Imedi /  17 ივნისი 2019, 15:22 / სანდო წყარო

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა.

„ჩვენ ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დასჭირდეს ინვესტორების მხრიდან ფინანსური ნაწილის დასახურად. შედეგად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადებს წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქალაქ სიეტლში, ანაკლიის პორტის ოპერატორ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, SSA MARINE -თან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული იყო.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ქალაქ სიეტლში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკულ კომპანია SSA MARINE -თან, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად განიხილება. ჩვენ გვსურს, მსგავსი მასშტაბისა და პროფილის კომპანიები მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

კრატერი იარაბუბა

22 იანვარი 2020, 00:40

ტექნოლოგიები

ცნობილია სად მდებარეობს დედამიწის უძველესი კრატერი

ავსტრალიელი მეცნიერების მტკიცებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე გიგანტური კრატერი იარაბუბა მეტეორიტის დაცემისგან 2,2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, რაც მას დედამიწის უძველეს კრატერად აქცევს. კერტინის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის შედეგები ვებგვერდ Phys.org-ზე გამოქვეყნდა.

ერაყი

22 იანვარი 2020, 00:20

მსოფლიო

ერაყში პროტესტს ისევ მსხვერპლი მოჰყვა

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ბაღდადში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები ესროლეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით უპასუხეს. სამშაბათს გამართულ აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსი კი ორშაბათის დემონსტრაციებს ემსხვერპლა.

ედვარდ სნოუდენი

21 იანვარი 2020, 23:54

მსოფლიო

ჟურნალისტს, რომელმაც ედვარდ სნოუდენთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა კიბერდანაშაულს აბრალებენ

ბრაზილიის პროკურატურის განცხადებით, გრინვალდი,"კრიმინალური ორგანიზციის ნაწილი იყო". მათი თქმით, ჟურნალისტი "ეხმარებოდა, ამხნევებდა და ხელმძღვანელობდა" ჰაკერების ჯგუფს, რომლებმაც ბრაზილიის იუსტიციის მინისტრისა და პროკურორების ტელეფონებში შეღწევა შეძლეს.

თენგიზ სიგუა

21 იანვარი 2020, 23:33

საქართველო

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა.

ტრამპის იმპიჩმენტი

21 იანვარი 2020, 23:11

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყო

მოსმენებზე უნდა გადაწყდეს დამნაშავეა თუ არა დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპი ამაში დამნშავედ ცნო და 2019 წლის დეკემბერში მისი იმპიჩმენტის საკითხს უყარა კენჭი. პროცესი ხანგრძლივი იქნება და კვირაში 6 დღე გაიმართება მოსმენები.

21 იანვარი 2020, 22:51

მსოფლიო

CNN: აშშ-ში, სავარაუდოდ, უცნობი ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

CNN-ის ინფორმაციით, ელოდებიან, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინეთიდან მოხვედრილი უცნობი ვირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას ოფიციალურად დაადასტურებს. არსებული ინფორმაციით შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.

აიფონი

21 იანვარი 2020, 22:42

ტექნოლოგიები

Apple-მა iCloud-ში შენახული მონაცემების დაშიფვრის იდეაზე უარი თქვა

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც FBI-მ დაიჩივლა, რომ მსგავსი ნაბიჯი გამოძიებების პროცესს ზიანს მიაყენებს. Apple-მა FBI ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩააყენა საქმის კურსში, რომ ღრუბლოვან ბაზაში დაშიფვრასთან დაკავშირებით ცვლილების განხორციელებას აპირებდა. ამას წინ უძღოდა სან-ბერნარდინოს ტერაქტის გამოძიება.

ბეა პერესი

21 იანვარი 2020, 21:56

ეკონომიკა

Coca-Cola: მომხმარებლებს პლასტმასის ბოთლები სურთ, ამიტომ მასზე უარს ვერ ვიტყვით

პერესის თქმით, მომხმარებლებს მოსწონთ ასეთი ბოთლები რადგან მსუბუქია. მისი განცხადებით, კომპანიის მიერ ბოთლის შეცვლამ შესაძლოა მომხმარებლის გაუცხოება გამოიწვიოს და მათ გაყიდვებს დაარტყას. "ბიზნესი არ იქნებოდა ბიზნესი ჩვენ თუ მომხმარებლებს არ მოვერგებით", - განაცხადა ბეა პერესმა.

