სამსუნგის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების, Galaxy A სერიის 2022 წლის მოდელების გაყიდვა საქართველოში დაიწყო
ფოტო: Samsung
სამსუნგის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების, Galaxy A სერიის 2022 წლის მოდელების გაყიდვა საქართველოში უკვე დაიწყო. მათი შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათი ვებ-გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი: ალტა (www.alta.ge), ელიტ ელექტრონიკსი (www.ee.ge), მეგატექნიკა (www.megatechnica.ge), მეტრომარტი (www.metromart.ge); და ყველა იმ მაღაზიაში, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით დაგხვდება. ოფიციალურ სმარტფონებზე სამსუნგი მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა სურპრიზს, შეთავაზებასა და ფასდაკლებას შემოგთავაზებს.
უახლესი Galaxy A33, Galaxy A53 და Galaxy A73 მათი წინამორბედების უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული გაგრძელებაა. დიზაინის, მახასიათებლების, ფუნქციონალისა და ფასის მიხედვით, A სერიის მოდელები აკმაყოფილებს ყველა ტიპის მოთხოვნას. რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
Galaxy A73 – Galaxy A სერიის ყველაზე მძლავრი წარმომადგენელია, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებით, გაუმჯობესებული კამერითა და 2-დღიანი აკუმულატორით წარმოადგენს მულტიფუნქციურ სმარტფონს. A73 აღჭუვილია უსაზღვრო O ტიპის 6.7’’-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც 120Hz_იანი განახლების სიხშირე და FHD+ რეზოლუცია აქვს.
პირველად Galaxy A სერიის სმარტფონებში, Galaxy A73-ის მთავარი კამერა 108MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს ყველაზე მაღალ დეტალიზაციას A სერიაში.
Galaxy A73 აღჭუვილია ახალი თაობის 6nm-იანი და 8 ბირთვიანი Snapdragon 778 პროცესორით. წინა მოდელთან შედარებით მისი გამოთვლითი წარმადობა 30%-ით, ხოლო გრაფიკული წარმადობა 60%-ით არის გაზრდილი. ასევე 15%-ით არის გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობაც. A73 ხელმისაწვდომია 6GB/128GB ან 8GB/256GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით. Galaxy A73 არის ორ SIM-ბარათიანი, აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა და ასევე microSD სტანდარტის მეხსიერების ბარათის სლოტი. Galaxy A73 შეძენას შეძლებ რუხ, მწვანე და თეთრ ფერებში.
Galaxy A53 - მის ძირითად ძლიერ მხარეებს მაღალი ხარისხის ეკრანი, მულტიფუნქციური კამერა და დიდი აკუმულატორი წარმოადგენს. ის აღჭურვილია უსაზღვრო O ტიპის 6.5’’-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც მაღალი სიხშირის 120Hz-იანი მკვეთრი და კონტრასტული გამოსახულება აქვს FHD+ რეზოლუციით. გამოსახულების გარჩევა მზეშიც არ წარმოადგენს პრობლემას. აღსანიშნავია თვალის კომფორტის ფარი, რომელიც კონტენტისა და განათების მიხედვით ფილტრავს გამოსახულებას და ხდის მას ნაკლებად დამღლელს თვალისათვის.

Galaxy A53-ის მთავარი კამერა 64MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს მაღალ დეტალიზაციას. მთავარი კამერა ასევე ოპტიკური სტაბილიზაციითაა აღჭურვილი. არასაკმარისი განათების პირობებში, კი ღამის რეჟიმი ერთვება რომელიც 12 კადრის გაერთიანებით შემოგთავაზებს საუკთესო შედეგს. გარდა მთავარი კამერისა, Galaxy A53 აღჭურვილია 3 ძირითადი კამერით: 12MP-იანი ულტრაგანიერი კამერა იდეალურია პეიზაჟებისა და ინტერიერის გადასაღებად; 5MP მაკროკამერას უკვე 2-3 სმ-დან შეუძლია აიღოს ფოკუსი და გადაიღოს შთამბეჭდავი მაკრო ფოტოები. 5MP სიღრმის სენსორი ურუნველყოფს ეფექტურ პორტრეტის ფოტოებს, ფონის გაბუნდოვნებით.

Galaxy A53 აღჭურვილია სამსუნგის ახალი თაობის 5 ნანომეტრიანი და 8 ბირთვიანი Exynos 1280 პროცესორით. მუშაობის ხანგრძლივობაზე 5,000 mAh აკუმულატორია პასუხისმგებელი. ახალი სისტემა Android 12 და ინტერფეისი One UI 4.1 გონივრულად და ეკონომიურად იყენებენ აკუმულატორს, რის შედეგადაც 1 დამუხტვით სმარტფონი 2 დღე იმუშავებს. A53-ს 25W-იანი სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს. Galaxy A53 საკმაოდ დაცული სმარტფონია. ის წყალ და მტვერგამძლეა IP67 სტანდარტით. ეკრანის განბლოკვა შესაძლებელია როგორც სახის ამოცცნობით, ასევე ეკრანს მიღმა ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერით.
Galaxy A53 ხელმისაწვდომია 6GB/128GB ან 8GB/256GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით და მის შეძენას შავ, ლურჯ, ატმისფერ და თეთრ ფერში შეძლებ.
Galaxy A33 - გამოყენებულია მინიმალისტური და სოლიდური დიზაინი სწორი გვერდებით, რაც სამსუნგის 2022 წლის სმარტფონების ტრენდს წარმოადგენს. დახვეწილ ვიზუალთან ერთად, ასეთი დიზაინი ყოვედღიურობაში უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი გამოსაყენებელია, მათ შორის სმარტფონის ცალი ხელით მოხმარებისას.
