Imedi /  02 ოქტომბერი 2018, 11:53 / სანდო წყარო

„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს ფაქტების განზრახ არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს

ომეგა ჯგუფი კომპანია OGT

"ომეგა ჯგუფი" კომპანია OGT

"ომეგა ჯგუფმა" პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა მერაბ აღდგომელაშვილმა "ომეგა ჯგუფის" სპეციალური განცხადება წაიკითხა, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს მიერ გასულ პარასკევს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. აღდგომელაშვილის თქმით, უწყების განცხადება "უხვად შეიცავს ცრუ და პოპულისტურ პასაჟებს".

"ომეგა ჯგუფი" აცხადებს, რომ გადასახადების გადახდების გრაფიკის თხოვნა კანონით არის გათვალისწინებული. ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიები გადასახადების გადახდას თავს არ არიდებდნენ და დეკლარაციაში ყოველთვის აღნუსახავდნენ მასზე რიცხულ გადასახადებს.

"ვადაგადაცილებული გადასახადების ზრდის დემონსტრირებისას ფინანსთა სამინისტრო განზრახ არ აღნიშნავდა OGT-ის მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გადახდილი გადასახადების შესახებ.

2015 წელს, OGT-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35.203170 ლარი, ხოლო ვერ შეძლო 1.358.919 ლარის გადახდა, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134.371 ლარი.
2016 წელს, შპს OGT-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი;
2017 წლის 25 აპრილს შპს OGT-იმ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. მთლიანი თანხა, რომლის რესტრუქტურიზაციასაც ითხოვდა კომპანია OGT, მოიცავდა 3 მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობის საურავს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია OGT-ის არც ერთხელ არ უთხოვია მის მიმართ რიცხული საურავების ჩამოწერა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს მილიარდ 500 მილიონი ლარი. უგუნურებაა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმის მტკიცების მცდელობა, რომ 2014-2018 წლებში OGT თითქოს არ იხდიდა ბიუჯეტში გადასახადებს. ამ პერიოდში მხოლოდ კომპანია OGT-ის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 100 მილიონ 190 ათას 258 ლარი. ანუ, კომპანია წელიწადში იხდიდა, საშუალოდ, 25 მილიონ ლარს. ხოლო კომპანიის არაერთგზის გაჩერებისა და ხელისუფლების მიერ კონკურენციის არასამართლიანი და მახინჯი ფორმების წახალისების შედეგად კი კომპანიამ ვერ შეძლო 38 მილიონი ლარის გადახდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც კომპანიის მიერ აღიარებული გადასახადების მხოლოდ ერთი მეოთხედია. იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ახორციელებს კომპანიის მიმართ რიცხული გადასახადების რესტრუქტურიზაციას, კომპანიას ამ დროისათვის საურავის სახით დაეწერა 14 მილიონამდე ლარი.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2017 წლის ივნისის ბოლომდე რესტრუქტურიზაციის კომისია არ შეკრებილა თურმე იმიტომ, რომ კომპანიის დავალიანება იზრდებოდა აგვისტოში და შემდგომ თვეებში. გვსურს, რომ ამ აბსურდს გავცეთ შემდეგი პასუხი:

1. ფინანსთა სამინისტროს ამგვარ პასუხს ვგებულობთ განცხადების შეტანიდან წელიწადნახევრის შემდეგ, მაშინ როდესაც ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის კომისია შესაბამისი რეგულაციის მიხედვით უნდა შეკრებილოყო განცხადების მიღებიდან ორი თვის ვადაში;

2. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია იმის მტკიცება, რომ რესტრუქტურიზაციის კომისიის ვადის ამოწურვის შემდგომ მომხდარი ფაქტები აღმოჩნდა კომისიის არშეკრების მიზეზი. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არც ერთ თავის ოფიციალურ წერილში არ უხსენებია კომისიის შეკრების მიზანშეუწონლობის ან/და ამგვარი მიზანშეუწონლობის მიზეზების შესახებ. ამგვარი ბოლო წერილი მივიღეთ 2018 წლის 30 მაისს;

3. თუ კომპანიის დავალიანება იზრდებოდა 2017 წლის ივნისამდე და თუ კი შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ხედავდა, რომ კომპანია 2, 3 ან თუნდაც ექვსთვიან ვადაში ვერ ახერხებდა მიმდინარე და ძველი გადასახადის გასტუმრებას, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო კომპანიისათვის რესტრუქტურიზაციის მიცემის საფუძველი. ახლა კი რა გამოდის – ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ რადგანაც კომპანია ექვს თვეში ვერ ისტუმრებდა მიმდინარე და წინა გადასახადებს, ამიტომ არ მისცეს მას უფრო გონივრული 5 წლიანი ვადა;

4. და ყველაზე მთავარი: რესტრუქტურიზაციის განაცხადი კომპანიამ სწორედ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს რჩევით გააკეთა. ამ რჩევის საფუძველზე კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბერს ოფიციალურად აცნობა რომ ვაპირებდით რესტრუქტურიზაციის საბუთების შეგროვებას.

