სასამართლო სპეცოპერაციისას დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლებს განმარტავს
თბილისის საქალაქო სასამართლო წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევის, რესურსებით უზრუნველყოფისა და ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემის ბრალდების საქმეზე, 4 ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების საფუძვლებს განმარტავს. ამის შესახებ სასამართლო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით, მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. 2017 წლის 21 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ბოროტმოქმედებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი, კერძოდ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობების განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გთვალისწინებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მიმალვის მომატებული საფრთხეები, რომელთა თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიიჩნია, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 00:57
სპორტი
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
11 ივლისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.
11 ივლისი 2026, 18:44
სამართალი
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.
11 ივლისი 2026, 18:39
საზოგადოება
ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება
ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.
11 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.
11 ივლისი 2026, 18:14
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს
ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა. გოგავას თქმით, ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.
11 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის
ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.


