imedi /  28 სექტემბერი 2018, 16:53 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტროში „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიების დეტალები განმარტეს

ომეგა ჯგუფის საქმე

შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროში “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა და მიმდინარე გამოძიების დეტალები განმარტეს.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, გადასახადების გადახდა ყველა კომპანიისთვის სავალდებულოა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით, რაც შპს „ოჯთ“-მ, როგორც გადასახადის გადამხდელმა, დაარღვია გადასახადების სრულად და დროულად გადახდის ვალდებულება და საგადასახადო დავალიანება თავდაპირველად წარმოეშვა 2014 წლის ოქტომბერში, 18 444 ლარის ოდენობით.

2015 წლის მარტის მდგომარეობით, კომპანიის საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 147 952 ლარამდე, ამასთან, ამავე პერიოდში, კომპანიის თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება მთელ ქონებაზე (გარდა დავის პერიოდში უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ერთი უძრავი ქონებისა).

ამ პერიოდიდან მოყოლებული, გადამხდელს ასევე ერიცხებოდა მიმდინარე გადასახადები, რომლებსაც სრულად არ იხდიდა და დავალიანება იზრდებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადების ამოღების საჯარო ინტერესისა და კომპანიისათვის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების ინტერესის გათვალისწინებით, შპს „ოჯთ“-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მექანიზმით და მის მიმართ იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენებით, არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა შეუფერხებლად ეწარმოებინა სამეწარმეო საქმიანობა და პარალელურად გადაეხადა საგადასახადო დავალიანება, თუმცა კომპანიამ არათუ შეამცირა საგადასახადო დავალიანება, არამედ, ისევ გააგრძელა საგადასახადო ვალდებულებების დარღვევა და დავალიანების გაზრდა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, საგადასახადო დავალიანების გაზრდის აღსაკვეთად და არსებული დავალიანების ამოსაღებად. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ 2018წლის მარტში შემოსავლების სამსახურმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ოჯთ“-ს დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე ნებართვის მისაღებად. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივნისში დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და შემოსავლების სამსახურს საბოლოოდ მიეცა ნებართვა დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე”, - აცხადებენ სამინისტროში.

26 სექტემბერს გაირკვა, რომ "ომეგა ჯგუფმა" ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" ადვოკატმა კოლინ გიბსონმა თქვა. 

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო, ჩანაწერებზე ექსპერტიზის ჩატარება იგეგმება. 

პირველი ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ "იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც "ომეგა ჯგუფია". არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.   

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული სკანდალის ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. ის ჩანაწერს ცრუს უწოდებს და „ომეგას“ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ დავას აპირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს.

ნოდარ ხადური 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე საქართველოს ფინისტრი იყო.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 13:21

საქართველო

თალაკვაძე: ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს. თალაკვაძის თქმით, კუხიანიძემ თავისი პოზიცია უნდა განმარტოს, მაგრამ ხელისუფლება ამ პოზიციას არ მიესალმება.

ერეკლე კუხიანიძე

15 დეკემბერი 2019, 13:07

საქართველო

ერეკლე კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე წერს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:59

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას საოკუპაციო ხაზთან აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მოძრაობა „სირცხვილიას“ და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, სოფელ ოძისისკენ დღეს დილით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ. პროტესტი, რომელსაც ექიმებიც შეუერთდნენ, ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი შვილების ორგანიზებით იმართება.

ალეკო ელისაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:58

საქართველო

ჩოხატაურში აქციას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები „ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:43

საქართველო

თალაკვაძე: პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებულებები არ აქვს

პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და ეს პრეზიდენტმაც დაამტკიცა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:27

საქართველო

თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას არგუმენტებს გავაცნობთ

„წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო, არასაპარალამენტო პოლიტიკური პარტიები და შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს თითოეული პოლიტიკური პარტია“.

გრიგოლ ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 12:14

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სამაშველო ოპერაცია

15 დეკემბერი 2019, 11:56

ძალოვნები

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

ყავის დედოფალი

15 დეკემბერი 2019, 11:42

ტაბლოიდი

შვედური კომპანია საოცნებო სამსახურისთვის „ყავის დედოფალს“ ეძებს

შვედური კომპანია ყავის მოყვარულებს საოცნებო სამსახურს სთავაზობს. კომპანია „Gevalia“ ეძებს „ყავის დედოფალს“, რომელიც ერთ კვირას შოტლანდიაში, ედინბურგის (Carlowrie Castle) ციხესიმაგრეში იცხოვრებს. მსურველებს განაცხადის შეტანა 21 დეკემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებული 2020 წლამდე გაირკვევა.

აშშ

15 დეკემბერი 2019, 11:35

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

15 დეკემბერი 2019, 11:22

მსოფლიო

ნეპალში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

ნეპალში, სინდჰუპალჩოკის რაიონში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Himalayan Times-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსს ქალაქ კალინჩოუკედან ინდუისტი მომლოცველები გადაჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თამილა ლაფანაშვილი

15 დეკემბერი 2019, 11:18

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გვინდა გავაგონოთ მას, რომ ჩვენც ვიცავთ ამ პრინციპებს

გვინდა გავაგონოთ ვაჟას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს, - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილის თქმით, ასეთია საოკუპაციო ხაზთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი.

ანტონიო კონტე

15 დეკემბერი 2019, 10:50

სპორტი

კონტემ მატჩამდე დაგეგმილი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად გააუქმა

„ფიორენტინასთან“ მატჩამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, პატივი სცეს ხალხის გარანტირებულ უფლებას. პრესკონფერენცია დღეს არ ჩატარდება“, - წერს კლუბის ხელმძღვანელობა. საქმე ეხება „კორიერე დელო სპორტი“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონტესთან დაკავშირებით.

გერშონ კინგსლი

15 დეკემბერი 2019, 10:29

კულტურა

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გერშონ კინგსლი გარდაიცვალა

გერშონ კინგსლი (ნამდვილი სახელი - გიოტც გუსტავ კსინსკი) 1922 წელს გერმანიის ქალაქ ბოხუმში დაიბადა. 1946 წელს ის ნიუ-იორკში ჩავიდა, 1955 წლიდან კი ბროდვეიზე, მუსიკალურ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1969 წელს გამოსული კომპოზიცია Popcorn-ისთვის მან „ემის“ ჯილდო მიიღო.

აშშ ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 09:49

ეკონომიკა

ჩინეთმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების კომიტეტი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევას უკავშირდება.

აილამა

15 დეკემბერი 2019, 09:21

ძალოვნები

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი კაცი მოყინული კიდურების გამო ვერ გადაადგილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება კაცი, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროება. არსებული ინფორმაციით, კაცის თანმხლებმა პირმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა.

ბაკურ სულაკაური

15 დეკემბერი 2019, 09:12

საქართველო

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი ბაკურ სულაკაური სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ“, - წერს სულაკაური.

Facebook

15 დეკემბერი 2019, 09:00

ტექნოლოგიები

Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს

სოციალური ქსელი Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ს საჯარო პოლიტიკის მენეჯერმა ეკატერინა კრუკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სოციალური ქსელი 2020 წლიდან დაიწყებს.

მოლაპარაკებები

15 დეკემბერი 2019, 08:48

საქართველო

დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება

დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 12:00 საათზე გაიმართება. კონკრეტულად ვინ დაესწრება შეხვედრას, ამ ეტაპზე უცნობია.