რესტრუქტურიზაციის მაშინ მოქმედი კანონის შესაბამისი ნორმის თანახმად, საბუთები უნდა შეგროვილიყო 2017 წლის პირველ იანვრამდე. საბუთების მოცულობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მათი სრულად შეგროვება ორ კვირაში. კანონის შესაბამისი ნორმის განახლება პარლამენტის მიერ არ მომხდარა 2017 წლის 6 აპრილამდე. კომპანიამ კი განაცხადი შეიტანა 2017 წლის 25 აპრილს.
ფინანსთა სამინისტრომ ასევე გააჟღერა მცდარი ინფორმაცია, თითქოს კომპანიამ მას მიმართა 11-ჯერ და 11-ჯერ სთხოვა იძულების ღონისძიების არ გამოყენების შესახებ. ამგვარი მიმართვა კომპანიამ გააკეთა 7-ჯერ. აქედან 4-ჯერ – 2017 წლის 4 მაისს, 16 მაისს, 28 ნოემბერს და 29 დეკემბერს – ანუ მას მერე რაც ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის კომისია არ განიხილავდა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის რჩევის საფუძველზე ჩვენს მიერ შეტანილ განცხადებას.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფაქტის ამგვარი განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია ემსახურება საზოგადოების თვალში „ომეგა ჯგუფის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას !!!!  ეს არის უსუსური მცდელობა მოხდეს ბოლო დროს მედია საშუალებებით გავრცელებული შოკისმომგვრელი განცხადებებისა და აუდიო ჩანაწერების მნიშვნელობის გადაფარვა. ხელისუფლება ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა ჩადენილ უსამართლობებზე.

გუშინ, კიდევ ერთი არაკომპეტენტური განცხადება გავრცელდა, ამჟამად უკვე სოზარ სუბარის მიერ – თითქოს ომეგა არ იხდის იმ გადასახადს, რომელიც მას უნდა გადაეხადა აქციზური მარკების აღებამდე. ეს არის სრული სიცრუე. საგადასახადო კოდექსის თანახმად აქციზის გადახდა არ ხდება წინასწარ. მსგავსი არაკომპეტენტური განცხადებების ნაცვლად სოზარ სუბარს ვურჩევდით გაერკვეს, თუ ვინ წყვეტს რომ ომეგას არ მიეცეს გადასახადების გადახდის საშუალება, ხოლო იმავდროულად ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას კი მთლიანად ჩამოაწეროს 100 მილიონის დავალიანება და 100 მილიონი დააკლოს ბიუჯეტს და ასობით ათას სოციალურად დაუცველ ადამიანს.

მინდა შევახსენო მათ, ვის სინდისზეცაა „ომეგა ჯგუფის“ გაჩერება, კომპანიის გაკოტრების მცდელობა და საბოლოოდ ხელში ჩაგდებაც – „ომეგა ჯგუფი“ არის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორი მსოფლიოს წამყვანი უმსხვილესი კომპანიების და მან ეს ნდობა გამჭვირვალე ბიზნესის კეთებით და კეთილსინდისიერი ნაბიჯებით დაიმსახურა.

ჩვენ ვართ „ომეგა ჯგუფი“, რომელსაც უკანონოდ ართმევენ შრომისა და ბიზნესის წარმოების უფლებებს. დღეს, 16:00 საათზე, საკუთარი უფლებების ცინიკურად და უტიფრად შელახვას „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები გააპროტესტებენ ფინანსთა სამინისტროსთან და მოითხოვენ მისცენ კომპანიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს მუშაობის საშუალება", – წერია "ომეგა ჯგუფის" განცხადებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს

განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მაროშ შეფჩოვიჩი

08 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს

ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 17:39

სამართალი

მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს

1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქე ლევან სვიანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ ახსოვს დაწერილი კომენტარი. ამასთან, შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:33

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

08 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა

განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:25

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 სექტემბერი 2026, 17:19

ეკონომიკა

პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე

მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

08 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.

08 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფილიპ ლეგლის-კოსტა

08 სექტემბერი 2026, 17:02

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს

ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 16:36

ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.

08 სექტემბერი 2026, 16:30

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლუიჯი სინაპი

08 სექტემბერი 2026, 16:20

ეკონომიკა

საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.

08 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.

08 სექტემბერი 2026, 15:49

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

08 სექტემბერი 2026, 15:40

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.

08 სექტემბერი 2026, 15:35

კულტურა

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 15:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

08 სექტემბერი 2026, 15:18

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.