imedi /  25 თებერვალი 2019, 10:12 / სანდო წყარო

პრემიერი: Fitch-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე მოახდენს გავლენას

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ საქართველოს პოზიციის „BB“ სტაბილურამდე გაზარდის შესახებ გააკეთა განცხადება.

პრემიერის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა

"მეტიც, დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა. ეს დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციების მოზიდვას, შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკები გვაქვს, რაც აისახება იმაზე რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

"ჩვენ შევძელით ის, რომ შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს ჩვენი ეკონომიკის ისტორიულია პრობლემაა, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა გახდა და ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევძელით, ჩვენ ვდგავართ სწორად და მყარად იმ გზაზე, რომელიც ამ დეფიციტის შემცირებაში დაგვეხმარება. სწორედ ეს დეფიციტია საქართველოში სიღარიბის მთავარი წყარო", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

"ეს განპირობებულია ჩვენ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით და აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ლარიზაციის სტრატეგია.  რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები. ასევე ის, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მე-6 ადგილზეა და ჩვენ მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა ვართ.

ჩვენი ეკონომიკის სიმტკიცეს განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზედმიწევნით შესრულება.

Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა ჩვენს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს საბანკო ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და სხვა მაჩვენებლების ზრდას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკურ სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე.

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა - საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელსშეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს.

Fitch-ის შეფასება და საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდინრობით გამოწვეულ, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევ კრიტიკაზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის და ეს არის კონკრეტული ფაქტი.

ამასთან ერთად, პირადად ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მივაღწიოთ წარმატებას ჩვენს მთავარ სტრატეგიაში და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად. დღევანდელი დღის მოცემულობით, სწორედ საქართველოა ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საკრედიტო რეიტინგი აუწიეს. საკრედიტო რეიტინგი საქართველოს გაუუმჯობესეს იმ მთავარი არგუმენტის ფონზე, რომ შარშან სწორედ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა ყველაზე მდგრადი დამოკიდებულება საგარეო პრობლემებისა და შოკების მიმართ.

საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციადაც იქცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც  საქართველოში ყოფითი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადალახვაში დაგვეხმარება. მაგრამ რაც მთავარია,  ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის სიღარიბე სამწუხაროდ ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ  ინკლუზიურ ზრდას და კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება", - თქვა პრემიერმინისტრმა.

 

 

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. მანამდე, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. 

ყველა სიახლე

17 ივლისი 2026, 15:05

ჯანდაცვა

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე - საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

17 ივლისი 2026, 14:54

სამართალი

გიორგი კვიცარიძე, რომლის შიმშილობასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის და ის ამ დანაშაულისთვის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრების გასაჯაროებამდე, 2025 წლის 31 დეკემბერს დააკავეს

სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IT-სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა, ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა შიმშილობს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თითქოს მას კადრების გაქრობით სასჯელის შემცირებას სთავაზობენ.

17 ივლისი 2026, 14:52

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს.

ცოტნე კობერიძე

17 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს

ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს ან თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“.

17 ივლისი 2026, 14:46

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე დებედაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

17 ივლისი 2026, 14:42

კულტურა

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შორის გამართული გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.

17 ივლისი 2026, 14:42

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ისევ დაარტყა, თეირანში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ იუწყებიან

ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამხედრო ძალებმა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელეს. საჰაერო თავდასხმების სამიზნე ათობით სამხედრო ობიექტი იყო.

17 ივლისი 2026, 14:33

სამართალი

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ თამაზ კვანტიძე სამართალდამრღვევად ცნო

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ თამაზ კვანტიძე სამართალდამრღვევად ცნო და1500 ლარის ჯარიმა დააკისრა

17 ივლისი 2026, 14:31

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი. კერძოდ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ“.

გიორგი გამსახურდია

17 ივლისი 2026, 14:30

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ჰქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, "გაუსწორა " ანუ, სახელმწიფოს ხარჯზე

რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ჰქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, გაუსწორა ანუ,- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს სოციალურ ქსელში.

არჩილ გორდულაძე

17 ივლისი 2026, 14:28

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია - ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს ვერ დასრულდება, თუ სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან

საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალს, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობდა.

17 ივლისი 2026, 14:26

მსოფლიო

ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

სიცხის, ქარისა და დაბალი ტენიანობის ფონზე, ესპანეთში სამ აქტიური ტყის ხანძარს ებრძვიან, ხოლო ერთი ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხდა. ყველაზე სერიოზული ვითარებაა სარაგოსას პროვინციის სინკო-ვილიასის რაიონში - ეს ხანძარი ქვეყანაში წლის ყველაზე მასშტაბურ კერად იქცა მას შემდეგ, რაც 12 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ევაკუირებულია 6 დასახლებული პუნქტი.

დმიტრო კულება

17 ივლისი 2026, 14:15

მსოფლიო

დმიტრო კულება: თუ არსებული კრიზისის მიზეზი ფედოროვთან შეუთავსებლობაა, სირსკიც უნდა წავიდეს

„თუ არსებული კრიზისის მიზეზი ფედოროვთან შეუთავსებლობაა, სირსკიც უნდა წავიდეს. მთავარია, პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც პოლიტიკოსები აწარმოებენ, არ წავაგოთ ომი, რომელშიც ქვეყანა იბრძვის“, - დაწერა კულებამ.

17 ივლისი 2026, 14:09

მსოფლიო

აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს

ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის ვიზა მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებმა ამერიკის ტერიტორია 30 დღეში უნდა დატოვონ.

თამარ ჩიბურდანიძე

17 ივლისი 2026, 14:07

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ვიმედოვნებთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან გათავისუფლდება

„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხ ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

17 ივლისი 2026, 14:06

საზოგადოება

კობა კობალაძემ და გურულმა ვეტერანმა მეფუტკრეებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს დაბა ანასეულში თაფლის დაწურვის ღონისძიებაზე უმასპინძლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში, აკადემიკოს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს - სალიჰ ოზერს უმასპინძლა, სადაც "გურიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანფერმერთა კავშირის" წევრების მიერ, წლევანდელი თაფლის მოსავლის აღება-დაწურვის ცერემონიალი გაიმართა.

მარკო რუბიო

17 ივლისი 2026, 14:04

მსოფლიო

აშშ-მა ულტრამემარცხენე ჯგუფების წევრებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ულტრამემარცხენე ჯგუფების წევრებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. რადიკალური, მემარცხენე ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებების წევრებს ამერიკის საგარეო უწყებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიზანი ამერიკაში პოლიტიკური ძალადობისა და ეკონომიკური საბოტაჟის აღკვეთაა.

17 ივლისი 2026, 14:03

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.

17 ივლისი 2026, 14:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თურქმენ კოლეგებთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ პოტენციალზე

თურქმენ კოლეგებთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი - ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს, - დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ქვეყნის მმართველობის თუნდაც თეორიული პრეტენდენტი, უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს

„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.