2018 წელს წიაღის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა
ფოტო: Shutterstock.com
სამთომოპოვებით მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს, ხოლო 34%-ით 2016 წლის მონაცემებს- ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, დამამუშავებელ მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 44%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს და 13%-ით 2016 წლის მონაცემებს.
ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის შეფასებით, პოზიტიური მოლოდინებია 2019 წელსაც.
„ეს განპირობებულია გასულ წელს წიაღის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიებისა და არსებული მომპოვებელი კომპანიების მიერ მოსაპოვებელი მარაგების ზრდით. 2018 წელს უკვე გაცემული ლიცენზიების შესაბამისად, მოზიდული ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 130 მილიონ ლარზე მეტს. სამთომოპოვებით სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკას განაპირობებს წიაღის სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები - გეოლოგიურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, წიაღის შესწავლის სამუშაოების სტიმულირების მიზნით საწყისი სააუქციონო ფასის შემცირება და ა.შ“ - აცხადებს ზავრაშვილი.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 14:31
მსოფლიო
The Financial Times: ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინას დაუშვას ინსპექტორები ნავთობსადენ „დრუჟბაზე“
გამოცემა The Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი უკრაინაში რუსული ნავთობსადენის „დრუჟბას“ ინსპექტირებას ითხოვს.
04 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ონლაინ მედიების მიერ ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერად, ხოლო ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ პრემიერად მოხსენებაზე: ეს მათზე უფრო მეტად მეტყველებს, რეალურად რას წარმოადგენენ
ეს მათზე უფრო მეტად მეტყველებს, რეალურად რას წარმოადგენენ, ემსახურებიან თუ არა სიმართლეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
04 მარტი 2026, 14:27
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ონლაინ მედიებზე: ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი უცხო გავლენის ხელში, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდათ, რომ ზიზღი და შუღლი გაევრცელებინათ, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პირების დისკრედიტაცია განეხორციელებინათ. ვინც აფინანსებდა, ის უკვეთავდა მუსიკას. სწორედ ამ მუსიკას უკრავდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნეტგაზეთი“ იქნება ეს თუ ყველა ის სხვა ონლაინ მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს ინსტიტუციებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ამიტომ, ისინი საკუთარ თავს ნამდვილად არ ეკუთვნიან. ვინც აფინანსებს, მათი მხრიდან არის დაკვეთილი ეს პოლიტიკაც, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ“, - განაცხადა წილოსანმა.
04 მარტი 2026, 14:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები: თუ როგორ მუშაობდა წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები
მისი თქმით, დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, დეტალურადაა აღწერილი თითოეული პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი დანაშაული.
04 მარტი 2026, 14:21
პოლიტიკა
ილია ინჯია: მსოფლიო იცვლება და ჩვენი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში მიღწეული და შენარჩუნებული მშვიდობის ფასი დღეს კიდევ უფრო დიდია
მსოფლიო იცვლება და ჩვენი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში მიღწეული და შენარჩუნებული მშვიდობის ფასი დღეს კიდევ უფრო დიდია - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ილია ინჯიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ გამოსვლების დროს.
04 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ჩვენი ქვეყანა იყოს ღირსეული, ჰქონდეს თავისი ადგილი და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა
ჩვენი ქვეყნის ოპონენტები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მუდმივად აპელირებენ, თითქოსდა ქართული სახელმწიფო, ქართული ეკონომიკა, ქართული ფინანსური სექტორი ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ვერ განვითარდება და მეტიც, მუდმივად აპოკალიფსს პროგნოზირებენ. ამის საპირისპიროდ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების შედეგები, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრმა თორნიკე ფაღავამ.
04 მარტი 2026, 14:16
პოლიტიკა
„პუბლიკა“, „on.ge“ და „ნეტგაზეთის“ მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ისინი ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ, საქართველოს ხელისუფლებაზე კი ამას ვერ ბედავენ
„პუბლიკა“, „on.ge“ და „ნეტგაზეთის“ მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია.
