ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთ ბანკს 5 მილიონი დოლარით დააფინასებს
მამუკა ბახტაძე
"მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და კრედო ბანკს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიის შემდეგ.
„დღეს, ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საინვესტიციო ბანკი კრედო ბანკს 5 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. თანხა, ძირითადად, მოხმარდება კრედიტების გაცემას ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის. ზოგადად, მიკროსესხების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. სუვერენული სესხების ნაწილში გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ჩვენი აქტიური დონორია, გვეხმარება განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 8 მილიარდი ევროს გამოყოფს. ამის შესახებ "აბრეშუმის გზის" ფორუმზე ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 15:12
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დასრულდა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც, ოფიციალური სტუმრის რანგში, წელს, პირველად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.
19 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ.
19 სექტემბერი 2026, 14:58
კულტურა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობაში მონაწილეობდა
ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული კინოს საერთაშორისო პოპულარიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
19 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიას წარმოადგენს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის უმთავრეს გარანტად ბირთვულ ტრიადას ასახელებს და აცხადებს, რომ მისი გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია.
19 სექტემბერი 2026, 14:47
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე: მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მათ „ჯუჯა ბავშვებს" უწოდებს.
19 სექტემბერი 2026, 14:45
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებზე: ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს
ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 14:25
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
19 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის, სოციალური შეღავათების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდად დასრულდება
მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან "ბიბისისთან" განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
აქტივისტი გიორგი ჩუბინიძე: გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას - არ მოგცემთ უფლებას თქვენისთანებს ასეთები იკადროთ, რასაც ახლა კადრულობთ, გიჩივლებთ კი არა, მეტს ვიზამ
გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, ორი ბებო და ორი პაპა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გოგი გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას და კიდევ უფრო მეტის გულშემატკივრობას, - წერს გერმანიაში მყოფი ოპოზიციონერი აქტივისტი გიორგი ჩუბინიძე, რომელმაც მეორე აქტივისტს, ასევე გერმანიაში მყოფ ნატა ფერაძეს, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა.
19 სექტემბერი 2026, 14:08
მსოფლიო
Reuters: ლონდონის საზღვაო სადაზღვევო ბაზარმა შავი ზღვის მაღალი რისკის ზონა გააფართოვა
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, ლონდონის საზღვაო სადაზღვევო ბაზარმა მაღალი რისკის ზონა გააფართოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 14:08
ეკონომიკა
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ფერმერის დღე 2026“-ს მასპინძლობს
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.
19 სექტემბერი 2026, 14:04
რეგიონი
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული „ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საღამო ანსამბლის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესრულდა ანსამბლის რეპერტუარიდან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერები.
19 სექტემბერი 2026, 13:54
ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის მხარეში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
19 სექტემბერი 2026, 13:36
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქველმოქმედო ფონდის „Hong Kong Shine Tak Foundation“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა.
19 სექტემბერი 2026, 13:33
მსოფლიო
POLITICO: უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, თუმცა, მოკავშირეებს დახმარების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ
უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები უფრო მეტად სჭირდება, თუმცა, მოკავშირეებს უკვე ეჭვი ეპარებათ, შეძლებენ თუ არა კიევის დახმარებას რუსეთის მზარდი მასშტაბის თავდასხმების გასამკლავებლად, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის ელჩმა ნატოში ალიონა გეტმანჩუკმა.
19 სექტემბერი 2026, 12:58
მსოფლიო
Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა, ხუთ წლამდე შეფერხდეს
აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს, რადგან ირანთან ომის შედეგად შემცირებული საბრძოლო მასალის მარაგების აღდგენას და საკუთარი არსენალის შევსებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 12:56
ჯანდაცვა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილესთან ერთად, გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.
19 სექტემბერი 2026, 12:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.
19 სექტემბერი 2026, 12:22
მსოფლიო
CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა
აშშ-ის სამხედროები ირანთან ომის მიმდინარეობისას ჩინურ გემს კინაღამ თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებულმა მცდარმა სადაზვერვო ანგარიშმა დაასკვნა, რომ გემს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის პროგრამისთვის განკუთვნილი კომპონენტები გადაჰქონდა. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


