გახარია ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილების გაჭიანურებას არ ემხრობა
გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილების გაჭიანურებას არ ემხრობა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ილაპარაკა.
მისი განცხადებით, ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიანურება "უკურეაქციას გვაძლევს".
"კონკრეტული გადაწყვეტილებები მალე უნდა მივიღოთ. ეს უნდა იყოს კომპლექსური და დასაბუთებული მიდგომა. წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი და ნეგატიური შედეგები. მინდა ქალბატონ თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო - უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ეფექტურად მუშაობდა და რატომღაც ცოტა შეანელა მუშაობა, რაც შეიძლება სწრაფად მოვიწვიოთ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა", - თქვა გახარიამ.
მინისტრმა უწყების პრიორიტეტებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ახალი ნარკომომხმარებლები არ გაჩნდნენ და არსებულებმა რეაბილიტაცია გაიარონ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში კანონის გამკაცრებას. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ისეთი კომპონენტები როგორიცაა მაგალითად სასჯელის ვადები ან შემოწმების ფორმები - გადახედვადია. ამ მიმართულებით შეგვიძლია, რომ კანონმდებლობა უფრო პროგრესული გავხადოთ. მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეგვექმნა გარკვეული სტატუსკვო და ვთვლით, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ ამ გადაწყვეტილებებისთვის საკანონდებლო ჩარჩოს შექმნა. დღეს რჩება შთაბეჭდილება, რომ მარიხუანის მოხმარება დაშვებულია. ეს ასე არ არის",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა.
30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 10:56
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი ჩინური ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს, ედისონ ჩენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 10:44
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 10:41
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს
POLITICO-ს ცნობით, რუსეთის კამპანია ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო თამამ და აგრესიულ ხასიათს იღებს.
28 აგვისტო 2026, 10:36
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს - თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს
ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს,- წერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირთა შეწყალების საკითხზე, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
28 აგვისტო 2026, 10:09
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი შექმნა და საკუთარ თავს უდიდებულესი მმართველი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა.
28 აგვისტო 2026, 09:46
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 496 ადამიანი ემსხვერპლა.
28 აგვისტო 2026, 09:45
მსოფლიო
ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს
ბერლინის სიახლოვეს, ქალაქ გოზენ-ნოი ზიტაუს სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მსხვერპლი 18 წლის გოგონაა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა.
28 აგვისტო 2026, 09:40
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 26-დან 31 გრადუსამდე დაფიქსირდება.
28 აგვისტო 2026, 09:36
სპორტი
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 7 ბრინჯაო მოიპოვა. 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, 17-წლამდელებმა კი გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
28 აგვისტო 2026, 09:33
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ დღეს ჩაატარებს. ამხანაგურ შეხვედრებში ლიბანისა და ისრაელის დამარცხების შემდეგ,ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი პრინციპულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და გამსვლელ მესამე ადგილზე მყოფ მონტენეგროს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
28 აგვისტო 2026, 09:27
რეგიონი
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა. ჯგუფმა მაყურებლის წინაშე ცნობილი და პოპულარული ჰიტები შეასრულეს. დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები.
28 აგვისტო 2026, 09:21
პოლიტიკა
საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
28 აგვისტო 2026, 09:17
პოლიტიკა
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
28 აგვისტო 2026, 09:14
მსოფლიო
სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანის ბლოკადა ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკას გაანადგურებს
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის ბლოკადა გრძელდება და ის ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკას გაანადგურებს.
28 აგვისტო 2026, 09:13
მსოფლიო
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა პრობლემები ბაღდათის მუნიციპალიტეტში შექმნა. დაიტბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
28 აგვისტო 2026, 09:05
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
28 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: კიევში ერთ დღეში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა. ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
კიევში გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დედაქალაქისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 00:55
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა
რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
28 აგვისტო 2026, 00:23
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.
28 აგვისტო 2026, 00:03
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.


