imedi /  04 სექტემბერი 2017, 12:07 / სანდო წყარო

იანვარ-აგვისტოში საქართველოს 27%-ით მეტი ამერიკელი ვიზიტორი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს 27%-ით მეტი ამერიკელი ვიზიტორი ეწვია.

სამინისტრო ვიზიტორთა შესახებ სხვა სტატისტიკურ მონაცემებსაც ავრცელებს. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოს თვეში 1 080 449 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 27,4 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია.

2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12%), რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%), უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია და საბერძნეთი (შესაბამისად 32%, 31%, 29%, 20%, 17%, 16% და 14%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსი (31%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 27%-იანი ზრდა.

კომენტარები ()