imedi /  09 აპრილი 2021, 12:48 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.

მისივე თქმით, 1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ - საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ.

„ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან.

ყველამ, თეორიულად მაინც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენ შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ - საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ.

მიუღებელია, დღეს როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიციები.

ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით.

ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

ამიტომ, ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემ გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს.

მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 00:16

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

30 ივლისი 2026, 22:59

მსოფლიო

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.

30 ივლისი 2026, 22:55

მსოფლიო

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.

30 ივლისი 2026, 22:45

მსოფლიო

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.

დავით ქართველიშვილი

30 ივლისი 2026, 22:12

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.

30 ივლისი 2026, 22:06

მსოფლიო

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.

30 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ

30 ივლისი 2026, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

30 ივლისი 2026, 21:57

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

30 ივლისი 2026, 21:53

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

30 ივლისი 2026, 21:42

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 21:32

მსოფლიო

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

30 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაო ნინი

30 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.

30 ივლისი 2026, 20:38

პოლიტიკა

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დღესაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.

30 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის.

მიხეილ სააკაშვილი

30 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარალელურად შიდაპარტიული უთანხმოებებისა და ლიდერების გამოუცხადებლობის ფონზე, სააკაშვილის პარტია 5 აგვისტოს ყრილობას გეგმავს, სადაც მმართველობითი საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა ჩაიბაროს.

30 ივლისი 2026, 20:28

რეგიონი

პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა.

30 ივლისი 2026, 20:22

რეგიონი

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 20:15

საზოგადოება

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.