imedi /  25 ნოემბერი 2017, 10:20 / სანდო წყარო

დღეს თბილისის გარკვეულ უბნებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით დღეს ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის და თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთში, თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის მოედნის, ზაარბრიუკენის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დიდხევის აღმართის, დიდხევის დაღმართი, უზნაძის, თოიძის, ჯავახიშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ნინო ჩხეიძის, უშანგი ჩხეიძის, ციმაკურიძის, ბუხაიძის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, წინამძღვრიშვილის, ტოლსტოის, პლატონის, ნეკრასოვის, კოლხეთის, რომის, ტერენტი გრანელის და ოსიაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე საბურთალოს რაიონში შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-11, მე-12 კილომეტრების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ამავე მიზეზით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიდი ხეივნის, გორგასალის, შავიშვილის, გულუას, კოტე აფხაზის, I ხეივნის, ორთაჭალის, სირაძის, გრიშაშვილის, წითლანაძის და მტკვრის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ალენ ჟირესი

15 დეკემბერი 2018, 11:07

სპორტი

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ტუნისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

ფრანგი სპეციალისტი ალენ ჟირესი, რომელიც 2004-05 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, ტუნისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ფაუზი ბენზარტი შეცვალა, რომელმაც გუნდში მხოლოდ სამი თვე იმუშავა.

ლევან დავითაშვილი

15 დეკემბერი 2018, 10:58

ეკონომიკა

საქართველოში საკონსერვაციო შეთანხმებებს პირველად მოეწერა ხელი

საქართველოში პირველად მოეწერა ხელი საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

ზესტაფონის პოლიცია

15 დეკემბერი 2018, 10:48

ძალოვნები

ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15 დეკემბერი 2018, 10:44

კულტურა

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი 20 წლისაა

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი 20 წლისაა. მგალობელთა გუნდი 1998 წელს, ილია მეორის კურთხევით შეიქმნა. გუნდმა მოღვაწეობა დაიწყო ათამდე ადამიანის შემადგენლობით. ამჟამად მასში ათობით მგალობელი ირიცხება, რომელთა უმრავლესობასაც მუსიკალური განათლება აქვს.

გუდაური

15 დეკემბერი 2018, 10:33

ეკონომიკა

გუდაურში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

გუდაურში ტურისტული სეზონი გაიხსნა. კურორტი 30 წლის იუბილეს ზეიმობს. სეზონის პირველ სტუმრებს სიტყვით მიმართა ქვეყნის პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ​გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა. გუდაურს ამ დრომდე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

გორის სასამართლო

15 დეკემბერი 2018, 10:24

ტაბლოიდი

ყოფილი დედამთილის ცემაში ბრალდებულ რძალს გირაო შეეფარდა

ქალი მეუღლესთან გაშორების შემდეგ თავისი ნივთების წასაღებად მასთან მივიდა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთები დედამთილმა არ გაატანა. სწორედ ამ დროს დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ყოფილმა რძალმა ყოფილ დედამთილს ხელით სახის არეში სცემა.

15 დეკემბერი 2018, 10:12

მსოფლიო

სტრასბურში ტერაქტის მსხვერპლთა მოსახსენიებელი ცერემონია გაიმართა

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მსხვერპლთა მოსახსენიებელი ცერემონია გაიმართა. დაღუპულთა პატივსაცემად მოწყობილი მემორიალი ყვავილებით პრეზიდენტმა მაკრონმა შეამოკო. თავდასხმისას დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით და მარსელიეზას სიმღერით მიაგეს.

თბილისი

15 დეკემბერი 2018, 10:08

საქართველო

11:00 საათიდან თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება

დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ტოკიოს დინეილენდი

15 დეკემბერი 2018, 09:55

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადგილი დასახელდა

Instagram-ის თანამშრომლებმა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადგილის დასადგენად კვლევა ჩაატარეს. მათ მომხმარებლების მიერ გეოლოკაციების მიხედვით დასმული „სმაილები“ გამოიკვლიეს და 2018 წლის შედეგები ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.

15 დეკემბერი 2018, 09:49

მსოფლიო

ლისაბონში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა. არიან დაშავებულები

28 ადამიანი დაშავდა პორტუგალიის დედაქალაქში მომხდარი ავარიის შედეგად. ლისაბონში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა. მომხდარის მიზეზად მემანქანის მიერ არასწორი დამუხრუჭება სახელდება. დაშავებულებს პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს.

დიდი ბრიტანეთის პასპორტი

15 დეკემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

ბრიტანელებს ევროპაში სამოგზაუროდ ფულის გადახდა მოუწევთ

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებლები Brexit-ის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის 7 ევროს გადაიხდიან. ამ თანხის გადახდა მათ სამ წელიწადში ერთხელ მოუწევთ. ბრიტანელები ევროპაში ძველებურად უვიზოდ იმოგზაურებენ, თუმცა მანამდე მათ განაცხადი უნდა გააკეთონ ETIAS-ის ელექტრონულ სისტემაში.

obamacare

15 დეკემბერი 2018, 08:56

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Obamacare-ი გააუქმა

აშშ-ის ტეხასის შტატის ფორტ-უორტის ფედერალურმა სასამართლომ ჯანდაცვაში მიმდინარე რეფორმა Obamacare-ი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა სამედიცინო დაზღვევა შეუწყდეს 20 მილიონ ადამიანს, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში იღებდნენ

იერუსალიმი

15 დეკემბერი 2018, 08:28

მსოფლიო

ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის შესახებ ოფიციალურად სიდნეის ინსტიტუტში თავისი გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრალიის ხელისუფლება იერუსალიმში სავაჭრო და თავდაცვითი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს.

15 დეკემბერი 2018, 08:03

ტექნოლოგიები

ნიუ-იორკის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გადაიღეს

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, ზებგერითი სიჩქარით ცაზე როგორ გაიელვა დისკოს მსგავსმა ობიექტმა, რომელიც ბევრმა მფრინავი თეფშების არსებობის დადასტურებად მიიჩნია.

ოდრი ჰეპბერნი

15 დეკემბერი 2018, 01:03

ტაბლოიდი

ოდრი ჰეპბერნი ბოლო ასწლეულის მოდის მთავარ სტილისტად დაასახელეს

გამოკითხვაში დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან, ავსტრალიიდან და იაპონიიდან 6 000 ქალი მონაწილეობდა. ჰეპბერნი მოდის სტილის განმსაზღვრელად აშშ-ის გარდა ყველა დანარჩენი ქვეყნიდან გამოკითხულმა ქალებმა აღიარეს. გამოკითხული ამერიკელი ქალები კი მიიჩნევენ, რომ ბოლო ასწლეულის მოდის ძირითადი მიმართულებები პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლემ ჟაკლინ კენედიმ განსაზღვრა.

15 დეკემბერი 2018, 00:50

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის სამიტზე თანამშრომელს თმები აუჩეჩა. ვიდეო

ბრიუსელში ევროკავშირის შტაბბინაში შესვლამდე ის მოულოდნელად თავის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს მიუახლოვდა და თმები აუჩეჩა. შემდეგ იუნკერი სხვა კოლეგისკენ გაემართა, რომელიც მეგობრულად გადაკოცნა.

15 დეკემბერი 2018, 00:39

მსოფლიო

შვედეთი პრემიერმინისტრის გარეშე დარჩა

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის დანიშვნა უკვე მესამედ ვერ შეძლო. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს შეუძლია დეპუტატებს პრემიერობის კანდიდატი მხოლოდ 4-ჯერ შესთავაზოს.

15 დეკემბერი 2018, 00:19

ტაბლოიდი

მიშელ ობამამ ბავშვთა საავადმყოფოში იცეკვა. ვიდეო

აშშ-ის ყოფილმა ლედიმ მიშელ ობამამ კოლორადოს შტატის ქალაქ დალასში ბავშვთა სახლში იცეკვა. ბარაკ ობამას ცოლმა ბავშვებს ზღაპარი „ღამე შობამდე“ წაუკითხა, მათ კითხვებს უპასუხა, შემდეგ კი სანტა საცეკვაოდ მიიწვია.

იოსებ სტალინი

15 დეკემბერი 2018, 00:06

ტაბლოიდი

აუქციონზე სტალინის სატელეფონო ცნობარი გაიყიდა

ცნობარში სამთავრობო ხაზის ყველა იმ პერიოდის აბონენტია შეყვანილი. სამთავრობო ტელეფონების ცნობარი 1950 წელსაა გამოცემული და მასში სსრკ-ის იმ დროინდელი ყველა მაღალჩინოსნის ტელეფონის ნომერია თავმოყრილი. მათ შორისაა სტალინის კაბინეტების, აგარაკების სატალეფონო ნომრები, ასევე ლავრენტი ბერიასა და სხვა ხელმძღვანელი პირების სატელეფონო ნომრები.

14 დეკემბერი 2018, 23:47

ტაბლოიდი

ლაპლანდიაში საშობაო სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ვიდეო

ყოველწლიურად სანტას ოფისი 500 000-მდე წერილს იღებს. მის სანახავად იქ პირადად ასობით ადამიანი ჩადის. ამის გამო სანტა კლაუსის ადგილსამყოფელი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.