imedi /  25 ივნისი 2021, 16:18 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1 300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1 300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

„პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი გეგმის მიხედვით დაფინანსდება 1 300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს 6 მილიარდ ლარს.

მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონული მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმი, რაც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონში, „ბიზნეს ცენტრების“ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

„ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგა ბიზნესი პანდემიის შედეგად. როგორც ჩვენი ადმინისტრაციის პირველივე დღეებში განვაცხადეთ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესის ეფექტურ და სწრაფ გაჯანსაღებას.

როგორც შეგპირდით, რეგულაციების შემსუბუქების და ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების პარალელურად, გაიზრდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების, როგორიცაა მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, არეალი და მასშტაბები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა იწყებს სრულიად ახალ ეტაპს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად.

„დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. ამასთან, ჩვენ არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს დავაფინანსებთ, არამედ მოვახდენთ სესხის თანაგარანტირებასაც. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მეტ ბიზნესს გაუჩნდება ფინანსებზე წვდომა.

ამასთანავე, ჩვენ შემოგვაქვს თვისობრივად ახალი ფინანსური მექანიზმები იმპორტის ჩამნაცვლებელ და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისათვის; ასევე, სპეციალური პროგრამა აგრო და ეკო ტურისტული ობიექტების მხარდაჭერისათვის. დამატებით საგრანტო მექანიზმებით სარგებლობა შეეძლება ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

25 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ქუჩის პროტესტზე: საკუთარი არსებობის გასამართლებლადაც კი სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ და რომელიმე, მაგალითად, 667-ე დღე ჩაატარონ. ეს მათი არსებობის გამოვლინებად არის მიჩნეული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით გორდულაძე ქუჩის პროტესტის არსს აფასებს.

თორნიკე ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორ დაგეგმეს გარე აქტორების ჩართულობით მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც სამიზნეში იღებს გაცხადებულ სამშვიდობო კურსს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.„ქრონიკასთან“ ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა, სადაც გვარამია ამბობს „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“.

ალექსანდრე დარახველიძე

25 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ

შსს-თვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩატარებულ აქციას, რომელიც ნარკოტიკების თემაზე გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი

25 სექტემბერი 2026, 17:28

მსოფლიო

DW: რუსეთი სომხეთს 1 ნოემბრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდების სრული შეწყვეტით ემუქრება, თუ ერევანი ოთხ პოლიტიკურ მოთხოვნას არ შეასრულებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

25 სექტემბერი 2026, 17:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი შერიგების პოლიტიკა, ქართველი ხალხის სურვილი, რომ ნდობა აღდგეს პირველ რიგში ქართველ და აფხაზ, ქართველ და ოს ხალხებს შორის

არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი შერიგების პოლიტიკა, ქართველი ხალხის სურვილი, რომ ნდობა აღდგეს პირველ რიგში ქართველ და აფხაზ, ქართველ და ოს ხალხებს შორის, - საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომლის თქმითაც, „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“.

25 სექტემბერი 2026, 17:15

საზოგადოება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

25 სექტემბერი 2026, 17:10

საზოგადოება

2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო წლების დინამიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული კულტურების წარმოების, ისე პროდუქტიულობის, წარმოების სტრუქტურისა და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილების გათვალისწინება.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

25 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. უდიდესი ცვლილებებია მოსალოდნელი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრას გამოეხმაურა და მას ძალიან პროდუქტიული უწოდა.

25 სექტემბერი 2026, 17:01

პოლიტიკა

სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა

ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.

25 სექტემბერი 2026, 16:38

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს

ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მისალოცი წერილი.

25 სექტემბერი 2026, 16:32

საზოგადოება

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკაში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდნენ

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2026, 16:17

პოლიტიკა

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე ნუკა არველაძეს: რაც შენ „ოცნებამ“ პატივი გცა, არც მადლიერება გცოდნია და არც ადამიანობის გაგეგება. ახლა ვრწმუნდები, ნაცებს კი არ ებრძოდი, პირიქით, მათ ჰყავდი დასაქმებული

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში ნუკა არველაძის ბოლოდროინდელ კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენ არის მიმართული.

25 სექტემბერი 2026, 16:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო

ფორუმი 25–26 სექტემბერს, ბაქოში იმართება და მისი მთავარი თემაა „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“.

25 სექტემბერი 2026, 16:10

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს, აჭარის კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ ახალი სეზონისთვის მზადებასთან, შემოქმედებით გეგმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

25 სექტემბერი 2026, 15:48

მსოფლიო

Financial Times: ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრამპის ამერიკას მოკავშირედ აღარ განიხილავს

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შიდა დოკუმენტში გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ უკვე აღარ არის ისეთი სანდო მოკავშირე, როგორიც წარსულში იყო. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 15:47

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

არჩილ გორდულაძე

25 სექტემბერი 2026, 15:45

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“ სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა

„ნაცმოძრაობას“ ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის მიერ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩატარებულ პერფორმანსზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2026, 15:38

თავდაცვა

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“’ ორგანიზებით, გაიმართა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება; ღონისძიება აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს მიეძღვნა.

25 სექტემბერი 2026, 15:37

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ლევან მაჭავარიანი

25 სექტემბერი 2026, 15:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: რა თქმა უნდა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ამის ფონზე უნდა წარიმართოს ყველა მოლაპარაკებები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებზე ისაუბრა. ლევან მაჭავარიანი ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და სუვერენიტეტის დაცვის შესახებ გაკეთებულ აქცენტებს გამოჰყოფს.