მსოფლიო ბანკი: 2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა
ფოტო: Shutterstock.com
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის შემცირების და მიწოდების შეფერხების გამო, 2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა. მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა შოკმა სასაქონლო პოზიციების უმეტესობაზე ფასების ვარდნა განაპირობა და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაბალი ფასების დაფიქსირება.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მოულოდნელმა გაჩერებამ ყველაზე დიდი გავლენა ენერგომატარებლების და ლითონების ფასებზე იქონია და მოსალოდნელია სერიოზული გლობალური რეცესია. ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის ნავთობის ფასი, მკვეთრად შემცირდა.
სასოფლო - სამეურნეო საქონლის უმეტესობის პერსპექტივაზე მოკრძალებული ზემოქმედების მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ან საქონლის მარაგების დაგროვება შეშფოთებას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.
„წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა შეამცირებს მოთხოვნას და შეაფერხებს მიწოდებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამ საქონელზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებზე“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე - პრეზიდენტმა, ჯეილა პაზარბაშიოღლუმ.
მისივე თქმით, „პოლიტიკის შემმუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის აღმოჩნდება“.
იანვრიდან მარტამდე პერიოდში, ნედლი ნავთობის ყოველთვიური საშუალო ფასი 50 პროცენტით დაეცა. ფასებმა ისტორიულ მინიმუმს აპრილში მიაღწია, ზოგიერთი საბაზისო სავაჭრო მონაცემის უარყოფითი მნიშვნელობით.
სავარაუდოდ, 2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება, რაც ოქტომბრის პროგნოზის მკვეთრი დაღმავალი ცვლილება და 43 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ბარელზე 61 აშშ დოლარს შეადგენდა.
ასეთი შემცირება ასახავს მოთხოვნის ისტორიულად უდიდეს ვარდნას. ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და ნავთობის სხვა მწარმოებლებს შორის არსებულ საწარმოო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ზოგადად, 2020 წელს მოსალოდნელია ენერგორესურსების (მათ, შორისაა ბუნებრივი გაზი და ნახშირი) ფასების 40 პროცენტით კლება, ხოლო 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდისკენ შემობრუნება.
ლითონის ფასები ასევე დაეცა 2020 წლის დასაწყისში. მნიშვნელოვნად შემცირდა სპილენძის და თუთიის ფასი, რაც განსაკუთრებით უკავშირდება გლობალურ ეკონომიკურ საქმიანობას. მოსალოდნელია 2020 წლის განმავლობაში ლითონის ფასების კლება 13 პროცენტით, რადგან შემცირებული მოთხოვნა და ძირითადი დარგების გაჩერება ბაზარს მძიმე ტვირთად აწვება. გლობალური ეკონომიკური ვარდნა ყველაზე მეტად გავლენას იქონიებს სამრეწველო ლითონებზე, განსაკუთრებით ჩინეთში, რომელზეც მოდის ლითონებზე არსებული მსოფლიო მოთხოვნის ნახევარზე მეტი.
სასოფლო-სამეურნეო ფასები ნაკლებად არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე და მხოლოდ უმნიშვნელო კლება აღინიშნა 2020 წლის პირველ კვარტალში, რეზინის გარდა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში გამოიყენება.
ძირითადად მოსალოდნელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის განმავლობაში, რამდენადაც წარმოების დონეები და ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები რეკორდულად მაღალია. თუმცა, შესაძლებელია სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოება შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს ნედლეულით (მაგ. სასუქი, პესტიციდები) ვაჭრობაში და დისტრიბუციაში არსებული შეფერხების და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობის გამო.
მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ უკვე იქონია გავლენა განვითარებად ბაზრებზე და ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე, როგორებიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული.
„ეს უდიდესი შოკია სასაქონლო ბაზრებისთვის. დაბალმა ფასებმა ნავთობზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს განვითარებად ქვეყნებზე და საფრთხე შეუქმნას აუცილებელ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას.
საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემებზე ინტერვენციების მეშვეობით ენერგიის მრავალფეროვან წყაროებში, მდგრად ტრანსპორტში და ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომაში, რომელიც ადამიანებს მისცემს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას ასეთ რთულ პერიოდში. ეს გადამწყვეტი იქნება არსებითი სოციალური სერვისების მისაწოდებლად, სამუშაო ადგილების დასაცავად, ბიზნესის მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის სფეროში, მახტარ დიოპმა.
ანალიზის თანახმად, შესწავლილია COVID-19 პანდემიის ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე. შერბილების ღონისძიებებს, რომელიც ვირუსის კონტროლის მიზნით ხორციელდება, შედეგად მოჰყვა ნავთობზე მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას შეუძლია სხვა საქონლის მოხმარების ცვლილების და წარმოების შემცირების გამოწვევა და ასევე, სურსათით უზრუნველყოფისთვის საფრთხის შექმნა.
