Imedi /  13 აპრილი 2019, 17:38 / სანდო წყარო

პრეზიდენტი ახალციხეში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების საფუძველია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დედაქალაქი არ იყოს განვითარებული, ეს დისბალანსი გამოსწორდეს და მასთან ერთად რეგიონებიც გაძლიერდეს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანას ტოვებენ არის ის, რომ  ვერ პოულობენ სამომავლო პერსპექტივას და სწორედ ესაა გამოსასწორებელი - უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს რეგიონები.

საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ქვეყანაში უამრავი წარმატებული ქალი მეწარმეა, რადგან ქალთა აქტიურობა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის კუთხით, მცირე ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრად უფრო მეტად იცავს გარემოს. ასევე, ეკონომიკური განვითარების უფრო მეტი მდგრადობისათვის საჭიროა, მცირე მეწარმეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა, რაც მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება.

,,მცირე მეწარმეების განვითარება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მცირე მეწარმეები თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივებს. ინიციატივასთან ერთად პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისათვის მომავლის ღერძს წარმოადგენს, ამის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა. ქვეყნის დამოუკიდებლობა დამოუკიდებელ ადამიანებზე დგას და სწორედ მცირე მეწარმეები არიან ბოლომდე დამოუკიდებელნი. თქვენ მომავალი თაობისათვის წარმატებული და მისაბაძი მაგალითი ხართ. მე ვიქნები თქვენს გვერდით და მზად ვარ, რომ თქვენს პოზიტიურ მაგალითებს გავუწიო პოპულარიზაცია“,  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მეწარმეებმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო საკითხებზე, პრობლემებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, საქართველოს პრეზიდენტს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 13:47

საზოგადოება

მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

აკაკი ალადაშვილი

24 აგვისტო 2026, 13:37

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე: ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. მან რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ ჩაერთო თავდაცვის მექანიზმი და თავდაცვის მიზნით გამოაქვეყნა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. ყველა ადამიანი კონსტიტუციისა და კანონის წინაშე არის თანაბარი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

24 აგვისტო 2026, 13:03

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა

საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მეხუთე ნაკადის მონაწილეებს უმასპინძლა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 12:56

სპორტი

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოდან დაიწყება⚽

28 სექტემბერს კი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

გივი მიქანაძე

24 აგვისტო 2026, 12:55

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია, გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა, მას რა თანამდებობა ეკავა თუ უკავია

„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა მას რა თანამდებობა ეკავა თუ უკავია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

24 აგვისტო 2026, 12:38

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (NCEQE) და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს (NEAQA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სამედიცინო განათლების მიმართულებით მხარეთა თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

ლევან მაჭავარიანი

24 აგვისტო 2026, 12:37

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა

ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

24 აგვისტო 2026, 12:34

საზოგადოება

ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია 400 ანკერი და 20 ხიმინჯი.

ლევან ღირსიაშვილი

24 აგვისტო 2026, 12:30

საზოგადოება

ლევან ღირსიაშვილი: ფორმების არმორგების შემთხვევაში შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა. შვეიცარიული კომპანიის SGS-ის სერტიფიკატი გვაქვს აღებული, სადაც გარკვევით წერია ამ შემოწმების შედეგად, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს

სასკოლო ფორმის ონლაინ შეძენისას, ზომის ვერ მორგების შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება და გამოცვლა იქნება შესაძლებელი.

კახა კალაძე

24 აგვისტო 2026, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული.

24 აგვისტო 2026, 12:13

რეგიონი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ერთი თვის განმავლობაში 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია. მათ შორის იყვნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და 10-მდე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ჰაბი 100-ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მზარდია. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 12:04

ტაბლოიდი

ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელი“ გაიტანა, აუქციონზე გაიყიდა⚽

მარადონამ, როგორც ცნობილია, ბურთი ხელით გადააგზავნა მეკარე პიტერ შილტონის კარში, რითაც არგენტინამ მეოთხედფინალში ინგლისი 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გოლი გაიტანა „ცოტათი მარადონას თავით და ცოტათი ღვთის ხელით“. მოგვიანებით, იმავე მატჩში, მარადონამ გაიტანა გოლი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „საუკუნის გოლი“.

24 აგვისტო 2026, 12:00

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, საქართველოში არსებობს არა ოპოზიცია, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და დავალებებს უცხოელი პატრონებისგან იღებენ.

არჩილ გორდულაძე

24 აგვისტო 2026, 11:54

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.

კახა კალაძე

24 აგვისტო 2026, 11:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

24 აგვისტო 2026, 11:48

საზოგადოება

შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა

შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა. ბანაკის მონაწილეებს ამჯერად დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბესალაშვილი ეწვივნენ.

24 აგვისტო 2026, 11:43

პოლიტიკა

ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს

ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს. ის სააკაშვილს სახელმწიფოს მშენებელს უწოდებს, ჩერგოლეიშვილს კი დასცინის.

24 აგვისტო 2026, 11:40

მსოფლიო

ახალმა ზელანდიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

კანონპროექტის მომზადებისას შესწავლილი იყო ავსტრალიის გამოცდილება, რომელმაც 16 წლამდე ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება მსოფლიოში პირველმა აკრძალა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას გეგმავენ ვიეტნამში, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში.

რევაზ ჟღენტი

24 აგვისტო 2026, 11:28

რეგიონი

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი: მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თუ რა მოხდებოდა. მთელი საძირკველი წყლით იყო დაფარული, როდის ჩამოიშლებოდა და როდის მოიყოლებდა ქვეშ პერსონალს და პაციენტებს ეს შენობა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო - ახალი ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რადგან აქ ხდება სამი ხეობის ჰაერის შერწყმა

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი, თითქოს ცენტრი შეუფერებელ გარემოში გადაიტანეს. რევაზ ჟღენტის განმარტებით, შენობების რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ფილტვის ცენტრის ახალი მისამართი კი სპეციალურად შეარჩიეს ჰაერის ცირკულაციის გათვალისწინებით.