imedi /  09 ნოემბერი 2019, 21:39 / სანდო წყარო

„ტაბულას“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს შსს შეისწავლის

შსს

შსს

„ტაბულას" ცნობით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები "ტაბულას" ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ჟურნალისტი ძალადობრივ აქციას აშუქებდა.

„ტაბულას“ ცნობით. აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც მასზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.

ბათუმში ლევან აკინის ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებულ საპროტეასტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

კინოთეატრებთან 8 ნოემბერს გამართული აქციის პარალელურად ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მინსკის კინოფესტივალზე მორიგი ჯილდო მიიღო. 

„ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს

თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

მელანია ტრამპი

26 თებერვალი 2020, 00:38

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი დელიში „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო

ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დელიში სკოლას ეწვია და „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო. სკოლაში ვიზიტის დროს მელანია ტრამპს შუბლზე ტილაკა ჰქონდა დატანილი. პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ინდოელ ხალხს თბილი დახვედრისთვის.

პოლიციის ხაზი

26 თებერვალი 2020, 00:38

ძალოვნები

თბილისში ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

„ტოიოტა პრიუსი“ ქვეითს შეეჯახა. შედეგად 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.​

ჯორჯ ჰუდი პლანკა რეკორდი

26 თებერვალი 2020, 00:30

სპორტი

62 წლის ამერიკელმა პლანკის სავარჯიშოს შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჯორჯ ჰუდის შედეგმა 8 საათი, 15 წუთი და 15 წამი შეედგინა. მან 2016 წელს, ჩინელი მაო ვეიდონის რეკორდი ერთი წუთით გააუმჯობესა. 62 წლის ჰუდის თქმით, მზადების პროცესში ის პლანკის ვარჯიშს 2 100 საათის განმავლობაში ასრულებდა.

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2020, 00:24

საქართველო

ნინო ბურჯანაძე აშშ-ის საელჩოში ვახშამზე: ეს იყო ხედვების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა

„ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა. იმისათვის რომ შევჯერებულიყავით ან დათმობა ყოფილიყო, მაგისთვის მოლაპარაკება და რაუნდი უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი. ეს იყო ხედვების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:17

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: მომდევნო 5 წლის განმავლობაში აჭარაში წყალმომარაგებაზე 110 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება

აჭარაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „SWOT ანალიზში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ყურადღება გაზიფიკაციას, წყალმომარაგებასა და გზებს დაეთმობა.

The High Republic ვარსკვლავური ომები

26 თებერვალი 2020, 00:17

კულტურა

Disney-მ „ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპოქა წარადგინა

ვიდეოში აღნიშნულია, რომ ახალ პროექტში მოვლენები პროკველების ტრილოგიამდე 200 წლით ადრე განვითარდება, შესაბამისად ავტორებს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება ექნებათ, რადგან სქაიუოკერების ოჯახის შესახებ გამოსულ ფილმებზე დაყრდნობა არ მოუწევთ.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:14

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: უახლოეს 4-5 წელიწადში აჭარა ოთხ სეზონზე დატვირთული ტურისტული მიმართულება უნდა გახდეს

თავისი სტრატეგიული მდებარეობით ბათუმი და მთელი რეგიონი ერთგვარი კარიბჭის ფუნქციას ასრულებს და როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ტურისტული კუთხით ეს დიდ უპირატესობას გვაძლევს. უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში აჭარა ოთხ სეზონზე დატვირთული ტურისტული მიმართულება უნდა გახდეს, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

დავით უსუფაშვილი

26 თებერვალი 2020, 00:11

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული პრობლემები, რაც საარჩევნო სისტემის ირგვლივ არსებობს

„ლელოს“ წარმომადგენლის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და პრობლემები, რაც საარჩევნო სისტემის ირგვლივ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული ვახშმის შემდეგ, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პიცა რეკორდი

26 თებერვალი 2020, 00:10

ტაბლოიდი

საფრანგეთში ყველის 257 სახეობისგან შემდგარი პიცა დაამზადეს

საფრანგეთში ლიონში ყველის 257 სახეობისგან შემდგარი პიცა დაამზადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 30 სანტიმეტრის დიამეტრის პიცაზე ყველის 257 სახეობა მოთავსდა. უახლოეს პერიოდში ამ ფაქტს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანენ.