04 მარტი 2026, 14:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთ-საქართველოს ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული ურთიერთობა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამთავრობოთაშორისო შეხვედრის შემდეგ.
04 მარტი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლების დამარცხების პერსპექტივას განიხილავს. ის ამბობს, რომ ცვლილებების მომხრეა, თუმცა, არსებული ოპოზიციური სპექტრით ხელისუფლების ცვლილების გზას ვერ ხედავს.
04 მარტი 2026, 14:04
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს
ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის, მოჰამად მოხბერის განცხადებით, ირანი აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს და ვაშინგტონთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.
04 მარტი 2026, 13:49
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიას: თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ამ სხდომათა დარბაზში შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ
ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და ამ თემაზე სპეკულაცია. დღეს, გახარიები ამ პოლიტიკურ ფსკერზეც დაეშვნენ, როდესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის არის გამიზნული, ასე არაკომპეტენტურად და ამორალურად შეეხნენ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის
04 მარტი 2026, 13:47
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: რა დევს სასწორზე აპრილის არჩევნებში? ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს: პატრიოტული უნგრეთის მთავრობა, თუ პროუკრაინული
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში აპრილში გასამართ საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უნგრელებს მოუწევთ არჩევანი გააკეთონ პატრიოტულ უნგრეთის მთავრობასა და პროუკრაინულ ძალებს შორის.
04 მარტი 2026, 13:47
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს - გვჭირდება არა ომობანას თამაშის მოწოდებები, არამედ, ცივი გონებით და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება
ვხედავთ, რომ რეგიონში რთული დრო დადგა და უამრავმა ომმა, უამრავი ქვეყნის კარზე მიაკაკუნა. სინამდვილეში, დიდი, გლობალური ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს რეგიონული კონფლიქტების გაფართოება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მოსახლეობა ხედავს, ყოველდღიურ რეჟიმში იბომბება ქალაქები, სკოლები სახლები. სამწუხაროდ, დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯი, შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
04 მარტი 2026, 13:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველოში იქნება მშვიდობა და გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა - ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდაოს
„გეოპოლიტიკურ ბრძოლებში, ბრძოლა მიდის არამხოლოდ მიწისთვის ან რესურსებისთვის, არამედ, სიმართლისთვის, ანუ, ადამიანების გონებისთვის. ჩვენ ვხედავთ, თუ გააბრუებ ადამიანებს, სულ არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და ამის მიმართ სიმართლე არის საუკეთესო ფარი. ამიტომ არის გაცხოველებული თავდასხმები „იმედზე“, „პოსტივიზე“ და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება. ამიტომ, მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ განვითარებას იმიტომ, რომ ქვეყანას საბედნიეროდ მართავს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდაოს“, - განაცხადა მახაშვილმა.
04 მარტი 2026, 13:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად
როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლოდ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე, საქართველო უნდა დადგეს „ისტორიის სწორ მხარეს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
04 მარტი 2026, 13:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს
ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული საქმეები ამაზე მეტყველებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
04 მარტი 2026, 13:30
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარე გოგა გულორდავა ITU-ს ამერიკელ გენერალურ მდივანს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU)ამერიკელ გენერალურ მდივანთან, დორინ ბოგდან-მარტინთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ComCom ავრცელებს.
04 მარტი 2026, 13:20
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებიც შესაძლებელია - ეს ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
04 მარტი 2026, 13:20
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენიტეტი.ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის
ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენიტეტი.ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვითდა ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
04 მარტი 2026, 13:19
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ჩვენი რეგიონის და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც - საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გულწრფელად და მკაფიოდ ავუხსნათ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები — რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რატომ არის ეს პერიოდი ასეთი დაძაბული და რა არის არსებული თუ განვლილი პოლიტიკური ტურბულენტობის გამომწვევი რეალური მიზეზები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.


