კორონავირუსის გამო აშშ-ში ევროპიდან ჩასული ადამიანების მიღებაზე დროებითი აკრძალვა დაწესდა
დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ევროპიდან ქვეყნებიდან ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სატელევიზიო მიმართვაში ტრამპმა განმარტა, რომ შენგენის ზონის სახელმწიფოებიდან ყველა მოგზაურობა 30 დღის შეჩერდება, მკაცრი ზომები კი პარასკევიდან ამოქმედდება. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შეზღუდვა არ შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, სადაც კორონავირუსის 460 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„იმისთვის, რომ ჩვენი ნაპირები ახალი შემთხვევების შემოსვლისგან დავიცვათ, ევროპიდან ყველანაირ მოგზაურობას შევაჩერებთ. ახალი წესები პარასკევს, შუაღამეს ამოქმედდება“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია ინფექციის 1 135 შემთხვევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ
ყველა სიახლე
06 ივნისი 2026, 17:36
სპორტი
ჯუნიორ NBA მეათე ჩემპიონატი საქართველოში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება
ტურნირში A b და C ლიგებში 90 გუნდი და 1300-მდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს. ტრადიციულად, თითოეულ გუნდს სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეული NBA კლუბის სახელი მიენიჭა.
06 ივნისი 2026, 17:28
პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსი“: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სანამ ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს არ დაასრულებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება
„მემარცხენე ალიანსი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპასთან პარტნიორული დამოკიდებულება შეწყვიტოს, ვიდრე მათივე თქმით, ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებსა და ორმაგი სტანდარტით ურთიერთობას არ დაასრულებს.
06 ივნისი 2026, 17:26
რეგიონი
ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს
ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალის ცენტრად, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია იქცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.
06 ივნისი 2026, 17:14
საზოგადოება
სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება
არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილის წინასწარი თანხმობის გარეშე, მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება. სკოლა ვალდებული იქნება, განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები.
06 ივნისი 2026, 16:56
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდებიან. პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?
06 ივნისი 2026, 16:33
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ ვუტეხთ სახელს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდიან. ჩვენ მათ მივესალმებით
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება არ ცდილობს სახელი გაუტეხოს უცხოელებს, რომლებიც სამუშაოდ ჩადიან.
06 ივნისი 2026, 16:11
მსოფლიო
თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.
06 ივნისი 2026, 16:08
სპორტი
სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ხუთასზე მეტი ამბავი ოცდაორ მსოფლიო თასზე“ პრეზენტაცია გაიმართა
წიგნში თითოეულ მუნდიალს 26 გამორჩეული ისტორია და საინტერესო ფოტო მასალა ეძღვნება. პრეზენტაციას სპორტის, მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
06 ივნისი 2026, 16:06
სპორტი
სპორტის მინისტრმა საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
06 ივნისი 2026, 15:50
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ ხსნიან
საქართველოს ეროვნულ არქივში 3-დღიანი რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო.
06 ივნისი 2026, 15:46
კულტურა
თბილისის კინოს სახლში რეჟისორისა და ანიმატორის ხათუნა ტატუაშვილის ახალი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ოჰ! დედა, დედა…“ პრემიერა გაიმართა
ფილმი ჰიპერმზრუნველობის, კონტროლისა და თავისუფლების შეზღუდვის თემებს ეხება და სიყვარულის სახელით შენიღბულ დამოკიდებულებებს იკვლევს. საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე აღიარებული და არაერთი ჯილდოს მფლობელი ნამუშევარი ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ოფიციალურ პრემიერაზე წარდგა.
06 ივნისი 2026, 15:42
საზოგადოება
იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა
შეხვედრა იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად.
06 ივნისი 2026, 15:33
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების. ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება
„ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება, ესენი ჩვეულებრივი აგენტები არიან, ფულს იღებენ ამ ყველაფერში, მათ შორის მათ მიერვე დაგეგმილ პროვოკაციებში, მიტინგების ორგანიზებაში. ეს დაპირისპირება ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იყოფენ ამ თანხებს ანუ უნდათ, რომ თავიანთი გარეპატრონების წარმოსახვაში დარჩნენ, როგორც მათთვის სასურველი და ფუნქციის მქონე ადამიანები“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
06 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის - მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო და არ შინაგანი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ
ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას.
06 ივნისი 2026, 15:07
საზოგადოება
გივი მიქანაძემ პეკინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, ხე კუანგცაიმ უმასპინძლა, მათ უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო და სასწავლო, სამეცნიერო და საერთაშორისო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
06 ივნისი 2026, 15:06
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - ნიკა გვარამიას ანა წითლიძე დაუპირისპირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარტია „ახლის“ ლიდერს გარიგებებში, მიხეილ სააკაშვილისთვის ხმების წართმევის მცდელობასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს.
06 ივნისი 2026, 15:03
მსოფლიო
რობერტ ფიცო კმაყოფილია იმით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერთა სამიტზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კმაყოფილია იმით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერთა სამიტზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.
06 ივნისი 2026, 14:59
საზოგადოება
თბილისის მერი სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
06 ივნისი 2026, 14:51
რეგიონი
ახალციხეში გემოფესტში 13 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობს
წელს ფესტივალში 13 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობს. სამცხე-ჯავახეთის კულინარიული ტრადიციები, აგრო ზონა, საბავშვო სივრცეები და მუსიკალური პროგრამა. ახალციხეში სტუმრებს შუაღამემდე ელოდებიან.
06 ივნისი 2026, 14:32
პოლიტიკა
კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.