Galaxy A33 გვთავაზობს შთამბეჭდავ მულტიმედია გამოცდიელბას ძალიან მაღალი ხარისხის ეკრანითა და სტერეო ჟღერადობით. ის აღჭუვილია უსაზღვრო U ტიპის 6.4’’-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც მაღალი სიხშირის 90Hz-იანი მკვეთრი და კონტრასტული გამოსახულება აქვს FHD+ რეზოლუციით.
Galaxy A33-ის მთავარი კამერა 48MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს მაღალ დეტალიზაციას. პირველად A სერიის 3-იანში მთავარი კამერა ასევე ოპტიკური სტაბილიზაციითაა აღჭურვილი, რაც რადიკალურად აუმჯობესებს როგორც ფოტო, ასევე ვიდეოგადაღების ხარისხს. ძირითადი კამერის გადაღების რეჟიმებიდან საინტერესოა აჩქარებული და შენელებული ვიდეოგადაღებები.
Galaxy A33 აღჭურვილია სამსუნგის ახალი თაობის 5nm-იანი და 8 ბირთვიანი Exynos 1280 პროცესორით.
A სერიის დანარჩენი წარმომადგენლების მსგავსად, A33-იც საკმაოდ დაცული სმარტფონია, რომლიც წყალ და მტვერგამძლეა IP67 სტანდარტით, ხოლო ეკრანი Corning Gorilla Glass 5 სტანდარტით არის დაცული. აქ ასევე ვხვდებით ისეთ საინტერესო სერვისებსა და ფუნქციებს, როგორიცაა: დაცული საქაღალდე, ორმაგი მესენჯერი, სარკმლის ხედვის რეჟიმი და სხვა. A33 ხელმისაწვდომია, 6GB/128GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით, შავ, ლურჯ, ატმისფერ და თეთრ ფერებში.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს… და გასაჩუქრებს!
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 19:16
მსოფლიო
Reuters: უკრაინა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება
რუსეთის ზამთრის მასირებული თავდასხმების კამპანიის შემდეგ, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პარასკევს განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
08 მაისი 2026, 18:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
08 მაისი 2026, 18:47
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.
08 მაისი 2026, 18:42
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ყველა რეფორმა, რასაც ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმართულია იმისკენ, რომ ვენახი გაშენდეს თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით
„ჩვენ გვინდა, ეს წარმატება არ იყოს შემთხვევითი, გვინდა მსოფლიოს ბაზარზე ადგილი მტკიცედ გავიმყაროთ. უმნიშვნელოვანესია ყურძენი და ვენახი და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახი, რომელსაც ჩვენ გავაშენებთ, იყოს უმაღლესი ხარისხის და იყოს გაშენებული იმ თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით, რაც ვენახს მისცემს საშუალებას, რომ იყოს გრძელვადიანი წარმატებული ინვესტიცია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
08 მაისი 2026, 18:31
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა
გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას.
08 მაისი 2026, 18:29
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები
ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა.
08 მაისი 2026, 18:28
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდაზე დიპლომატიური გადაწყვეტა დევს, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს დანებდება ზეწოლას“. მან დაგმო ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმები მას შემდეგ, რაც დაძაბული ზავის ფონზე, გუშინ მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
08 მაისი 2026, 18:28
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისის ისტორიულ უბანში, გუდიაშვილის მოედანზე, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:28
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განახლებული რეგულაციების დადგენას ითვალისწინებს.
08 მაისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:23
მსოფლიო
CNN: გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ თურმე, ძალადობრივი დამხობის ორგანიზების ფაქტი მართლაც ყოფილა. მასში კონკრეტული პირები მონაწილეობენ და ამას დაგმობენ
დღეს, როდესაც განაჩენია დამდგარი და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მხრიდან არის ის რაღაც მოჩვენებითი სიჩუმე, არ იბერტყავენ ყურებს, არ უნდათ, რომ ამაზე სიმართლეს თვალები გაუსწორონ და აღიარონ ის, რის წახალისებასაც თავად ახდენდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.
08 მაისი 2026, 18:19
საზოგადოება
ლევან მეხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაარსება და აღიარება და ის, რომ საქართველოში გვექება დღე, როდესაც აღვნიშნავთ ქართული ღვინის კულტურას, ქართული ვაზის კულტურას. დადასტურებულად საქართველო არის ღვინის სამშობლო. 8 000 წლიანი ისტორია არის ერთგვარი პასუხისმგებლობა იმის, რომ ქართველებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული და საუკეთესო ღვინო“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით.
08 მაისი 2026, 18:18
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს - უკვე დროა, ევროკავშირის დაფიქრდეს სერიოზულად, გადახედოს დამოკიდებულებას, ურთიერთობას საქართველოსთან მიმართებაში
ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს. წერილი იწყებოდა ზუსტად იმის შეხსენებით, თუ რა ძირითად ღირებულებებზე და ფასეულობებზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, გაერთიანება, რომელიც უნდა ყოფილიყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
08 მაისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ყველას, ამერიკა იქნება, ევროპა თუ სხვა, ვესაუბრებით საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არის პოზიტიური გზავნილები, პოზიტიური სიგნალები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
08 მაისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი
ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
08 მაისი 2026, 17:55
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით ჩიხშია შესული
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გაწეული ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, ჯერჯერობით უშედეგოა და ჩიხშია შესული.
08 მაისი 2026, 17:49
თავდაცვა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისში, JTEC-ში იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
08 მაისი 2026, 17:47
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.


