imedi /  01 ივნისი 2019, 14:32 / სანდო წყარო

თურნავა: „ეიპიემ ტერმინალს“ უფლება აქვს მთავრობის გადაწყვეტილება სამართლებრივად შეისწავლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ეიპიემ ტერმინალს“ მთავრობის გადაწყვეტილების სამართლებრივ ჭრილში განხილვის სრული უფლება  აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

,,ეიპიემ ტერმინალსი არის გლობალური ინვესტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკის განვითარებისთვის. ფოთის პორტი უმნიშვნელოვანესი ობიექტია ჩვენთვის და ძალიან ვაფასებთ ამ ინვესტორის წვლილს. მათ რა თქმა უნდა უფლება აქვთ სამართლებრივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება და რაც მთავარია მათთან ურთიერთობაც კანონთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი“- განაცხადა თურნავამ

მისი თქმით ყველა დარღვევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აღმოაჩინა უნდა აღმოიფხვრას:

„სხვაგვარად ეს არ ეკადრება არც ამ გლობალურ ინვესტორს და არც ჩვენს სახელმწიფოს და ეკონომიკის სამინისტროს. მეორე, ნებისმიერ ასეთ წინადადებას ჩვენ რასაკვირველია განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ პრიორიტეტულ მიმართებას ანაკლიასთან. ეს არის სტრატეგიული პრიორიტეტი, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი - ამ კონტექსტში განვიხილავთ ქვეყანაში საპორტო ინფრასტრუქტურის და ლოგისტიკის განვითარებას,"- განაცხადა თურნავამ.

„ეიპიემ ტერმინალსმა“ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ბრძანების სამართლებრივი შესწავლის შესახებ 31 მაისს განაცხადა. 

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ამის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსის გრიგოლ კაკაურიძის განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მან ისე მიიღო, რომ მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 29 მაისს გაავრცელა.

ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ  გაავრცელა. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 

მიმდინარე წლის 7 მაისს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 14:30

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

19 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა

ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

ლევან მაჭავარიანი

19 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით

„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

19 აპრილი 2026, 14:16

მსოფლიო

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.

სერგეი ლავროვი

19 აპრილი 2026, 14:10

მსოფლიო

ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

19 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა

მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აპრილი 2026, 13:45

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

19 აპრილი 2026, 13:35

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს

დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.

19 აპრილი 2026, 13:33

საზოგადოება

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.

19 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.

19 აპრილი 2026, 12:48

სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა

თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.

19 აპრილი 2026, 12:22

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

ლეო XIV

19 აპრილი 2026, 12:20

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.

19 აპრილი 2026, 11:58

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.

19 აპრილი 2026, 11:39

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა

„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.

19 აპრილი 2026, 11:31

მსოფლიო

Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ზერეკიძე

19 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

19 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

ირაკლი ჭეიშვილი

19 აპრილი 2026, 11:27

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ვინც არ უნდა ჩაატაროს სემინარი და ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენს ქვეყანაში დისონანსი და არეულობა, მერწმუნეთ, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, მსგავსი არეულობები არ მოხდება

ჩვენ არაერთი რევოლუციური სცენარი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არც ერთხელ გამოუვიდათ. ახლა გამოიგონეს ეს ბლაჟევიჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

19 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ

„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.