გია ჟორჟოლიანი შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის 20-პროცენტიანი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის
გია ჟორჟოლიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად აუცილებელი ფინანსების მობილიზების ინიციატივით გამოდის.
როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, მისი წინადადება ითვალისწინებს შემდეგს იმას, რომ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე - 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%-ს. მისი თქმით, ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იყოს დროებით - 1 წლის ვადით მთავრობის მიერ.
ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.
„ჩვენი წინადადება სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 24 მარტს, გულისხმობდა საყოველთაო სავალდებულო შენატანის შემოღებას და ამ საშუალებით სპეციალური სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სახსრები მთავრობის მიერ გამოყენებული იქნებოდა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავლები და პრაქტიკულად საარსებო წყარო. რაც შეეხება ნებაყოფლობით საქველმოქმედო შენატანებს, რა წინადადებითაც გამოვიდა პარტია „ქართული ოცნება“ 2 აპრილს - ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია ჩვენი ინიციატივისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქველმოქმედების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ აბსოლუტურად არასერიოზულია, სახელმწიფომ და მთავრობამ პოლიტიკა განსაზღვროს და განახორციელოს კერძო ინიციატივების იმედად და ცალკეული პარტიების ტაქტიკური თუ საარჩევნოდ განსაზღვრული ნაბიჯების გათვალისწინებით.
1-ელ აპრილს მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება არსებული ბიუჯეტიდან ოპტიმიზაციისა და მომჭირნეობის საშუალებით 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ ეკონომიკის და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად. დამატებით გამოიყოფა 351 მილიონი ლარი უშუალოდ ჯანდაცვის სფეროსთვის. ამავე დროს, პრემიერმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება 3 მილიარდი ლარით. არ არის გამორიცხული და სავარაუდოა საბიუჯეტო შემოსავლების კიდევ უფრო მეტი კლება და ხარჯების კიდევ უფრო მეტი ზრდა.
აშკარაა, რომ ამ ზარალის დაბალანსებას და ჩვენს მოქალაქეთათვის აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას არ ეყოფა მხოლოდ ის სახსრები, რომლებიც შეგვიძლია, მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და უცხოელი დონორებისგან. სოციალური და ეკონომიკური რთული მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მძიმდება და უახლესი 6-8 თვის (ან 1 წლის) განმავლობაში რეცესია და ეკონომიკის უპრეცენდენტო ვარდნაა პროგნოზირებული.
ამ საგანგაშო და ურთულეს ვითარებაში სრულად უნდა იქნეს ამოქმედებული ყველა მოაზრებადი შიდა რესურსი მთავრობის მიერ ადამიანთა გადასარჩენად. ჩვენ სრულად ვიაზრებთ პრემიერის მიერ გახმოვანებულ პოზიციას: სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას. შესაბამისად, სწორედ მთავრობისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა მოაზრებადი რესურსის (ფინანსური და არაფინანსური) მობილიზება ამ ამოცანების გადასაჭრელად.
სწორედ აუცილებელი ფინანსების მობილიზებას შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად გულისხმობს ჩვენი წინადადება, რომელიც უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით. ასეთი თანხა მოგროვდება თუ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე - 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით - 1 წლის ვადით მთავრობის მიერ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ სოლიდარულ აქციას.
მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა
აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 10:23
სამართალი
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.
01 სექტემბერი 2026, 10:13
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 10:01
მსოფლიო
Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 09:54
სამართალი
გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
01 სექტემბერი 2026, 09:43
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ
ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.
01 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.
01 სექტემბერი 2026, 09:22
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
01 სექტემბერი 2026, 09:18
საზოგადოება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
01 სექტემბერი 2026, 09:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება
ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 09:04
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.
01 სექტემბერი 2026, 09:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.
01 სექტემბერი 2026, 08:56
საზოგადოება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეეძლებათ.
01 სექტემბერი 2026, 02:17
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
01 სექტემბერი 2026, 01:30
მსოფლიო
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.
01 სექტემბერი 2026, 01:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.


