imedi /  13 თებერვალი 2019, 22:25 / სანდო წყარო

სპეციალური სერვისების დირექტორი ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ფაქტზე ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ დირექტორი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ დირექტორ გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250 086 ლარის ოდენობით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ „სპეციალური სერვისების“ მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მისივე ცნობით, დაკავებულის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის სასჯელი7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

16 თებერვალი 2019, 21:56

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მანქანის გამონაბოლქვის შესუნთქვა კაცის ერექციის ფუნქციას არღვევს

ტოქსიკური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია, რომელსაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობის მქონე რეგიონის მცხოვრებლები სუნთქავენ, სავარაუდოდ კაცების ერექციის დარღვევას უწყობს ხელს. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები აცხადებენ.

16 თებერვალი 2019, 21:30

საქართველო

საქართველოში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

16 თებერვალი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი დასახელდა

Euro NCAP -ის ექსპერტებმა 2019 წელს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სია შეადგინეს. ტესტ-დრაივის შედეგები პორტალ CarBuyer- ზეა გამოქვეყნებული.

16 თებერვალი 2019, 21:14

მსოფლიო

აფრიკული ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

სუდანის ელექტროენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველგან შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ ავრცელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი გათიშვა მეორეჯერ ხდება.

16 თებერვალი 2019, 20:46

ტაბლოიდი

ბაზარზე მეგრული სახელწოდების თოჯინა „ოლაფინია“ გამოჩნდა

30 წლის ნუცი და 25 წლის სოფი მალაშხიებს დაახლოებით ერთი წლის წინ ქართული სათამაშოს შექმნის იდეა გაუჩნდათ. უკვე დეკემბერში, ბაზარზე მეგრული სახელწოდების ბრენდი - ოლაფინია გამოჩნდა, რაც ქართულად სათამაშოს ნიშნავს.

16 თებერვალი 2019, 20:35

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოება თავად ალიანსის ინტერესებშია

ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატოს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

16 თებერვალი 2019, 20:21

საქართველო

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე.

16 თებერვალი 2019, 20:19

ტაბლოიდი

ჯეკი კენედის უმცროსი და გარდაიცვალა

ჟაკლინ (ჯეკი) კენედის უმცროსი და ლი რაძივილი 85 წლისა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა - წერს Dailymail. მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერ დადგენილი არ არის.

16 თებერვალი 2019, 19:44

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს

აშშ-ში ოჰაიოს შტატის მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს. როგორც გაირკვა ფუტკრები ნუშის პლანტაციებში იხოცებოდნენ.

16 თებერვალი 2019, 19:40

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ ფრანკოს ოჯახს დიქტატორის გადასვენებისთვის 15 დღე მისცა

ფრანკოს ოჯახს ახალი ადგილის მოსაძებნად 15 დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავად შეარჩევს ადგილს. შესაძლოა, დიქტატორის შთამომავლებმა გადასვენების გადაწყვეტილება სასამართლოში გააპროტესტონ.

16 თებერვალი 2019, 19:15

საქართველო

სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა

როჯერ სტოუნი

16 თებერვალი 2019, 18:58

მსოფლიო

სპეცპროკურორმა ტრამპის ყოფილი მრჩევლის და Wikileaks-ის მიმოწერა იპოვა

აშშ-ის სპეცპროკურორმა განაცხადა, რომ აქვს იმის შესახებ მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდი ხნის მრჩეველი როჯერ სტოუნი Wikileaks-თან პირდაპირი კონტაქტობდა. სტოუნმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ტრამპის კონკურენტის ჰილარი კლინტონის მიმოწერა ინტერნეტში გამოაქვეყნა.

16 თებერვალი 2019, 18:57

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 30 159 ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვეს. ნავთობის მოპოვების პიკური მაჩვენებელი 2007 წელს -56 631 ათასი ტონა დაფიქსირდა.

ნიკოს ანასტასიადესი

16 თებერვალი 2019, 18:56

საქართველო

საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ეწვევა

ნიკოს ანასტასიადესის ვიზიტის შესახებ დავით ზალკალიანის კვიპროსელ კოლეგასთან, ნიკოს ქრისტოდიულიდესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა. კვიპროსისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა მიუნხენში გაიმართა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტიც ეწვევა.

16 თებერვალი 2019, 18:44

ტაბლოიდი

ალბანეთში ცივი ომის პერიოდში აშენებული ბუნკერები. ფოტოკოლაჟი

1975-დან 1989 წლამდე ალბანეთში დაახლოებით 500 ათასი ბუნკერი ააშენეს. ზოგიერთი მათგანი დღემდე შემორჩა ძველ ფორმაში, ზოგიერთი კაფედ გადააქვეს, ზოგი აუცად და ა.შ. ცივი ომის მემკვიდრეობა თავის ფოტოებში ფოტოგრაფმა რობერტ ჰეკმენმა აღბეჭდა.

16 თებერვალი 2019, 18:12

კულტურა

ველური ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსზე გამარჯვებული გამოვლინდა

ველური ბუნების ფოტოგრაფების ყოველწლიური კონკურსის People's Choice Award-ის გამარჯვებული ორი ლომის ფოტო გახდა, რომელსაც „ძმების კავშირი“ ჰქვია. ის პროფესიონალმა ფოტოგრაფმა დევიდ ლოიდმა გადაიღო. 25 ფოტო მუზეუმმა შეარჩია, ხოლო მათ შორის საუკეთესოები კი ხალხმა.

16 თებერვალი 2019, 17:59

ეკონომიკა

2018 წელს საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 84 მილიონი ლარი შევიდა

2018 წელს საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან 84 მილიონი ლარი შევიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 53%-ით (29 მილიონი ლარით) მეტია.

ადამიანის სახე AI

16 თებერვალი 2019, 17:48

ტექნოლოგიები

რობოტის საშუალებით ვებგვერდი ადამიანის არარსებულ სახეს ქმნის

ThisPersonDoesnotExist.com Nvidia-ს სპეციალურ ალგორითმს და ადამიანის ფოტოების უზარმაზარ ბაზას ეყრდნობა. სპეციფიკური ნეირული ქსელის მეშვეობით კი ისეთ სურათს ქმნის, რომლის ნამდვილისგან გარჩევაც შეუიარაღებელი თვალით რთულია. ვებგვერდზე ყოველი შესვლისას სისტემა ახალ ფოტოს სთავაზობს მომხმარებელს.

16 თებერვალი 2019, 17:35

საქართველო

ილიაუნის სტუდენტები აკადემიურ საბჭოს ორშაბათს შეხვდებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორსა და აკადემიურ საბჭოს ორშაბათს შეხვდებიან. ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეს, როდესაც მათ სანახავად რექტორი მივიდა. მან სტუდენტებს წარმატება უსურვა და დაინტერესდა მათი საჭიროების შესახებ.

16 თებერვალი 2019, 17:25

საქართველო

დეკანოზ მამალაძის მოსანახულებლად კლინიკაში საპატრიარქოს წარმომადგენელი მივიდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად საპატრიარქოს წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძე ღუდუშაურის კლინიკაში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს. გიორგი მამალაძე ინტენსიური განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ის კონტაქტურია.