imedi /  29 იანვარი 2020, 12:13 / სანდო წყარო

კალაძემ დიზაინერულ კომპანიებს მეტროს სადგურების განახლების პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდა

მეტრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდებს, მეტროსადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დიზაინის შემუშავების შემდეგ, უშუალოდ, მეტროს სადგურების განახლების პროექტი განხორციელდება. 

„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დაწყებული გვაქვს მეტროში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ. ყველაზე მთავარი კი არის ჩვენი მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები და გვინდა, ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, ვინც დიზაინით არის დაკავებული, ამ პროცესში ჩაერთონ. მათ მივაწვდით სრულ ინფორმაციას ამ სადგურებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით, მეტროსადგურების საუკეთესო დიზაინი გვექნება და შემდეგ უკვე უშუალოდ, პროექტის განხორციელება მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, დიზაინის შემუშავების შემდეგ, მეტროსადგურების განახლების პროექტის განხორციელება დაიწყება. 

„გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო დიზაინის შექმნამდე, უკვე ჩატარებულია. მაგალითად, ამდენი ხნის განმავლობაში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ განახლება ვერ მოვახერხეთ. ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა აქ იყო გარკვეული პრობლემები იმიტომ, რომ საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შეძლებდა, სრულყოფილი კვლევა ჩაეტარებინა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის  მოგვარება, რაც იქ ორი წლის წინ მოხდა. დღეს, უკვე გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია. შემდეგი ეტაპი ვიზუალიზაცია და დიზაინია. მინდა, შესაბამის სტრუქტურებს გთხოვოთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რათა ჩვენი მეტროს სადგურები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. დიზაინის შემუშავების სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ამისთვის საკმარისი თანხებიც გაგვაჩნია. შემდეგ კი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებთ მუშაობას პროექტის განხორციელების მიმართულებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2020, 23:52

საქართველო

ფოთიდან თბილისში, მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგო გადმოჰყავთ, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა

როგორც ფოთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი imedinews-სთან აცხადებს, გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

ინფექციური საავადმყოფო

26 თებერვალი 2020, 23:47

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 ადამიანიდან 16-ს კორონავირუსი არ აქვს, 2 კი ჯერ გამოკვლეული არაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 პაციენტიდან მათთან მკურნალობას მხოლოდ 6 გააგრძელებს. ცერცვაძის თქმით, ამ 6 პაციენტიდან ერთს აქვს კორონავირუსი, სამი - გრიპისგან მკურნალობას საჭიროებს, კიდევ ორი კი ახალი შემოყვანილია და ჯერ გამოკვლეული არაა.

26 თებერვალი 2020, 23:37

საქართველო

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 23:29

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება

ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 23:26

საქართველო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. ვიდეო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე.

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 23:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირება ხდება დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას, დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს

კორონავირუსით ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირება ხდება ძირითადად წვეთოვანი გზით - დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

26 თებერვალი 2020, 23:14

საქართველო

ალექსანდრე ღვთისიაშვილი: საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის მაღალი გავრცელება

საქართველოს საელჩოები მუდმივ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და ზომების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ოლივიე ვერანი

26 თებერვალი 2020, 23:10

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება ხშირად, ყოველ საათში

„დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება ხშირად, ყოველ საათში. დაიბანეთ ხელები ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ. ეს სასარგებლო ზომაა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

26 თებერვალი 2020, 23:06

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება

კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულ პაციენტს საქართველოში კონტაქტი მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან ჰქონდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 50 წლამდე კაცს ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, აქ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:52

საქართველო

კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი ჯერ ირანში იმყოფებოდა, საქართველოში კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა

მან მედიას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პაციენტი საქართველოში აზერბაიჯან-საქართველოს გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მანამდე ორი კვირით ადრე ის ირანში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა სააქართველოში. პაციენტის ოჯახის წევრის თქმით, მათ ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ აქვთ.

26 თებერვალი 2020, 22:39

საქართველო

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია

მოსახლეობისადმი მთავარი რეკომენდაცია არის, შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:35

საქართველო

საბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი კაცი გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით, საბაჟოდან ორი კაცი გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

26 თებერვალი 2020, 22:25

საქართველო

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანალიზი

26 თებერვალი 2020, 21:58

მსოფლიო

პაკისტანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

პასკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქალაქ კარაჩიში დაფიქსირდა. საუბარია 22 წლის პაციენტზე, რომელიც აქამდე ირანში იყო ნამყოფი. ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში კი ინფიცირებულია ქალი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა სამშობლოში.

პრინცი ჰარი

26 თებერვალი 2020, 21:52

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი: უბრალოდ ჰარი დამიძახეთ

პრინცი ჰარი კანადაში გადასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში. თავის პირველ საჯარო ღონისძიებაზე მან მოითხოვა, რომ მას სამეფო ტიტულის გარეშე მიმართონ. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ სამეფო ტიტულს ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში დაკარგავენ.

ალეკო ელისაშვილი

26 თებერვალი 2020, 21:40

საქართველო

ალეკო ელისაშვილი საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე: ის, რაც მოვისმინეთ, იყო ცანცარი და მეტი არაფერი

არც პირადად მე და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ არც ერთი ლიდერი არ შევთანხმებულვართ არავის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიედერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა ეზუგბაია

26 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 14 პაციენტიდან კორონავირუსი სავარაუდოდ არც ერთს არ აქვს

„სანერვიულო არაფერი გვაქვს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ და საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ამ 14 შემთხვევაშიც ტესტის შედეგები იქნება ნეგატიური", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Amazon/eBay

26 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon-ისა და eBay-ის ოფისებში შევიდა

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon და eBay-ის ოფისებში შევიდა პირბადებისა და სადეზინფექციო საშუალებების გაზრდილი ფასებით გაყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში.