imedi /  28 ივნისი 2018, 20:00 / სანდო წყარო

თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა კვლავ გადავადდა

თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია - „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დისკვალიფიცირდა-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო bpn.ge ავრცელებს. 

შესაბამისად მერიას ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება კიდევ ერთხელ მოუწევს.

თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან 2018 წლის 24 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავდა. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარი იყო. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღე. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. ავტობუსების გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელი. 
ძარის ტიპი (Body style) დაბალ შესასვლელიანი საქალაქო ავტობუსი (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური); ავტობუსის სიგრძე 10000 მმ (+1000 მმ, -500 მმ) სიგანე 2500 მმ (± 100 მმ) (უკანა ხედვის სარკეების გარეშე) სიმაღლე 2800 მმ (+ 400 მმ) (სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარეშე) მაქსიმალური წონა (დაუტვირთავ მდგომარეობაში) არაუმეტეს 18 000 კგ. 

მგზავრების დასაჯდომი ადგილები (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება მგზავრების რაოდენობა სულ (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 69 მგზავრი.

ძრავი დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 200 კვტ. წვა 100კმ-ზე სორტების მიხედვით არაუმეტეს 35 ლიტრისა 100 კმ-ზე. საწვავის ავზის ტევადობა არანაკლებ 200 ლიტრი. სიჩქარე არანაკლებ 70 კმ/სთ.

ავტობუსი უნდა იყოს მარცხენა საჭიანი, გამაძლიერებლით აღჭურვილი. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. ასასვლელებში არ უნდა იყოს საფეხურები (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური), 
ავტობუსის გადაადგილების რეჟიმში უნდა ხდებოდეს ყველა კარების ბლოკირება. კარები უნდა იღებოდეს ავტობუსის მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მექანიკური პანდუსი უნდა იყოს მეორე კარის ტერიტორიაზე რათა საშუალება იყოს ეტლის შესვლისა. პანდუსს უნდა შეეძლოს დაახლოებით 300 კილოგრამი ტვირთის ზიდვა.

გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. დასაჯდომების საფარი დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც არის რბილი, ფორმა შენარჩუნებადი, წყალგამძლე, მტვერმედეგი, სითბოს შენარჩუნებადი, დაკაწვრისგან გაძლებადი და გამძლე. დასაჯდომების და გადასაფარებლების დიზაინი და ფერი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან. 

ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C - +45˚C)
ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სიტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ, გზისკენ, მეორე - მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება ავტობუსი ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით“, - აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.

თუმცა წინა შემთხვევის ანალოგიურად, ტენდერი არც ამჯერად შედგა. ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2026, 01:50

სპორტი

კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ტორონტოში გამართული B ჯგუფის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აბას არაღჩი

13 ივნისი 2026, 01:43

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ჯაბა ხუბუა

13 ივნისი 2026, 00:49

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა

მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.

ზაზა დობორჯგინიძე:

13 ივნისი 2026, 00:46

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე

როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, „ნაცებმა“ ხმა უნდა ჩაიკმინდონ პოლიციის ძალადობაზე. „ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ არ ვიცი, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე”- წერს დობორჯგინიძე.

13 ივნისი 2026, 00:13

სამართალი

შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“.

აბას არაღჩი

13 ივნისი 2026, 00:08

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჰორმუზის სრუტე ომამდელ რეჟიმს აღარ დაუბრუნდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ ფორმატს აღარ დაუბრუნდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული სანაოსნო გზა თეირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ინსტრუმენტია და იგი ამჟამად ირანისა და ომანის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.

13 ივნისი 2026, 00:04

სამართალი

პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია

„გავრცელდა "ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

პეტერ მადიარი

12 ივნისი 2026, 23:48

მსოფლიო

პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განმარტა, რომ უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც კიევმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის გეგმაში ცვლილებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული რედაქციით შეიტანა.

12 ივნისი 2026, 23:39

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი და დოკუმენტი წარმოაჩინა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნების მიღწევა, - წერს CNN-ი.

12 ივნისი 2026, 23:06

მსოფლიო

ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა

ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა - ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიგა ლემონჯავა

12 ივნისი 2026, 23:04

პოლიტიკა

გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც

„ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის სასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს,” - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.

აბას არაღჩი

12 ივნისი 2026, 22:56

მსოფლიო

აბას არაღჩი: ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან

ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

12 ივნისი 2026, 22:20

კულტურა

„დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს. VIDEO

„დინამო არენაზე“ გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის გრანდიოზული სანახაობა მიმდინარეობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

12 ივნისი 2026, 21:45

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას

დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

12 ივნისი 2026, 21:20

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ფრენბურთში დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებს შორის, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფრენბურთში.

შეჰბაზ შარიფი

12 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებულ ტექსტს მიაღწიეს, - განაცხადა პარასკევს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა.

12 ივნისი 2026, 20:43

კულტურა

რამდენიმე წუთში „დინამო არენაზე“ კანიე უესტი მასშტაბური პერფორმანსით წარდგება

წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა - გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტი „დინამო არენაზე“.

12 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმი გაეროში უჩვენეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დოკუმენტური ფილმი „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ- იორკში უჩვენეს. კინოჩვენებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

12 ივნისი 2026, 20:33

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე - შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში რელიგიურ ცენტრებსა და კურორტ აბასთუმანში იმყოფებოდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე. საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

12 ივნისი 2026, 20:32

პოლიტიკა

რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა კონგრესმენ ჯო უილსონისთვის - ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა - რესპუბლიკელი კონგრესმენის და ქართული ოპოზიციის იდენტური რიტორიკა ზაზა შათირიშვილის ანალიზის თემაა.