ყველის მწარმოებელთა ასოციაცია: მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც მეწარმემ ეტიკეტზე უნდა გამოიტანოს და მომხმარებელმა ამოიკითხოს, არის თუ არა ადგილობრივ ანუ ნედლ რძეზე წარმოებული პროდუქცია
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
ფოტო: IMEDI
ნოემბრიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. სარეალიზაციოდ გამოტანილ ნედლი რძის ნაწარმს ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული, რომ იგი ნედლი რძისგან არის დამზადებული. გამომდინარე იქიდან, რომ რძის ნაწარმი ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მისი შემცველობის დადგენა მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მომხმარებელებმა უნდა იცოდნენ თუ რაში იხდიან ფულს და რამდენად ნატურალურია მათ მიერ შეძენილი რძისა და ყველის პროდუქცია. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, სახელმწიფოს ასეთი მიდგომა მყისიერად აჩენს იმედს ფერმერებში, რომ მათ რძეზე გაჩნდება მოთხოვნა, რაც მეწარმეებს მეტ სტიმულს მისცემს.
„ნედლ რძეს ვერ შემოიტან ვერცერთი ქვეყნიდან იმიტომ, რომ თვითონ რძეს ააქვს 70 საათი ხანგრძლივობა არსებობისა და ბუნებრივია, შემდეგ ის არ არის ვარგისი რაიმე პროდუქტის მისაღებად.
დღეს საკმაოდ რთულია, ქართველი მომხმარებლისთვის, იყოს მშვიდად, სინამდვილეში რას მიირთმევს? ქართულ ნედლ რძეზე დამზადებულ პროდუქციას, რომელიც ასევე უნდა იყოს სტანდარტთან მორგებული, პასტერიზებული, არ უნდა იყოს არავითარი დამატებითი მინარევები, თუ მიირთმევს ფხვნილზე დამზადებულს, ირანულ რძეზე დამზადებულს? იმიტომ, რომ მათ რაც არ უნდა ბევრი ებრძოლო ისინი მაინც არსებობენ და სწორედ ამიტომ არსებობს ქვეყანაში მარეგულირებელი ორგანო, რომ ეს გააკონტროლოს„ - აღნიშნა ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება 2020 წლის 30 ივლისს შევიდა, ნოემბრამდე კი ბიზნესს ჰქონდა ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იმისათვის, რომ ახალი რეგულაციისთვის მომზადებულიყვნენ.. რეგლამენტი რძის სექტორს, პრაქტიკულად, ორი მიმართულებით არეგულირებს - რძის, რძის ნაწარმისა და მისი პროდუქტების შემცველობისა და ეტიკეტირების წესებს განსაზღვრავს, ასევე ბიზნესოპერატორის მიერ პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის სავალდებულო პირობებს აწესებს.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 08:31
რეგიონი
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:30
საზოგადოება
კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.
29 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
29 აპრილი 2026, 08:23
ჯანდაცვა
გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით
პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
29 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ
მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას
ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
29 აპრილი 2026, 08:03
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.
29 აპრილი 2026, 08:00
ჯანდაცვა
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.
29 აპრილი 2026, 02:16
მსოფლიო
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
29 აპრილი 2026, 01:50
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება
აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.
29 აპრილი 2026, 01:44
მსოფლიო
Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.
29 აპრილი 2026, 01:31
მსოფლიო
მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“
გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.
29 აპრილი 2026, 01:25
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია
მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.
29 აპრილი 2026, 01:06
სპორტი
კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა
კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
29 აპრილი 2026, 00:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.
28 აპრილი 2026, 23:28
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.
28 აპრილი 2026, 22:30
მსოფლიო
ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.
28 აპრილი 2026, 22:22
მსოფლიო
CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას
პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.
28 აპრილი 2026, 22:00
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი
ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა, წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.


