2019, 20:43

საქართველო

საავადმყოფოებში 6 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის 2 პოლიციელია

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში 6 პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის 2 პოლიციელია. ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

მდინარაძე და კალაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ

ოპოზიცია გაწბილებულია, რომ დღევანდელი ღონისძიება გართულების, დაზიანების გარეშე დასრულდა, ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. „მთავარი ამბავია, რომ დიდი მოთმინებით შეხვდნენ საქმეს, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის უფლებას“.

Mustang Mach-E

18 ნოემბერი 2019, 20:23

ტექნოლოგიები

Ford-მა ელექტრომობილი Mustang Mach-E წარადგინა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა ელექტრომობოლი Mustang Mach-E წარადგინა. ავტომობილი 5 კომლექტაციაში წარადგინეს. ის საათი 100 კილომეტრს ავითარებს. მას შეუძლია 600-მდე კილომეტრი დამუხტვის გარეშე გაიაროს. ბატერეის დამუხტვა 80%-მდე 38 წუთშია შესაძლებელი.

კაილი ჯენერი

18 ნოემბერი 2019, 20:20

ეკონომიკა

Coty კაილი ჯენერის კოსმეტიკური კომპანიის ნახევარს $600 მილიონად იყიდის

2019 წლის მარტში Forbes-მა კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, შეაფასა რა მისი ქონება იმ მომენტისთვის 1 მილიარდ დოლარად. Forbes-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანების რეიტინგში, კაილი ჯენერმა მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტია).

ბათუმი, აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

18 ნოემბერი 2019, 20:00

საქართველო

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე კარვები გაშალეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.