პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ 2 ადამიანი დააკავა
ფოტო: სოფო ბერიძე
პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ 2 ადამიანი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
„დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
ეს პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.
კინოთეატრ „ამირანთან“ სამართალდამცველებთან ერთად სპეცრაზმიცაა მობილიზებული. ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ და სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილები.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.
ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს იმართება.
ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 16:44
პოლიტიკა
იურაი ბლანარი ბოჭორიშვილს: თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 16:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: „ნაცები“ ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც ძალადობსო - განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც და ისინიც, ვინც „ქართული ოცნების“ დროს უფლებამოსილებას გადაამეტა
"ნაცები" ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც - რა განსხვავებააო? განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ისინიც, ვინც "ქართული ოცნების" დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
27 მაისი 2026, 16:34
მსოფლიო
Business Insider: დასავლური კომპანიები რიგში დგებიან, რათა საკუთარი იარაღი უკრაინაში გამოსცადონ
სულ უფრო მეტი დასავლური კომპანია ცდილობს საკუთარი იარაღი და სამხედრო ტექნოლოგიები უკრაინაში გამოცადოს. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:31
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ვიზიტორებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჩინელი მოგზაურები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ავთენტიკურ გამოცდილებაზე, საქართველო კი სწორედ ის ადგილია, სადაც შეუძლიათ, იპოვონ ეს გამოცდილება - გასტრონომიის, უძველესი კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის თვალსაზრისით.
27 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს
საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
27 მაისი 2026, 16:27
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IMF-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორთან, ჰოლგერ ფლორკემეიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:22
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
27 მაისი 2026, 16:13
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
27 მაისი 2026, 16:07
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი
დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
27 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „მიიღეთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისათვის, ასევე მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისათვის“
ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 15:48
მსოფლიო
ანგელა მერკელი: 10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება
„10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება - თანაც ისე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა მერკელმა.
27 მაისი 2026, 15:47
პოლიტიკა
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. საერთაშორისო სამართლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა კვლავაც რჩება ჩვენს საუკეთესო ორიენტირად ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მომავალ წლებში კონსტრუქციულად განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 15:45
მსოფლიო
Euronews: ტოქსიკური შეტყობინებები ინტერნეტში ევროპაში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული და ადამიანებს მათი სამიზნე პოლიტიკური შეხედულებების, რასისა და იდენტობის ნიშნით ხდებიან
Eurostat-ისა და ონლაინ სიძულვილის ევროპული ობსერვატორიის უახლესი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ინტერნეტში მტრულ და დამამცირებელ კონტენტს წააწყდა. ტოქსიკურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ირლანდიაში, უნგრეთში, ფინეთსა და სლოვაკეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მშვიდი გარემო ლატვიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და ლიეტუვაში.
27 მაისი 2026, 15:38
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა
სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვების დაპურებად“, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 15:27
სამართალი
პროკურატურამ გორში მომხდარი პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 მაისი 2026, 15:24
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
27 მაისი 2026, 15:12
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია: ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო
ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ (სხვებს ატყუებენ ხოლმე ძირითადად), რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობა კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო, - ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია ოპოზიციის აქციას.
27 მაისი 2026, 15:01
მსოფლიო
Reuters: ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ რეიდი ჩაატარა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტიის“ სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: გერმანიაში მზადდება კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს დააკისრებს ვალდებულებას, უპირატესობა მიანიჭონ სახელმწიფოს მიერ სანდოდ შეფასებულ მედიასაშუალებებს
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიაში მზადდება კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს დააკისრებს ვალდებულებას, უპირატესობა მიანიჭონ სახელმწიფოს მიერ სანდოდ შეფასებულ მედიასაშუალებებს.
27 მაისი 2026, 14:44
მსოფლიო
უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბრუნდება
უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზე ბუდაპეშტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაბრუნდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