პამელა ანდერსონი ჯონ პიტერსი

21 იანვარი 2020, 21:50

ტაბლოიდი

პამელა ანდერსონმა ფარულად პროდიუსერ ჯონ პიტერსზე იქორწინა

მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა ფარულად პროდიუსერ ჯონ პიტერსზე იქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დახურული საქორწინო ცერემონია მალიბუში გაიმართა. ანდერსონი და პიტერსი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდნენ, რამდენიმე თვის წინ კი ყველასგან ფარულად ძველი ურთიერთობა აღადგინეს.

21 იანვარი 2020, 21:30

კულტურა

Louis Vuitton-მა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი გამოფინა

Louis Vuitton-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი „სეველო“ პარიზში მაღაზიაში გამოფინა. ფრანგულმა ბრენდმა შერჩეული სტუმრები მიიწვია საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე მაღაზიაში, რათა ქვა საკუთარი თვალით იხილონ. 1758-კარატიანი ალმასი 2019 წელს ბოცვანაში იპოვეს.

სერგეი ლავროვი

21 იანვარი 2020, 21:27

მსოფლიო

მიშუსტინის მთავრობაში საგარეო უწყებას კვლავ ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელიც მას ახალმა პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პირველ ვიცეპრემიერად ანდრეი ბელოუსოვი, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელად კი დიმიტრი გრიგორენკო დაინიშნა.

LEGO საერთაშორისო კოსმოსური სადგური

21 იანვარი 2020, 20:51

ტაბლოიდი

LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა

კომპანია LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა. კომპლექტში ორბიტალური პლატფორმა, თანამგზავრი, კოსმოსური შატლი, სატვირთო კაფსულა და კოსმონავტის 2 ფიგურა შედის. კონსტრუქტორი 864 ნაწილისგან შედგება და 70 დოლარი ეღირება. მისი გაყიდვა 1-ელ თებერვალს დაიწყება.

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

21 იანვარი 2020, 20:40

ტაბლოიდი

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მედიას ფოტოებთან დაკავშირებით აფრთხილებენ

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მედიის წარმომადგენლები ოფიციალურად გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც გაზეთებსა და ონლაინმედიაში პაპარაცის მიერ ვანკუვერის პარკში გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მეგან მარკლი რვა თვის არჩის ორ ძაღლთან ერთად ასეირნებს.

ბომბი

21 იანვარი 2020, 20:22

მსოფლიო

კელნში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ბომბი იპოვეს

ბომბი ქალაქის ბიზნესცენტრში აღმოაჩინეს, ირგვლივ 500 მეტრის რადიუსში დაცული ზონა შეიქმნა, რაიონიდან კი 10 000 დასაქმებული პირის ევაკუაცია მოხდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბომბი 1000 მეტრის სიმაღლიდან არის ჩამოგდებული და დეტონატორს. ის მშენებლებმა იპოვეს.

ემინემი

21 იანვარი 2020, 20:15

კულტურა

ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. კერძოდ, კომპოზიცია Godzilla-ში, რომელიც ახალ ალბომში Music to Be Murdered By არის შესული, რეპერი 229 სიტყვას (339 მარცვალს) 30 წამში წარმოთქვამს. შესაბამისად, საშუალოდ ერთ წამში ემინემი 7,6 სიტყვას ამბობს.

ფხენიანი ჩრდილოეთ კორეა

21 იანვარი 2020, 20:03

მსოფლიო

უცნობი ვირუსის გამო ჩრდილოეთ კორეამ საზღვარი ჩაკეტა

უცნობი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩრდილოეთ კორეამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩინური მედიის ცნობით, ყოველწლიურად ჩრდილოეთ კორეას 350 ათასი ჩინელი სტუმრობს.

სტარტაპი

21 იანვარი 2020, 19:55

ტექნოლოგიები

ქართულმა სტარტაპმა დავოსის ფორუმზე ღვინის ავთენტურობის დასადგენი პროგრამა წარადგინა

ქართულმა სტარტაპმა - Vault Wines დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის – CVVC ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია. გიორგი გახარია სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.

ისრაელი საქართველო

21 იანვარი 2020, 19:35

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ისრაელი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს დააჩქარებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოდან ისრაელში არალეგალური ნაკადის შემცირებას.

გრეტა ტუნბერგი

21 იანვარი 2020, 19:32

მსოფლიო

ტუნბერგი დავოსის ფორუმზე: თქვენი უმოქმედობა ყოველ საათს აძლიერებს ცეცხლს

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

რუსი ჯაშუშები

21 იანვარი 2020, 19:23

მსოფლიო

შვეიცარიის მთავრობამ დავოსში რუსი ჯაშუშების დაკავების შესახებ განაცხადა

შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დავოსში ორი რუსი ჯაშუში დააკავა, რომლებიც საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებელ ვილიამ ბრაუდერზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tages Anzeiger სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.