თამარ ჩუგოშვილი

26 თებერვალი 2020, 00:10

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: ეს იყო დიპლომატების მხრიდან გამართული მეგობრული ვახშამი ყოველგვარი კონკრეტული შეთანხმების გარეშე

„ეს იყო დიპლომატების მხრიდან გამართული მეგობრული ვახშამი ყოველგვარი კონკრეტული აქტუალური საკითხებზე შეთანხმების გარეშე არაფერი განსაკუთრებული დღეს არ ყოფილა სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ ბუნებრივია იყვნენ პოლიტიკოსები შესაბამისად სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

უორენ ბაფეტი

26 თებერვალი 2020, 00:05

ტექნოლოგიები

მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი 20-დოლარიანი „სამსუნგიდან“ „აიფონ 11“-ზე გადავიდა

მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი 20-დოლარიანი „სამსუნგიდან“ „აიფონ 11“-ზე გადავიდა. 89 წლის მილიარდერი, რომელიც, სხვათა შორის, კომპანია Apple-ის 5,7% აქციების მფლობელია, წლების განმავლობაში Samsung SCH-U320 მოდელის ტელეფონს არ შორდებოდა, რომლის ფასი 20 დოლარს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:02

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: მეციტრუსეობა და მეთამბაქეობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ

დასახული გვაქვს ამოცანა, რომ ტრადიციული დარგები, როგორებიცაა მეციტრუსეობა და მეთამბაქეობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანები გავხადოთ და შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე

25 თებერვალი 2020, 23:57

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ელიზაბეთ რუდთან ვახშამზე ხელისუფლებასთან არავითარი შეთანხმება არ მიღწეულა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

ლია კრიალაშვილი

25 თებერვალი 2020, 23:48

საქართველო

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ვანო მერაბიშვილზე: მაგას იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, რომ უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა

„ვანო მერაბიშვილს, მე თუ მკითხავთ, უნდა ჰქონოდა წაყენებული უვადო პატიმრობა. მაგას იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, რომ უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ადამიანები ვერ გადავწყვეტთ იმას, დაველაპარაკოთ თუ არ დაველაპარაკოთ. ეს უკვე სახელმწიფოს ბრალია და ხელისუფლებასაც ვადანაშაულებ აი ამ კოჰაბიტაცით და ასე ლოიალური მიდგომით“, - დასძინა მან.

ლოს-ანჯელესის აეროპორტი

25 თებერვალი 2020, 23:40

მსოფლიო

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამერიკელებს აფრთხილებს

„საუბარი არ არის იმაზე, მოხდება თუ არა ეს. საუბარი იმაზეა, თუ როდის მოხდება. ეს კი ნამდვილად მოხდება“, - განაცხადა ნენსი მესონიემ, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ია მეტრეველი

25 თებერვალი 2020, 23:31

საქართველო

ია მეტრეველი: ტირილს ვერ ვიკავებდი ნამდვილი პოლიტპატიმრების შემხედვარე, ვანო მერაბიშვილი კი სანატორიუმიდან გამოსულს ჰგავს

ტირილს ვერ ვიკავებდი, როდესაც ეს პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვიდნენ და ვნახე, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი, ხოლო როდესაც ვანო მერაბიშვილი გამოვიდა ციხიდან, ის სანატორიუმიდან გამოსულს ჰგავდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

25 თებერვალი 2020, 23:25

საქართველო

გოგა ხაინდრავა „ნაციონალურ მოძრაობაზე“: 21 ივნისს ადარებენ 7 ნოემბერს და 26 მაისს

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ დღევანდელი მთავრობა მათნაირ დანაშაულს სჩადის, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. მისი თქმით, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო და ძალაუფლების დაკარგვის პირველი დღიდან დაიწყო მუშაობა იმაზე, თუ როგორ შემოეტრიალებინა დამარცხება.

სოზარ სუბარი

25 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს ყოველ წელს იმაზე მეტი პატიმარი კვდებოდა, ვიდრე ჩვენი მმართველობის 8 წლის განმავლობაში ჯამში

2006 წლის 2 მაისს ქუჩაში ზურაბ ვაზაგაშვილი დახვრიტეს და ამას შემთხვევით შეესწრო ერთი ჩემი თანამშრომელი. როდესაც დაიწყეს ტელევიზიით ვაზაგაშვილის შესახებ ტყუილის თქმა, მე პირდაპირ დავურეკე და ვუთხარი, რომ მყავს მოწმე, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო. რამდენიმე დღეში პირდაპირ ეთერში მე მოვყევი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

25 თებერვალი 2020, 23:01

საქართველო

გოგა ხაინდრავა: ვანო მერაბიშვილი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკებებს მიზანმიმართულად შლიდა

„ამ ვაჟბატონმა გააჩერა გორიდან მიმავალი ავტობუსი. პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით გადმოიყვანეს იქიდან 76 კაცი, ცემით მოკლეს გორის პოლიციაში. სურათები გვქონდა ჩვენ, ფაქტები გვქონდა. ჩასვეს მერე ავტობუსში ეს ცემით მოკლული ხალხი. 16 წლის ბავშვი იყო ყველაზე პატარა და 61 წლის კაცი იყო უფროსი. გაუშვეს ცხინვალში, ნაცემი, დანგრეული ხალხი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

სოზარ სუბარი

25 თებერვალი 2020, 22:46

საქართველო

სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მერაბიშვილი სასჯელს აბსოლუტურად კანონიერად იხდიდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.