imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:23 / სანდო წყარო

კარნასი: ბარსელონაში მომხდარმა ტერაქტმა ტურიზმს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

ჯორდი უიალიამ კარნასი

ბარსელონაში მომხდარმა ტერაქტმა ტურიზმს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ  imedinews-ს Barcelona Turisme-ს გენერალურმა დირექტორმა ჯორდი უიალიამ კარნასმა განუცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სფერო მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში დაზარალდა.

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ ჩვენს ქალაქებს და საერთაშორისო საზოგადოებას, არის ის, რომ ტერაქტების არ უნდა შეგვეშინდეს. რეაქცია უფრო მეტად ნორმალური გზით უნდა გამოვხატოთ “, - აღნიშნა კარნასმა. 

ამის მიუხედავად, ბარსელონის ტურიზმის განვითარების ოფიციალურ ორგანიზაციაში (Barcelona Turisme) აცხადებენ, რომ ბარსელონა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქად რჩება.

კარნასი imedinews-თან იმ გზებზეც საუბრობს, რომლითაც კატალონიურმა ქალაქმა ტურიზმის განვითარების კუთხით უმაღლეს საფეხურს მიაღწია და რჩევებს თბილისსაც უზიარებს. 

"რაც ჩვენ ვისწავლეთ წლების წინ, არის საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი მუშაობა. საჯარო სექტორს შეუძლია შექმნას წესები, განსაზღვროს ჩარჩო, თუ როგორ და რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ის, ვინც განახორციელებს ინვესტიციას და დებს ფულს, არის კერძო სექტორი. ასე რომ, საჭიროა ერთი მაგიდის გარშემო გაერთიანება, საერთო ხედვის გაზიარება, თუ რა გვინდა, რა გვჭირდება და რას ვისურვებდით, რომ გვქონოდა ჩვენი ქალაქისთვის. ვფიქრობ, ამის მიღწევა შეუძლია თბილისსაც. მთავარი კი ისევ და ისევ კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მუშაობაა“, - აღნიშნა ჯორდი უილიამ კარნასმა.

კომენტარები ()