10 ივნისი 2026, 18:24 / სანდო წყარო

თამარ იოსელიანი: ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმაოთ და ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ

თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ნამდვილად მისცემს ბიძგს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების მეტად გაღრმავებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

თამარ იოსელიანმა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა - 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით, რასაც, მისი შეფასებით, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024-2025 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17%-ით და 21%-ით გაიზარდა, 2026 წლის ოთხ თვეში კი უპრეცედენტო 45%-იანი ზრდა შეადგინა.

„ჩინეთი იკავებს მესამე ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში 11.5%-იანი წილი აქვს სწორედ ამ მიმართულებას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წარმოების ექსპორტის ბაზრის მიხედვით 2024 და 2025 წლებში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებდა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მონაცემებია იმისათვის, რომ ვთქვათ - ეკონომიკური კავშირები მომავალშიც უფრო მეტად გაღრმავდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც 2018 წელს ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მისი შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი, წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და რომლის შედეგებიც ყოველწლიურ ზრდის დინამიკაში აისახება. თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა - 2026 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, გარდა იმისა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 45%-ით გაიზარდა, ასევე ექსპორტი გაიზარდა სამჯერ და ზრდამ დაახლოებით 194% შეადგინა.

„ვფიქრობ, სწორედ ეს მაჩვენებლები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებასაც, რომ ვივარაუდოთ - 2026 წელი ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ მზარდი წელი იქნება, ისევე როგორც შემდგომი წლები. ამასთან, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე გაიზარდა სამჯერ, რამაც მოგვცა დაახლოებით 218%-იანი ზრდა. ეს არის 77.8 მილიონი აშშ დოლარი, რის შედეგადაც მისი წილი მთლიან ექსპორტში დაახლოებით 97%-ია. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები ადასტურებს - საქართველოსა და ჩინეთს შორის მსგავსი ტიპის შეთანხმებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმაოთ და შესაბამისად, ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით

ყველა სიახლე

10 ივნისი 2026, 21:39

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანი

10 ივნისი 2026, 21:34

მსოფლიო

ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

10 ივნისი 2026, 21:17

კულტურა

ორი დღე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ შოუმდე - 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. კონცერტამდე ორი დღით ადრე კულტურის მინისტრი, „სთარინგ ჯორჯიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.

10 ივნისი 2026, 20:51

საზოგადოება

უსაფრთხო და კომფორტული გარემო 44 ოჯახისთვის - დედაქალაქის მერმა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა

ავარიული შენობიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსში - ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს სივრცეში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. გასაღებები მათ თბილისის მერმა პირადად გადასცა.

10 ივნისი 2026, 20:45

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მათ დანაშაული აღიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. აღიარება გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შედეგად, საპატიმრო ბრალდებულებმა დღესაც დატოვეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 64 დაკავებულიდან 22 თავისუფალია.

10 ივნისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება - სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია ბოლო 48 საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარდა.

ანტონიუ გუტერეში

10 ივნისი 2026, 20:40

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

10 ივნისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.

გივი მიქანაძე

10 ივნისი 2026, 20:33

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა

„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 20:27

პოლიტიკა

ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.

10 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.

10 ივნისი 2026, 20:16

პოლიტიკა

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.

10 ივნისი 2026, 20:15

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 20:14

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ - ყველაფერი სრულად შეთანხმებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ირანმა აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად უნდა გააკეთოს, არის „ფურცელზე ხელის მოწერის დაწყება“.

10 ივნისი 2026, 20:12

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

თამარ იოსელიანი

10 ივნისი 2026, 20:08

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს

ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 20:07

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განაახლებს თავდასხმებს ირანზე, ომის დასასრულებლად წარმოებულ მოლაპარაკებებში არასაკმარისი პროგრესის გამო.

10 ივნისი 2026, 20:02

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი შემოწმების უფლება მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ანდრიუს კუბილიუსი

10 ივნისი 2026, 19:43

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად

ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი განიხილავს ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნების მიერ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა ჰაერში საწვავით გამართვა, რასაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს - განუცხადა ევროპარლამენტის სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს.

10 ივნისი 2026, 19:21

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა