სერგეენკო ფოთის პორტზე: ეს იყო შეცდომა, რომელიც გამოსწორდა
დავით სერგეენკო
ფოტო: IMEDI
ფოთის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა, - ამი შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, შეცდომები შეიძლება მოხდეს ყველგან.
„შეცდომები ხდება სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ რაღაც სისტემა შეცდომის გარეშე მუშაობდეს. მე რასაც ვადევნებდი თვალყურს და რის საქმის კურსშიც ვარ ამ თემასთან დაკავშირებით - ეს იყო უწყების შეცდომა და ეს შეცდომა გამოსწორდა. პრობლემად აღიქვეს ის, თუ რატომ მოხდა შეცდომა. ჩემი აზრით, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უწყებამ ეს შეცდომა გამოასწორა, არ გაჯიუტებულა და არ დაუწყია ჯიქურ იმის გატანა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა. ჩვენ ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს. კარგი იქნება, რომ შეცდომა საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ როდესაც შეცდომა ხდება, ამოცანა არის ამ შეცდომის სწრაფად გამოსწორება, რაც დავინახეთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა სერგეენკომ.
„ეიპიემ ტერმინალსმა“ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ბრძანების სამართლებრივი შესწავლის შესახებ 31 მაისს განაცხადა.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ამის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსის გრიგოლ კაკაურიძის განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მან ისე მიიღო, რომ მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 29 მაისს გაავრცელა.
ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ გაავრცელა. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება.
მიმდინარე წლის 7 მაისს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 12:23
ეკონომიკა
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა I კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 12:19
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა
2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია, - მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
21 აპრილი 2026, 12:05
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.
21 აპრილი 2026, 11:58
მსოფლიო
Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება
ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, რუმენ რადევის პოლიტიკური გუნდის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 11:56
პოლიტიკა
The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ
ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.
21 აპრილი 2026, 11:48
პოლიტიკა
The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დადებით შეფასებებს
ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, - ვკითხულობთ The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.
21 აპრილი 2026, 11:46
პოლიტიკა
The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია - აშშ–საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით
შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია, - წერს ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest-ი, სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.
21 აპრილი 2026, 11:36
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონიკა რენატაბოლანიოს პერესი ხელმძღვანელობდა.
21 აპრილი 2026, 11:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში
ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
21 აპრილი 2026, 11:27
ჯანდაცვა
სარჯველაძე: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება
ეს უმძიმესი დაავადება დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს არის არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
21 აპრილი 2026, 11:14
ეკონომიკა
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 11:02
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ
რუსთავის მერიის გუნდი, კიდევ ერთ მასშტაბურ კულტურულ პროექტზე - ხელოვნების მულტიპროფილური სასახლის კონცეფციაზე მუშაობს.
21 აპრილი 2026, 10:46
პოლიტიკა
The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის, - წერს ონლაინ გამოცემა The National Interest-ი სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“. სტატიაში საუბარია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად შეფასებული შედეგი მოიტანა: მან საქართველო კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში, მისი ოფიციალურ მარშრუტში არყოფნის გამო.
21 აპრილი 2026, 10:45
სამართალი
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
21 აპრილი 2026, 10:34
სამართალი
პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
21 აპრილი 2026, 10:31
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.
21 აპრილი 2026, 10:28
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
21 აპრილი 2026, 10:28
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 10:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.


