09 აპრილი 2021, 12:46 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა უდიდესი გამოწვევაა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი, აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობასა და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს. ამ კრიზისის დაძლევაში, როგორც არასდროს, სოლიდარობა გვჭირდება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისი განცხადებით, ინკლუზიური მიდგომებით, სოციალური პასუხისმგებლობითა და ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ ეკონომიკის გაცოცხლებას, ინვესტიციების მოზიდვას და ხელი გავუწოდოთ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელებს.

„ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხვდებით საზოგადოების დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის ვხედავთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკდიებლობას ანიჭებს უპირატესობას, ადამიანის სიდუხჭირისგან თავის დაღწევაზე ამახვილებს ყურადღებას. ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, ყველა არგუმენტისა და ყველა შესაძლო საფრთხის მეტად გაანალიზება. სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით. ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, ამ მიზნისთვის, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმის გამოყენება შეიძლება“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

09 მაისი 2021, 18:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ნათელაშვილზე: შალიკოს ფულის გარდა არაფერი ადარდებს, მისი პირით მიშა გვესაუბრება

„ძალიან კარგად ვიცით, რომ შალიკო პირდაპირ მიშას სპიკერია და მის მოსაზრებებს ახმოვანებს სწორედ მაშინ, როდესაც თავად ამის თქმა არ სურს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩი გალანძღა, ამჯერად ევროკავშირის ჯერი დადგა. ჰოდა რომ იცოდეთ, შალიკოს ფულის გარდა არაფერი ადარდებს, მისი პირით მიშა გველაპარაკება!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

09 მაისი 2021, 18:08

რეგიონი

ატენის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

უხვი ნალექის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა. შედეგად შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 მაისი 2021, 17:52

სპორტი

გოლფის კლუბ „თბილისი ჰილსში“ საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

ტურნირი 4 მაისს დაიწყო. ჩემპიონატში 19 ქვეყნიდან 60-მდე მოყვარული მოთამაშე მონაწილეობდა. მათ შორის გოლფის ქართველი მოთამაშეებიც. ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირის მონაწილეები ასევე ქართულ კულტურასა და სამზარეულოსაც გაეცნენ.

09 მაისი 2021, 17:08

პოლიტიკა

მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას ეხმაურებიან

„ეს არის სწორედ უპრინციპობის გამოხატულება, როდესაც ადამიანი თვითონ არ იხდის გირაოს, მით უმეტეს, როდესაც მას ამის ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ახდევინებს სხვას. ეს ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

09 მაისი 2021, 17:03

რეგიონი

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, უამინდობის შედეგად ახმეტის მასშტაბით რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა. მერიაში სტიქიის დამთვლელი კომისია ცოტა ხანში დაზიანების მასშტაბს ადგილზე ნახავს და შეისწავლის.

09 მაისი 2021, 17:02

კულტურა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ შექმნილ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს

ნაწარმოების შესრულებაში 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა და ა.შ.

09 მაისი 2021, 16:51

თავდაცვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების: ანდეზიტისა და ყვიბისის, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მიმდებარედ, მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული მუხის, თხმელას (მურყანი), წიფელის, ვერხვისა და წიწვოვანი სახეობის - ჯამში - 8.5 მ3 ხე-ტყე.

ბუბა ხოტივარი

09 მაისი 2021, 16:37

საზოგადოება

ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სამოქალაქო პანაშვიდი კი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში 5 მაისს გარდაიცვალა. ხოტივარმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

„ლელო საქართველოსთვის“

09 მაისი 2021, 16:27

პოლიტიკა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „ლელოს“ ოფისში შეიკრიბნენ

ჩვენ უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, - ამის შესახებ პარლამენტის არჩეულმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრაც საერთო პოზიციის შეჯერებას უკავშირდება. სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის შიდა კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით გაგრძელდება.

ლინას ლინკევიჩუსი

09 მაისი 2021, 16:16

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: 76 წლის წინ გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ „გამარჯვებებს“, როგორებიცაა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსია

„გამარჯვების აღლუმი და სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება კრემლის ხელმძღვანელობის მიერ ამაო დღესასწაულია. 76 წლის წინ გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ „გამარჯვებებს“, როგორებიცაა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსია და საერთაშორისო სამართლის დარღვევის სხვა შემთხვევები“, - წერს ლინკევიჩუსი.

09 მაისი 2021, 16:04

კულტურა

ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინო ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. მთავარი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს „ოქროს დინოზავრს“ გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

09 მაისი 2021, 15:50

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“: ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთებიდან ჩვენს გვერდზე მასიური შემოტევა შეინიშნება

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთების მხრიდან ჩვენს, „ფეიჯებზე“ შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია და დავბლოკეთ ასობით Facebook-ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალ შექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა. თუმცა, აქტიურობს არაერთი ძველი „ექაუნთიც“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სადრაძე

09 მაისი 2021, 15:35

სამართალი

ნიკა მელიას საქმის პროკურორი: ჩვენ შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ, პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს

ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

09 მაისი 2021, 15:08

რეგიონი

მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს, კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

09 მაისი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე: ეს ევროკავშირის „დაჩმორებას“ ნიშნავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთავის გირაოს გადახდა სამარცხვინოა. „ეს ნიშნავს ევროკავშირის „დაჩმორებას“, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მეუფე შიო

09 მაისი 2021, 14:43

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალი მოითხოვს ჩვენგან საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ

გვახსოვდეს, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით ყოველთვის ელოდება ჩვენს მობრუნებას და მასთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, უფალიც მოითხოვს ჩვენგან ამ საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ.

09 მაისი 2021, 14:34

რეგიონი

უხვი ნალექის გამო, ატენში კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, ატენთან კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გზის გასაწმენდად, ადგილზე ​სპეცტენიკას ელოდებიან.

ნონა მამულაშვილი

09 მაისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი: იმისთვის, რომ ჩვენ გეგმები განვიხილოთ, საჭიროა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ

როდესაც ნიკა მელია გამოვა, ჩვენ გვექნება თათბირი და კონსულტაციები მასთან. შემდგომ ნაბიჯებზე უკვე მას შემდეგ შევთანხმდებით, რაც ჩვენი თავმჯდომარე თავისუფლებაზე იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ განიხილავენ სამომავლო გეგმებს.

სერგო ჩიხლაძე

09 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: 90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა

„90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შეთანხმებას და პარლამენტში შევა. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ, 5-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი აიღებს პასუხისმგებლობას“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

09 მაისი 2021, 14:05

სამართალი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.