პანდემიას აქვს სასაქონლო მოთხოვნასა და მიწოდებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოქმედების პოტენციალი. ნავთობის ფასების კლება პოლიტიკის შემმუშავებლებს განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში ენერგოსუბსიდიების რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ამ რეფორმებს შეუძლია თავისუფალი ხარჯვის ხელშეწყობა პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ენერგორესურსების არაგონივრული მოხმარების შეწყვეტა, და ხარჯების გადანაწილება მოსახლეობის ღარიბი ფენის დასახმარებელ პროგრამებზე.
გამოცემის კიდევ ერთი ანალიტიკური თავი OPEC -ს სხვა მსგავსი საქონლის მიწოდების მართვის ხელშეკრულებების კონტექსტში განიხილავს. ასეთი ხელშეკრულებები დაირღვა დროთა განმავლობაში ეკონომიკური ძალების და სხვა მოვლენების წნეხის გამო და OPEC-იც შესაძლოა იგივე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრარული მიმართულების ინსტიტუტის Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა.
16 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციამ იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხების. აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ, რათა ტრენინგები გაიარონ
ოპოზიციამ დიდი ხანია იცის, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ დამარცხების, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2025 წლის 4 ოქტომბერს ჰქონდათ მცდელობა, მოეწყოთ ძალადობრივი რევოლუცია, ეს ჩაუფლავდათ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მუშაობენ - ეს მცდელობები მათ ყოველთვის ჩაუფლავდებათ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად
„თვითონ რადიკალებს რაც შეეხებათ, არაფერი უშველით. ბატონი აკერმანი ატრენინგებდა, მერე იყო მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც გზამკვლევი ჩამოუწერა და გადასცა, თუ როგორ უნდა აერიათ საქართველოში ვითარება. ახლა ახალი ბატონი გამოჩნდა მათთვის. რა თქმა უნდა, მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 14:07
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, მოიგონეს აბასთუმნის თავზე ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტაო, არადა საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნით
გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად - აგენტურულ „მედიას" სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე. მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 14:03
მსოფლიო
The Times: ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ბრიტანეთში, შესაძლოა, სურსათის დეფიციტი შეიქმნას
დიდი ბრიტანეთი ირანთან ომის შედეგების ფონზე სურსათის დეფიციტისთვის ემზადება. სტატიას ამ შინაარსით The Times-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა - გადაწყვეტილება ობსერვატორიის მეცნიერულ საჭიროებებს უკავშირდება, ხოლო მისი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება არასერიოზულია
აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციაა და არა რეალური პრობლემა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაკავშირებულია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია-ს საქმიანობასთან და მის მეცნიერულ საჭიროებებთან. მცდელობა, რომ ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდეს არასერიოზულია - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
ხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?
ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინავების ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს და ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „,მეორეხარისხოვანსა" და ,,ტვ უკანასკნელს" ეს რაში აინტერესებთ? - წერს X-ზე ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.
16 აპრილი 2026, 13:56
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მორიგ სიყალბეში, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ცა გადაკეტა, სიახლე არაფერია, უნიჭო ნაცპროპაგანდისტების კრეტინობაა; მეცნიერებმა ობსერვატორიიდან დაკვირვებისთვის ითხოვეს საჰაერო ტრასის ჩაკეტვა
უსაშველო დეზინფორმატორების "არსენალში" ხშირად ჩნდება ისეთი ჩლუნგური ცნობები, რომ ივანიშვილმა "ხეები მოგლიჯა", სანაპირო ზოლი "მიიტაცა", გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება "რესტორნებისთვის სჭირდება", "ისინი დააპატიმრა" და ა.შ. - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
16 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციამ ტრენერად ვინმე ბლაჟევიჩი აირჩია. მისი გააქტიურება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე
„საბოლოოდ, პოლიტიკაში შედეგს განსაზღვრავს არა კონსულტანტების ცვლილება, არამედ ნდობის აღდგენა, მკაფიო ხედვა და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება, რომელთაგან ოპოზიციას არცერთი არ გააჩნია. ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს რადიკალური სცენარების რეალიზება, მხოლოდ თეორიულ მსჯელობად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ ეროვნულობის განცდა და არ აქვთ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
16 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“ იგორ ბლაჟევიჩი იპოვა, რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს - ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის
ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“, იგორ ბლაჟევიჩი იპოვა. რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს. თუმცა ოპოზიცია, როგორც ჩანს, ვერ ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის, - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 13:46
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას
„მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. კანონის პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 13:46
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა. ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,7744 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ათ ცალად დაფასოებული განათავსა. ამასთან, 35 ცალად დაფასოებული 13, 65 გრ. „ალფა-პვპ“ შეინახა თბილისში, სპეციალურ სამალავში.
16 აპრილი 2026, 13:46
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:38
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 13:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება
ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
16 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა
უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.


