imedi /  21 მაისი 2019, 11:43 / სანდო წყარო

რუსეთმა აშშ-ში ნავთობის მიწოდება გაზარდა

რუსეთმა აშშ-ში ნავთობის მიწოდება მკვეთრად გაზარდა, - წერს bloomberg-ი.

სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლს მაისის პირველ ნახევარში რუსეთმა აშშ-ს 5 მილიონი ბარელი ნავთობი მიაწოდა. აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განცხადებით, საწარმოები გეგმავენ, რუსეთიდან სამჯერ მეტი ნავთობი მიიღონ.

ექსპერტების შეფასებთ, რუსეთიდან აშშ-ში ნავთობის ექსპორტის მოცულობა სხვა ქვეყნებიდან მიწოდების ხარჯზე გაიზარდა. 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ ჩინური პროდუქციის გარკვეულ კატეგორიებზე გადასახადების 10%-დან 25%-მდე გაზრდის შესახებ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის ცვლილება გამოიწვია, - წერს - Reuters-ი. 

აშშ-ის სანქციების გამო ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის, - წერს Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ირანის ნავთობის ექსპორტი მაისში 24 საათში 500 000 ბარელამდე დაეცა.  ვითარება გაუარესდა აშშ-ის სანქციების შემდეგ.

16 მაისს ირანულმა ტანკერმა ჩინეთის ქალაქ ჩჯოუშანთან ნავთობი გადაზიდა, - წერს გამოცემა Reuters-ი. ირანმა ჩინეთს ნედლეული აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მიაწოდა. ტანკერ Marshal Z-ზე დაახლოებით 130 ათასი ტონა ნავთობი იყო. 

გასულ კვირას აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. 

როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა. 

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

ხოსე ბაეზი

19 ივნისი 2019, 16:06

მსოფლიო

ადვოკატი ჰარვი ვაინშტეინის დაცვაზე უარს ამბობს

ადვოკატი ხოსე ბაეზი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის დაცვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. „ბატონი ვაინშტეინი ისე იქცევა, რომ მისი ეფექტური დაცვა ძალიან რთულდება. ის ასევე ითხოვს ისეთი ქმედებების ჩატარებას, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენს შორის პრინციპიალური უთანხმოება არსებობს“, - განაცხადა ბაეზმა.

19 ივნისი 2019, 16:05

საქართველო

გურამ ფალავანდიშვილმა „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია დააანონსა

„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ დალუქოს სიბინძურის და დესტაბილიზაციის ბუდე. ჩვენ სახლში არავის ვუვარდებით , მაგრამ როცა ოფისიდან იგეგმება ერის შეურაცხმყოფელი და გარყვნილი პროექტები. ეს ოფისი უნდა დაიხუროს. ეს მოთხივნა ჯდება კანონის ფარგლებში, რადგან ბავშვები უნდა იყვნენ დაცულები მავნე ზეგავლენისგან "-განაცხადა ფალავანდიშვილმა.

Tesla

19 ივნისი 2019, 15:59

ტაბლოიდი

შვედმა ვიდეობლოგერმა Tesla-ს Model 3 პიკაპად გააკეთა. ვიდეო

Tesla-ს მოდელების შემადგენლობაში უკვე სამი ავტომობილია, კიდევ სამი ავტომობილი დაანონსებულია და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში გაიყიდება. მათ შორის სატვირთო მანქანა Tesla Semi-ც კი არის, თუმცა Tesla-ს ჯერ არ გამოუშვია პიკაპი, რომლის პროტოტიპის წარდგენის პირობაც ილონ მასკს აქვს დადებული.

