15 მარტი 2021, 13:03 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რას გულისხმობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტთან ერთად განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, წარმოდგენილია სრულიად ახალი კანონი.

„მოქმედი კანონი მოძველდა საიმისოდ, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში საქართველოში შეიძლება საკორპორაციო ურთიერთობის სახით არსებობდეს. სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი სწორედ ეფექტიანი კორპორატიული სამართლის არსებობაა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება.

„კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებისა, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში. კანონის ამგვარი მიდგომით მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან ავიცილოთ ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისთვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, კანონპროექტში ასახულია ასოცირების შეთანხმებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები, რითაც ეს უკანასკნელი ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კორპორატიული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზანს ემსახურება.

საკორპორაციო ურთიერთობებში საკმაოდ ხშირია დავები, გადაუწყვეტელი საკითხები, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება რადიკალური ცვლილებები განხორციელებულიყო „მეწარმეთა შესახებ“ კანონში. უზარმაზარი შრომაა გაწეული ამისთვის. ამ საქმეში იუსტიციის სამინისტროს ძალიან ეხმარებოდნენ საერთაშორისო დონორები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს USID-ის და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების დახმარება. სწორად მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი კანონპროექტი მომზადებულიყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულირების ზეგავლენის შეფასება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

აკაკი ალადაშვილი

29 ივნისი 2026, 17:48

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით

ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აკაკი ალადაშვილმა.

29 ივნისი 2026, 17:48

პოლიტიკა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას ინიციატივით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

29 ივნისი 2026, 17:25

პოლიტიკა

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სესიას მასპინძლობს

საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. საპარლამენტო ფორუმის მთავარი თემაა: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.

29 ივნისი 2026, 17:24

მსოფლიო

ECR: ევროპაში ქრისტიანობის აღდგენისა და ქრისტიანთა დაცვის დრო დადგა

ევროპარლამენტარების თქმით, ევროპაში შემაშფოთებლად იმატა ქრისტიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტებმა, კერძოდ, მათი მხრიდან, ვისაც ცივილიზაციის განადგურება სურს.

გიორგი გაბუნია

29 ივნისი 2026, 17:22

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი და ნორმალური პოლიტიკური პროცესი

როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.

დავით ქაშიაშვილი

29 ივნისი 2026, 17:20

სამართალი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

პროკურატურამ გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანიის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო გამოძიება.

29 ივნისი 2026, 17:19

სამართალი

სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის გიორგი სარაჯიშვილი 1500 ლარით, გრიგოლ ზამბახიძე კი 4 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის გიორგი სარაჯიშვილი 1500 ლარით, გრიგოლ ზამბახიძე კი 4 000 ლარით დააჯარიმა

მარიამ ლაშხი

29 ივნისი 2026, 17:18

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ერევანში ირანის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებაზე: ჩვენ თუ პროირანულობას, პრორუსულობას, პროჩინეთობას გვაბრალებენ, ზოგიერთის პრაგმატული პოლიტიკა თუ დელეგაციის მასპინძლობა თურმე პროევროპელობა ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უსტანდარტობას

ქართული ოპოზიცია საქართველოს ირანთან ნებისმიერი ურთიერთობის წინააღმდეგია და ამას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ამართლებს სომხეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას.

29 ივნისი 2026, 17:15

მსოფლიო

„პატრიოტები ევროპისთვის“: ევროკავშირის ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპელი მოქალაქეების ინტერესებს არ ემთხვევა

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპელი მოქალაქეების ინტერესებს არ ემთხვევა. შესაბამისი საინფორმაციო ვიდეო სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკურმა ჯგუფმა გაავრცელა.

29 ივნისი 2026, 17:13

მსოფლიო

ბრიუსელი და პეკინი სავაჭრო მოლაპარაკებებს აახლებენ

ევროკავშირი და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებებს აახლებენ. ევროპული ბლოკის კომისარი ვაჭრობის საკითხებში დღეს ბრიუსელში ჩინეთის კომერციის მინისტრს უმასპინძლებს.

