imedi /  14 მარტი 2018, 23:35 / სანდო წყარო

რა აქტივები აქვს რუსულ ბიზნესს ბრიტანეთში და რა საფრთხე ემუქრება მათ

ლონდონი,
დიდი ბრიტანეთი

ლონდონი,
დიდი ბრიტანეთი

რა რისკები არსებობს რუსებისთვის, რომლებსაც აქტივები დიდ ბრიტანეთში აქვთ? ექსპერტების თქმით, ეს უახლოეს დღეებში, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიხედვით გამოჩნდება. თუმცა ფაქტია, რომ ლონდონს და მოსკოვს შორის ახალი პოლიტიკური კრიზისი რუსულ-ბრიტანულ ბიზნეს-კავშირებს კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ BBC-ს რუსული გამოცემა წერს.

14 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ის ზომები გამოაცხადა, რომლითაც მისმა მთავრობამ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას უპასუხა. მეიმ რუსეთი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ძალის უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა. პასუხად ლონდონი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს; ბრიტანეთის მთავრობის და სამეფო ოჯახის წევრები არ დაესწრებიან რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვერ ჩავა ვიზიტით დიდ ბრიტანეთში. ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ლონდონი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს აქტივებს გაუყინავს.

რუსული ბიზნესი ბრიტანეთში

Forbes-ის რუსულ სიაში მეხუთე ადგილზე მყოფი ალიშერ უსმანოვი, საფეხბურთო კლუბის "არსენალის" თანამფლობელია; ამავე სიის მე-12 ნომერი რომან აბრამოვიჩი - საფეხბურთო კლუბის "ჩელსის" მფლობელი. აბრამოვიჩი არის ასევე მეტალურგიული კომპანია "ევრაზის" უმსხვილესი აქციონერი, რომლის შტაბ-ბინაც ლონდონშია. კიდევ ერთმა რუსმა ბიზნესმენმა მიხეილ ფრიდმანმა 2017 წელს ჯანსაღი კვების ბრიტანული ქსელი Holland&Barret-ი იყიდა.

ბრიტანეთში ოფისები აქვთ რუსულ სახელმწიფო კომპანიებსაც. მაგალითად, "გაზპრომის" ოფისი მანჩესტერშია, 1999 წლიდან კი ლონდონში კომპანიის ტრეიდინგული განყოფილება მუშაობს. 2017 წლის აპრილში, რუსული პრესა "გაზპრომის" მენეჯერებზე დაყრდნობით წერდა, რომ ლონდონის ოფისი გაზის გიგანტის დეფაქტო ევროპულ შტაბ-ბინად იქცა და კომპანია "ნერვიულობდა" "ბრექსიტის" შედეგების გამო თუ ეს ოფისი ლონდონში დარჩებოდა.      

დილიდან, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი რუსული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა მცირდება. ამ კომპანიებს შორისაა "გაზპრომი", "გაზპრომ ნეფტი", "ტატნეფტი", "როსნეფტი", "ლუკოილი", "ვითიბი" და "სბერბანკი", რიტეილერები "ლენტა", "მაგნიტი" და X5 Retail Group-ი, "აკრონი", "ნორილსკი ნიკელი" და სხვები. ექსპერტების თქმით, ქაღალდებზე ფასების შემცირების მიზეზი მათზე მოთხოვნის შემცირებაა. თავად კომპანიები ფასის შემცირების შესაძლო ფაქტორებად გეოპოლიტიკურ რისკებს ასახელებენ.

2014 წლამდე ლონდონის ბირჟა რუსული კომანიების ქაღალდების განთავსებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი იყო. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსული კომპანიები კაპიტალის დასავლურ ბაზრებს ფაქტობრივად მოწყდნენ. 2017 წელს რუსებმა ბირჟაზე დაბრუნება დაიწყეს (ოლეგ დერიპასკას IPO En+).

ცვლილებებია რუსეთის ბირჟებზეც

მოსკოვის ბირჟის ინდექსმა დღე ვარდნით დაიწყო, რაც გაძლიერდა ტერეზა მეის გამოსვლის შემდეგ. მოსკოვის დროით 16:35 საათზე, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 1,1%-ით, ხოლო РТС-ის - 1,6%-ით შემცირდა. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ კორექცია დროებითია და ვარდნაც მცირეა, რადგან განსხვავებით სხვა ქვეყნების ბაზრებისაგან წლის დასაწყისიდან რუსული ბაზარი 10%-ზე მეტით გაიზარდა. სპეციალისტების აზრით, რუსულ აქტივებზე მოთხოვნა ამერიკული ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზრდება, თუ სიტუაცია მკვეთრად ცუდი სცენარით არ განვითარდა.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იმ შემთხვევაშიც თუ რუსული კომპანიების მიმართ სანქციებს ოფიციალურად არ შემოიღებენ, რუსული კომპანიები და ბიზნესმენები მაინც დაზარალდებიან, რადგან უფრო იოლი იქნება რუსებთან საქმის არდაჭერა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის რეგულატორისთვის იმის დამტკიცება, რომ თანამშრომლობა გამორჩეულია და გამონაკლისს წარმოადგენს.

ყველა სიახლე

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

28 მაისი 2026, 22:35

რეგიონი

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 22:31

მსოფლიო

კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

28 მაისი 2026, 22:16

სპორტი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო

სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

28 მაისი 2026, 21:00

კულტურა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.

28 მაისი 2026, 20:53

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

28 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.

28 მაისი 2026, 20:40

საზოგადოება

„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

28 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.

28 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.

28 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

28 მაისი 2026, 20:16

სამართალი

გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.

28 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.

28 მაისი 2026, 19:56

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

28 მაისი 2026, 19:55

ეკონომიკა

ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

28 მაისი 2026, 19:40

საზოგადოება

„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 19:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 19:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.