თამარ იოსელიანი: საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ გარემოს
თამარ იოსელიანი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია შეაფასა, სადაც ქვეყანა 184 სახელმწიფოს შორის 35-ე ადგილს იკავებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პროგრესი პირდაპირ კავშირშია გატარებულ რეფორმებთან, რომლებიც მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის ზრდასა და დაბალი საგადასახადო განაკვეთების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.
„Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა გაიზარდა და 184 ქვეყანას შორის 35-ე პოზიცია დაიკავა.
საქართველო „ზომიერად თავისუფალი“ სტატუსით ევროპის რეგიონში 44 ქვეყანას შორის მე-20 პოზიციას იკავებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო ევროპის რეგიონში უსწრებს ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, მათ შორის ბელგიას, საფრანგეთს, პოლონეთს, იტალიას, ესპანეთს, ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს. Heritage Foundation-ის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაზრდისთვის და შენარჩუნდა ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად“, - განმარტავს თამარ იოსელიანი.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პროგრესი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ზრდასთან.
„ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროგრესი პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზეც, სადაც თავისუფალი ვაჭრობა, ეფექტიანი რეგულაციები და სტაბილური ფისკალური პოლიტიკა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად.
საქართველოსთვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნისთვის, ასეთი შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ზრდის საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების ნდობას“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 17:05
პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: ძლიერი და ღირსეული ადვოკატურა ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ჭოჭუას უმასპინძლა.
11 მარტი 2026, 17:05
მსოფლიო
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის
„საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და პრობლემა არის უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი წარსულშიც პრობლემებს იწვევდნენ და დღესაც. ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს. ეს ყველაფერი არ არის ორგანული, რადგან ამ პროცესებს მხარს უჭერენ უცხოელი აქტორები. ქართული ოცნების წინააღმდეგ ყველა ბრალდება ფეიქ ნიუსს ეყრდნობა. საკმარისია დააკვირდეთ საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების და ორგანიზაციების ანგარიშებს და ნახავთ, რომ საქართველო ბევრ წევრ სახელმწიფოს კანონის უზენაესობის კუთხით წინ უსწრებს. ამას სანდო წყაროები მოწმობს“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.
11 მარტი 2026, 16:58
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს
Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
11 მარტი 2026, 16:57
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
11 მარტი 2026, 16:48
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
11 მარტი 2026, 16:45
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.
11 მარტი 2026, 16:39
ეკონომიკა
„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.
11 მარტი 2026, 16:24
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტით ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 16:09
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა.
11 მარტი 2026, 16:09
საზოგადოება
პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
11 მარტი 2026, 16:03
ეკონომიკა
„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია
ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს" კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს, - განაცხადა „უნივერსამის" დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა.
11 მარტი 2026, 15:56
მსოფლიო
ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
ესპანეთმა ისრაელში თავისი ელჩი, ანა მარია სალონომი გაიწვია. შესაბამისი ბრძანება ესპანეთს მეფის, ფილიპე მეექვსის ხელმოწერით ესპანეთის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა ატვირთული.
11 მარტი 2026, 15:54
ეკონომიკა
„ზღაპარი“- ს დირექტორი: რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით
ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და შესაბამისად ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში, - განაცხადა კომპანიის „ზღაპარი“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
11 მარტი 2026, 15:46
ეკონომიკა
ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელები, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია (6 მლნ აშშ დოლარი).
11 მარტი 2026, 15:41
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა, ევროკავშირიდან შემოსული კაპიტალის 19%-იანი მატების ფონზე, ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ საინვესტიციო მიმზიდველობას
„2025 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კვალდაკვალ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები გამოქვეყნდა. 2025 წელს, ჯამურად ინვესტიციებმა 1.68 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს არის 7.6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ევროკავშირიდან ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 19%-ით გაიზარდა და 525 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზე, ქვეყნების მიხედვით, არის დიდი ბრიტანეთი - დაახლოებით 20%-ით; მეორე ადგილზეა თურქეთი - 180 მილიონი აშშ დოლარი, დაახლოებით 11%-ის პარამეტრებში“.
11 მარტი 2026, 15:21
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირემ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ამერიკა-ისრაელის თავდასხმა ირანზე საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
11 მარტი 2026, 15:14
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ქ.გორის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებები გააცნო
6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ.გორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 15:08
ეკონომიკა
ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით, ხოლო ღირებულება 51%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 803 ტონა დაფნის ფოთოლი, 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
11 მარტი 2026, 15:07
ეკონომიკა
„უნივერსამის“ დამფუძნებელი: პირველადი მოხმარების საქონელი 6%-მდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია - სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება
„უნივერსამის“ დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც „ქეშბექი“ არ აქვს და მინიმალური ფასნამატით იყიდება.


