imedi /  04 აპრილი 2020, 09:52 / სანდო წყარო

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74-მა მოქალაქემ დატოვა

წყალტუბო კარანტინი

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა. 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ მოქალაქეები ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას დღეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

კარანტინში ყოფნის მიუხედავად, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ დაიცვან როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მათ შორის, დარჩნენ სახლებში და საცხოვრებელი აუცილებელი შემთხვევის გარეშე არ დატოვონ.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო ზონები 85 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5500-მდე ადამიანია განთავსებული, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2026, 15:05

რეგიონი

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა. ატრაქცია სტუმრებს საშუალებას მისცემს, სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ.

თამარ იოსელიანი

16 ივლისი 2026, 14:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტიანობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

16 ივლისი 2026, 14:51

სამართალი

ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ როი დესმონდი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

ის სასამართლოდან საემიგრაციო სამსახურმა გადაიყვანა. მას სამშობლოში დააბრუნებენ. დესმონდი საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს. მას ქვეყანაში აკრძალული პრეპარატები შემოჰქონდა. საქმე ეხება „პრეგაბალინს", "ბუპრენორფინსა" და "კოდეინს".

16 ივლისი 2026, 14:43

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტურად მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი
 სერდარ ბერდიმუჰამედოვი

16 ივლისი 2026, 14:37

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში გადაინაცვლეს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

16 ივლისი 2026, 14:36

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ადამიანები წარმოადგენდნენ იმ ხელისუფლებას, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლიდან 2012 წლამდე და რომელთა მმართველობის პროცესში ჩვენ გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ რას წარმოადგენდა მათთვის ადამიანის სიცოცხლე

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.

ჯეი დი ვენსი

16 ივლისი 2026, 14:36

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამერიკელებით და, სიმართლე გითხრათ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებითაც, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან დიპლომატიური დიალოგის გაგრძელების მომხრეა. ირანზე ამერიკული თავდასხმების განახლების პარალელურად, ვენსმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ ომს მხოლოდ სამხედრო ძალით ვერ მოიგებ.

16 ივლისი 2026, 14:34

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს

რატი იონათამიშვილი

16 ივლისი 2026, 14:27

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს

„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

16 ივლისი 2026, 14:26

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე: ეს კვლევა ადასტურებს, რომ ამ გამოწვევების წინაშე, რომელიც მსოფლიოს ახასიათებს, საქართველოს მზაობა არის ძალიან მაღალი და ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებლებზე უკეთესია

სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ამ მიმდინარე პროცესებში რომელი ქვეყანა რამდენად სტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე საუბრისას.

16 ივლისი 2026, 14:23

მსოფლიო

„ევროპის გადარჩენის აქტის“ წევრები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს

ბრიუსელში აქტივისტებს ევროპარლამენტის შენობის სიახლოვის მისვლის უფლება არ მისცეს. მოძრაობა „ევროპის გადარჩენის აქტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე, დემონსტრანტების შესაკავებლად, ევროპარლამენტის სიახლოვეს ბარიკადები აღმართეს.

არჩილ გორდულაძე

16 ივლისი 2026, 14:23

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ერთი მხრივ არის ომის პროპაგანდა, მეორე მხრივ გამართლების მცდელობა 2008 წლის მოვლენებისა, როცა 4 მილიარდი თითქოს, გადმოგვცეს, მაგრამ დღემდე იხდის სახელმწიფო ამ ვალს

ეს არის პირდაპირი გამოძახილი 2022 წლიდან მოყოლებული ნარატივისა, ქალბატონ ნინო ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა, რომ ბომბების წვიმა ყოფილიყო რუსთაველზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

16 ივლისი 2026, 14:13

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

16 ივლისი 2026, 14:08

მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ

კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში დანაშაულად აღარ ჩაითვლება სრულწლოვანების მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალების შექმნა და გავრცელება. პარალელურად, კანონპროექტი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების წარმოება გავრცელებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

16 ივლისი 2026, 14:04

მსოფლიო

FT: აშშ-ის მთავრობა BBC-ს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სარჩელთან მიერთების შესაძლებლობას განიხილავს

ფლორიდის სასამართლოში შეტანილ განაცხადში, ამერიკის მთავრობა განმარტავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამერიკის სამთავრობო უწყებებისა და მაღალჩინოსნებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და სასამართლოში დაბარების პროცედურები სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება.

16 ივლისი 2026, 13:52

ეკონომიკა

სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.

16 ივლისი 2026, 13:50

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.

 ხოსე ენრიკე ბოფილი

16 ივლისი 2026, 13:34

ეკონომიკა

ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.

ცოტნე ანანიძე

16 ივლისი 2026, 13:29

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა“.