29 ივნისი 2026, 17:12

სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის მას ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

29 ივნისი 2026, 17:09

მსოფლიო

ერდოღანი იმედოვნებს, რომ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მთავარი მიღწევა ალიანსში სოლიდარობისა და ერთიანობის გაძლიერება იქნება

„ჩვენი მთავარი მოლოდინია ისეთი შედეგების მიღწევა, რომლებიც დაიცავს მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებს, განამტკიცებს ალიანსის სოლიდარობისა და ერთიანობის სულისკვეთებას. თუ გვსურს ვებრძოლოთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ, უნდა მოვხსნათ შეზღუდვები თავდაცვის ინდუსტრიით ვაჭრობაზე, ამავდროულად კი ტვირთის განაწილება ბალანსირებულად და სამართლიანად განვახორციელოთ“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში, ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებისთვის გამართულ ღონისძიებაზე.

29 ივნისი 2026, 17:07

სამართალი

შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი, რომელიც ამბობდა, რომ წყევლა შეურაცხყოფად არ მიაჩნია, სასამართლომ 3 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამარ გიორგაძის საქმე განიხილა. ის სამართალდამრღვევად ცნეს და სამიათას ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

 მიხეილ ყაველაშვილი
ვესელინ ვალკანოვი

29 ივნისი 2026, 16:59

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისტორიული კავშირები, საერთო ინტერესები და ურთიერთპატივისცემა განამტკიცებს.

29 ივნისი 2026, 16:52

მსოფლიო

Brussels Signal: გერმანიის არმიამ 300 000 ადამიანის გამოკითხვის შემდეგ მხოლოდ 530 რეკრუტი მიიღო

Brussels Signal-ი წერს, რომ ეს ციფრები მაშინ ქვეყნდება, როდესაც გერმანია 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის ბუნდესვერის 260 ათას ჯარისკაცსა და 200 ათას რეზერვისტამდე გაზრდას ცდილობს. ეს გერმანიას ომის შემთხვევაში 460 000-მდე ჯარისკაცის მობილიზების საშუალებას მისცემს. ეს გაფართოება აუცილებელ პირობად მიიჩნევა იმისთვის, რომ გერმანიამ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს და ევროპაში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს უპასუხოს.

29 ივნისი 2026, 16:49

მსოფლიო

გერმანიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის პერსონალი. პოლიციამ სოციალური ქსელების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.

29 ივნისი 2026, 16:38

სამართალი

გენერალურ პროკურატურას უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაცია ეწვია

გენერალურ პროკურატურაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაციის წევრები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების, ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფისა და პლატფორმის იმპლემენტაციის ნაწილში საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

29 ივნისი 2026, 15:38

ტაბლოიდი

„მინიონების“ პრემიერაზე მინიონურ ენაზე სიმღერის კონკურსი გაიმართა

ჰოლივუდში, მულტფილმის „მინიონები და მონსტრები“ პრემიერაზე მინიონების ენაზე სიმღერის კონკურსი გაიმართა. ღონისძიების ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. ამ უჩვეულო შეჯიბრის გამარჯვებული გახდა გოგონა, რომელმაც ჯგუფ Jackson 5-ის სიმღერა I'll Be There შეასრულა. მას ჯილდოდ ოქროს ბანანის ქანდაკება გადასცეს.

29 ივნისი 2026, 15:19

მსოფლიო

ირანში აშშ-სთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყვეს

ირანმა აშშ-სთან ორმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმების არსებობა უარყო. ამ კვირაში მსგავსი არაფერია დაგეგმილი, - განუცხადა სააგენტო Tasnim-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზამ გარიბაბადიმ.

29 ივნისი 2026, 15:12

ეკონომიკა

თბილისში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა

თბილისში „ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი“ გაიხსნა, რომლის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს, შეფასებისა და პრაქტიკული გამოყენების პროცესს გაეცნობიან. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.