imedi /  02 დეკემბერი 2018, 18:10 / სანდო წყარო

შსს თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული შვიდი პირის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს​

შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.

„სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კახა კალაძე

17 დეკემბერი 2018, 17:11

ეკონომიკა

თბილისის მერი დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულოს თავად წარუდგენს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს ის თბილისის საკრებულოს თავად წარუდგენს. ამის შესახებ მან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ანა დოლიძე

17 დეკემბერი 2018, 17:07

საქართველო

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

კატერინა შვარცნეგერი

17 დეკემბერი 2018, 16:59

ტაბლოიდი

მსახიობ კრის პრეტს არნოლდ შვარცნეგერის შვილთან რომანი აქვს

წყვილის რომანის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. მოგვიანებით კი დადასტურდა, რადგან პრეტმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა და კატერინას 29 წლის იუბილე მიულოცა."შენი ღიმილი ოთახს ანათებს. მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი გამომიგზავნა”, - დაწერა კრისმა.

პარლამენტი

17 დეკემბერი 2018, 16:57

საქართველო

პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს აღარ განიხილავს

პარლამენტიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გაიწვიეს. უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, რომელიც ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, პარლამენტის ბიუროს პროექტის უკან გამოთხოვით მიმართა.

მკვლელობა

17 დეკემბერი 2018, 16:52

ძალოვნები

თემქაზე მოკლული გოგოს საქმეში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი მსჯავრდებულის გამართლებას ითხოვს.

გიორგი ქობულია

17 დეკემბერი 2018, 16:51

ეკონომიკა

ქობულია: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ინვესტიციებს სავარაუდოდ 20-30%-ით გაზრდის

„ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი“.

ბათუმი

17 დეკემბერი 2018, 16:45

ეკონომიკა

National Geographic Traveler-ი: აჭარა უფრო მეტია, ვიდრე ზღვა

„წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას-ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით... და ბოლოს, გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში“.

17 დეკემბერი 2018, 16:42

კულტურა

პოლ მაკარტნიმ ლონდონში სოლო კონცერტი გამართა

კონცერტის დასასრულს მან გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო: პოლ მაკარტნის სცენაზე მუსიკალური ჯგუფის კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი შეუერთდა. მომღერლებმა დუეტში სიმღერა Get Back-ი შეასრულეს.

კინო სკოლაში

17 დეკემბერი 2018, 16:41

კულტურა

პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურა, რომელშიც 350 კინოსკოლელისგან შემდგარი 50 გუნდი ჩაერთო. ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაჯილდოვდნენ შემდეგ კონკურსებში გამარჯვებული კინოსკოლელები.

საარსებო მინიმუმი

17 დეკემბერი 2018, 16:39

ეკონომიკა

საქართველოში ნოემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარი იყო. ეს მაშინ, როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 173.8 ლარი იყო.

Goldman Sachs

17 დეკემბერი 2018, 16:36

ეკონომიკა

მალაიზიამ Goldman Sachs-ისა და თავისი ყოფილი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე აღძრა

მომხდარზე საქმე სულ მცირე ექვს ქვეყანაში აღძრეს. მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატებია. ლისნერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Goldman Sachs-ის თავმჯდომარედ მუშაობდა. მან დაკავებული თანამდებობა 2016 წელს დატოვა. ენჯი კი 2014 წლის მაისამდე მუშაობდა კომპანიაში აღმასრულებელ დირექტორად.

ჩიქოვანის ქუჩა

17 დეკემბერი 2018, 16:36

ეკონომიკა

თბილისში ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

სიგარეტები

17 დეკემბერი 2018, 16:24

ეკონომიკა

კანონპროექტი: ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდება

პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილების მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი გათანაბრდება.

ანჯელინა ჯოლი

17 დეკემბერი 2018, 16:18

ტაბლოიდი

მედია: ანჯელინა ჯოლიმ თავის ვაჟს უთხრა, რომ ბრედ პიტს მისი შვილად აყვანა არ სურდა

1 დეკემბერს მედიაში დაიწერა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შვილების მეურვეობის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. წყვილს ექვსი შვილი ჰყავს, - მათგან სამი ბიოლოგიური, სამი კი აყვანილია. ისინი 10-დან 17 წლამდე არიან.

წლის სიტყვა

17 დეკემბერი 2018, 16:18

მსოფლიო

ლექსიკონმა Merriam-Webster წლის სიტყვად „სამართლიანობა“ დაასახელა

სიტყვების ათეულში, რომელსაც წელს ყველაზე ხშირად ეძებნენ, აღმოჩნდნენ ასევე Nationalism(ნაციონალიზმი), Pansexual (პანსექსუალი) Lodestar (პოლარული ვარსკვლავი) Epiphany (თვალის ახელა, განჭვრეტა) ,Feckless (უპასუხისმგებლო) Laurel (სახელი ლორეი), Pissnat (არარაობა), Respect (პატივისცემა).

ღვინო

17 დეკემბერი 2018, 16:18

ეკონომიკა

Sony Music Communication-ი ქართული ღვინის შესახებ სპეციალურ პროექტზე იმუშავებს

Sony Music Communication და კომპანია Toppan-ი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია „ქართული ღვინოსთან“ ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს.

კახა კალაძე

17 დეკემბერი 2018, 16:10

საქართველო

კახა კალაძე: ვაშაძეს ვურჩევ, თავის საწოლში გადატრიალდეს

თბილისის მერს კახა კალაძეს ინაუგურაციის დღეს ველისციხესთან ნაციონალური მოძრაობის აქციისას განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს. როგორც კახა კალაძემ თქვა, ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა.

Facebook

17 დეკემბერი 2018, 16:09

ტექნოლოგიები

Facebook-ის 6.8 მილიონი მომხმარებლის ფოტოებზე დეველოპერებმა წვდომა მიიღეს

სოციალური ქსელის მომხმარებლების ფოტოები 12-25 სექტემბრის შუალედში გასაჯაროვდა. ფოტოებთან ერთად ლაპარაკია მომხმარებლის „სთორიზეც“. მომხდარის გამო Facebook-მა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ყველა დაზარალებული მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს

SICA

17 დეკემბერი 2018, 16:05

საქართველო

ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში საქართველოს ექსტრა რეგიონული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

SICA მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანება და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმაა, რომელიც, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და ეფექტური სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით.

ლუის სპენსერი

17 დეკემბერი 2018, 16:00

ტაბლოიდი

მედია: ანჯელინა ჯოლის ახალი რჩეული ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია

ამავე ცნობით, 24 წლის ლუისსა და ანჯელინა ჯოლის შორის გარკვეული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. თუმცა, ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა. მანამდე ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტზე იყო დაქორწინებული. ჯოლიმ პიტთან განქორწინების განაცხადი სასამართლოში 2016 წლის სექტემბერს შეიტანა. წყვილს ჯამში 6, ბიოლოგიური და აყვანილი, შვილი ჰყავს.