ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის დაცულობის გარანტია საგარეო შოკების მიმართ განსაკუთრებით, მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში
ეკატერინე მიქაბაძე
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. ეს არის ქვეყნის დაცულობა საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით, მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში. რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ზოგადად ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდული ნიშნულის შეფასებისას.
აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 8,14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 613 მილიონი დოლარით მეტია, ხოლო წლიური ზრდა 56,4%-ს შეადგენს. მკვეთრად არის გაუმჯობესებული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლები, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ 100%-იან ზღვარს სავალუტო რეზერვები მიმდინარე ეტაპზე აღემატება და 128,2%-ზე ნარჩუნდება.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შეიძინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა მიმართულია რეზერვების დაგროვებისა და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვისკენ. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც მაკროეკონომიკური მდგომარეობა და სავალუტო ბაზარი ამის საშუალებას იძლევა, სებ-ი აქტიურად აგროვებს რეზერვებს“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
სებ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და საერთაშორისო რეზერვების ოქროს მიმართულებით დივერსიფიკაციას.
„საკმაოდ პოზიტიურია სებ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილება რეზერვების ოქროს მიმართულებით დივერსიფიკაციისკენ. ოქროს ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება რეზერვებში პრაქტიკულად გაორმაგებულია და აგვისტოს მონაცემებით 1 მილიარდ 149 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1 პროცენტია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 18:06
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ვიცე-მინისტრს, დურმუშ უნიუვარს შეხვდა
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.
07 სექტემბერი 2026, 18:05
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გერმანიის არჩევნებზე: ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს
ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
07 სექტემბერი 2026, 18:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ღარიბაშვილზე: ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი. მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერ
ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი. მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
07 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ახალმა „ნაცმოძრაობამ“ მოინდომა, რომ გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც ჰქვია სააკაშვილის წარსული, რაც ახალგაზრდების დიდი ჯგუფისთვის მიუღებელია და ფიქრობენ, რომ მათ მოიზიდავენ ქუჩაში, მაგრამ სადაც სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა, იქ მის გარშემო მდგომი არცერთი ადამიანი წარმატებული არ არის თავის ძალისხმევაში
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმისა, თუ რა დაპირისპირებაა პიროვნებებს შორის, რჩება ერთ ამოცანაზე ორიენტირებული. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც, მათი აზრით, გადაიზრდება საქართველოს აღზევებაში, რამდენიმე თაობის შემდეგ ალბათ და ესენი იქნებიან წარმმართველები, - განაცხადა გადაცემაში "დღის ქრონიკა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
07 სექტემბერი 2026, 17:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით იმყოფება.
07 სექტემბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტომას დრაკერთან. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე მონაწილეობას მიიღებს PISA 2025-ის რეგიონულ კონფერენციაში, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს განათლების სისტემის მიღწევებზე ისაუბრებს.
07 სექტემბერი 2026, 17:33
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ გააცნო.
07 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულის დღე“.
07 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება
სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
07 სექტემბერი 2026, 17:20
მსოფლიო
ტრამპმა რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ნიუ-მექსიკოს „ნიუ ამერიკა“ უწოდა
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც თეთრმა სახლმა X-ზეც გააზიარა, ნაჩვენებია შტატის კონტური, სადაც სიტყვა „Mexico“ წითლადაა გადახაზული და ჩანაცვლებულია სიტყვით „America“. სურათს არანაირი განმარტება არ ახლდა. თეთრ სახლს ნიუ-მექსიკოსთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
07 სექტემბერი 2026, 17:20
ეკონომიკა
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობას მოიცავს, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
07 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი ციხეში ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომ მან „დიდი ზიანი დიქტატურას უკვე მიაყენა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
07 სექტემბერი 2026, 17:14
საზოგადოება
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივ შესწავლა დაიწყო
მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა. თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასური დაერიცხათ უკვე მოქმედ აბონენტებს, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა)
07 სექტემბერი 2026, 17:10
მსოფლიო
Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა
გამოცემა Politico იუწყება, რომ პოლონეთში უკრაინელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში 180 ასეთი ინციდენტი მოხდა, რაც 30%-იანი ზრდაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
07 სექტემბერი 2026, 16:48
თემა
ნაკლები ხორცი, მეტი ბოსტნეული? რას გულისხმობს სწორი კვება?
ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია. თუმცა შეიცავს თუ არა ისინი დღეს იმდენივე ვიტამინსა და მიკროელემენტს, რამდენსაც ადრე? Deutsche Welle-მ გამოიკვლია, თუ როგორ შეიცვალა ნაცნობი პროდუქტების შემადგენლობა და რომელთა მიღება არის სასარგებლო.
07 სექტემბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი Maritime Passport-ის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, პიტერ ფილიპსსა და მარტინ უაითს შეხვდა
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
07 სექტემბერი 2026, 16:39
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის, რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფ/პ კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა; გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
07 სექტემბერი 2026, 16:35
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე მესხმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე KIU-ს მათემატიკის სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი ნიკა გაგუა.
07 სექტემბერი 2026, 16:34
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგენილია და რევერსულად მიმდინარეობს.