დიმიტრი ტიმჩუკი

19 ივნისი 2019, 15:52

მსოფლიო

უკრაინელი დეპუტატი დიმიტრი ტიმჩუკი გარდაცვლილი იპოვეს

რადის დეპუტატი „სახალხო ფრონტიდან“ დიმიტრი ტიმჩუკი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.პირველადი ვერსიით, მან პოსტოლეტის გაწმენდის დროს მიიყენა სასიკვდილო დაზიანება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იულია სუსლიაკი

19 ივნისი 2019, 15:39

ძალოვნები

სააპელაციომ ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებული სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შედეგად კი ბავშვთა ტრეფიკიგნის საქმეში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება. საქალაქოს გადაწყვეტილება სუსლიაკისთვის წინასწარი პატიმრობის შესახებ დაცვის მხარეს სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული.

19 ივნისი 2019, 15:35

საქართველო

საპატრიარქო სასულიერო პირებს შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება"-წერია განცხადებაში.

19 ივნისი 2019, 15:31

ტექნოლოგიები

YouTube-ზე მაკიაჟის ვიდეოების ყურებისას პროდუქტების ვირტუალურად დატესტვას შეძლებთ

მათთვის ვისაც მაკიაჟის ტუტორიალების ყურება უყვარს, Youtube-ი გაფართოებული რეალობის გამოყენებით კოსმეტიკური პროდუქტების დატესტვას შესთავაზებს. ახალ ფუნქციას AR Beauty Try-On-ი ჰქვია და მისი გამოყენების საშუალებით ვიდეოს მიმდინარეობისას სახეზე იმავე პროდუქტებს დატესტავთ, რომელსაც იუთუბერი გამოიყენებს.

სამეფო კარის თამაშები

19 ივნისი 2019, 15:29

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის გადაღებები დაიწყო

სერიალის სახელწოდების სამუშაო ვერსია "გრძელი ღამეა" და მას ოლსტერის პროვინციაში გასაიდუმლოებულ ადგილზე იღებენ. „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის ფინალური სერია 19,3 მილიონზე მეტჯერ ნახეს, რაც HBO-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ახალი სერიალის პრეზენტაცია სავარაუდოდ 2020 წელს იგეგმება.

მალაიზიური „ბოინგი“

19 ივნისი 2019, 15:08

მსოფლიო

მალაიზიური ბოინგის საქმეზე რუსეთის 3 და უკრაინის 1 მოქალაქეა ეჭვმიტანილი

ჰოლანდიელ გამომძიებელთა ჯგუფმა უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური „ბოინგის“ საქმეზე ეჭვმიტანილები დაასახელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ეჭვმიტანილების სახელები კატასტროფაში გარდაცვლილების ნათესავებს დაუსახელეს, ოფიციალური პრესკონფერენცია კი ჰააგაში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

19 ივნისი 2019, 15:00

მსოფლიო

პრინცი არჩი შესაძლოა ობამებმა მონათლონ

ნათლობა მომდევნო კვირასაა დაგეგმილი. როგორც გაირკვა მეგან მარკლსა და პრინც ჰარის ობამებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. უფრო მეტიც, მიშელი მეგანის მენტორია. ცნობილია, რომ მეგან მარკლს დონალდ ტრამპი არ მოსწონს და მისი კრიტიკით გამოირჩეოდა წინასაარჩევნოდ. თეთრი სახლის ლიდერის ლონდონში ვიზიტისას ის საზეიმო ვახშამსაც არ დაესწრო.

იაპონია სტიქია

19 ივნისი 2019, 14:44

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. იაპონიაში 2011 წლის მარტში მომხდარმა 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ მაშინ ყველაზე დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. მაშინ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიღუპა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. 100 000-ზე მეტი კი ევაკუირებული იყო.

19 ივნისი 2019, 14:43

ტაბლოიდი

დიდმა თეთრმა ზვიგენმა მეთევზეებს სატყუარა შეუჭამა. ვიდეო

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეთევზეები გემზე იმყოფებოდნენ. როგორც კი ზვიგენი გამოჩნდა ერთ-ერთმა მათგანმა ვიდეო გადაიღო და Facebook-ზე გამოაქვეყნა. გემის კაპიტანი ჯეფ ქრილი აცხადებს, რომ ზვიგენზე ბევრჯერ უთევზავია, თუმცა მსგავსი რამ არასდროს უნახავს. მისი თქმით, მათ ზვიგენის დაჭერა ვერ შეძლეს.

კონკურსი

19 ივნისი 2019, 14:42

კულტურა

ინგლისში შიშველ სხეულზე მოხატვის ყოველწლიური კონკურსი გაიმართა. ფოტო

ინგლისში ყოველწლიური კონკურსი Canvas for Creativity გაიმართა, სადაც კონკურსის მონაწილეებმა მოდელების შიშველი სხეული მოხატვის შემდეგ ხელოვნების ნიმუშებად აქციეს. კონკურსის მონაწილეებისთვის ინსპირაციის ძირითადი წყარო ველური ბუნება იყო. კონკურსში ბოდიარტის გამორჩეული ნიმუშებიც იქცევდნენ ყურადღებას.

ლი კა შინგი

19 ივნისი 2019, 14:34

მსოფლიო

ჰონგკონგელი მილიარდერი ჩინელი სტუდენტების სწავლისთვის $14 მილიონს გაიღებს

კერძოდ, ამ თანხით, შანტუს უნივერსიტეტში 2019 წელს ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასური მომდევნო 5 წლის განმავლობაში სრულად დაიფარება. ფილანტროპი უკვე 90 წლისაა და ის განათლების სფეროში ინვესტირებითაა გამორჩეული.

ჯამალ ჰაშაღი

19 ივნისი 2019, 14:34

მსოფლიო

გაეროს სპეცმომხსენებელი: ჰაშაღის საქმესთან საუდელი ოფიციალური პირების კავშირი დადასტურდა

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანიეს კალამარის განცხადებით, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ოფიციალური პირების კავშირი დაადასტურა. ამის შესახებ მის მიერ მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელსაც ის 26 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრ ქვეყანას, მათ შორის საუდის არაბეთს წარუდგენს.

19 ივნისი 2019, 14:32

ტექნოლოგიები

მეცნიერები ახალ ეკოლოგიურ კატასტროფას წინასწარმეტყველებენ

ექსპერტებმა წყალსა და ატმოსფეროში კვლევა ველინგტონში ჩაატარეს. ამასთან, მკვლევრები ვერ ხსნიან, რატომ იზრდება მეთანის დონე. თუმცა ბევრი კვლევის თანახმად, ახალ გლობალურ კატასტროფაში წვლილი ცხოველების ფერმის მფლობელებს შეაქვთ.

საქართველო

19 ივნისი 2019, 14:09

საქართველო

ომბუდსმენი: საქართველოში 1382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში 1 382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილიც რუსეთიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და სირიიდან არიან.

ნავთობსადენის მშენებლობა

19 ივნისი 2019, 14:07

ეკონომიკა

კანადა $5,5 მილიარდიან ნავთობსადენს ააშენებს

კანადის მთავრობამ ნავთობსადენ Trans Mountain-ის გაფართოების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განუცხადა. მისივე თქმით, მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

დონალდ და მელანია ტრამპები

19 ივნისი 2019, 13:59

ტაბლოიდი

რა ეცვათ მელანია და ივანკა ტრამპებს დონალდის საპრეზიდენტო კამპანიის წარდგენისას. ფოტოები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად დაიწყო. თუმცა, პოლიტიკისა და ოფიციოზის გარდა მედიის ყურადღება პირველი ლედის მელანია ტრამპისა და თეთრი სახლის ლიდერის ივანკას ჩაცმულობამ მიიპყრო

სერიალი

19 ივნისი 2019, 13:45

მსოფლიო

GOT-ის მსახიობმა მისი გმირის ორსულობის შესახებ დეტალები გაამხილა

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა ლენა ჰიდიმ, რომელის სერიალში სერსეი ლანისტერის როლს თამაშობს, მიუნხენში, ComicCon-ის ფესტივალზე გამოსვლისას მსმენელს მისი პერსონაჟის ორსულობასთან დაკავშირებით გადაღებული ერთი სცენის შესახებ უამბო, რომელიც შემდეგ სერიალში აღარ ჩასვეს.