საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსის გავრცელების დონე გაცილებით დაბალია
ფოტო: shutterstock.com
დღეის მონაცემებით, საქართველო იაპონიის ტრაექტორიას მიჰყვება, თუმცა აშკარაა, რომ ჩამორჩება ისეთ წარმატებულ მაგალითებს როგორიცაა აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე მდიდარი ქვეყანა.
Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები საქართველოში დაახლოებით იმავე დროს დაფიქსირდა, როცა ევროპის სხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, ვირუსის გავრცელება დასავლეთ სამყაროსთან შედარებით გაცილებით დაბალია.
მაგალითისთვის, ჩემს მშობლიურ შვეიცარიაში პირველი შემთხვევა საქართველოზე ერთი დღით ადრე, 25 თებერვალს დადასტურდა. თუმცა, 12 აპრილის მდგომარეობით, შვეიცარიაში დაავადებულთა რაოდენობამ უკვე ოცდახუთი ათასს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ კი, ათასს მიაღწია. ამავე დღის მონაცემებით, საქართველოში 252 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან მხოლოდ სამი პაციენტია გარდაცვლილი.
საქართველოში დადასტურებული შემთხვევების გაორმაგება, საშუალოდ, ყოველ რვა-ცხრა დღეში ხდება. შიდა გავრცელების ეტაპზე გადასული ქვეყნებისთვის ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ OcMedia-ს ბლოგერი ლორენც ჰიფილკერი საკუთარ სტატიაში წერს.
საქართველოს ვითარებას ის სხვა ქვეყნების მაგალითს ადარებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ სურათისა, ხაზი, რომელიც საქართველოში ვირუსის გავრცელების ტრაექტორიას ასახავს, თითქმის სწორია, რაც ზრდის ტემპის ექსპონენციურობაზე მიგვინიშნებს. (როდესაც ზრდის ტემპი პროპორციულია, თვით რაოდენობის მნიშვნელობასთან).
„რა ხდება სხვა ქვეყნების შემთხვევაში? ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში ეპიდემიური აფეთქების ტემპმა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო ზრდა. საწყისი, უკიდურესად სწრაფი გავრცელების ფაზის შემდეგ (როცა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის ყოველდღე ორმაგდებოდა) ქალაქი ჩაიკეტა (ჩვენს გრაფიკზე ეს თარიღი მე-4 დღეს ემთხვევა) და მთავრობამ კონტროლის მკაცრი ზომების მიღება დაიწყო. ვირუსის გავრცელების მრუდის ტრაექტორიის გაბრტყელების დასაწყისს, მკაცრი ზომების შემოღებიდან ერთი კვირის თავზე ვხედავთ.
ირანის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს რეაქცია ვირუსთან ბრძოლაში საგრძნობლად ნელი და ნაკლებად აგრესიული აღმოჩნდა. შესაბამისად, ეს ქვეყნები პიკს ჩინეთზე უფრო გვიან და დადასტურებულ შემთხვევათა მეტი რაოდენობებით მიაღწევენ.
ეპიდაფეთქებები ბრაზილიასა და ინდოეთში შედარებით გვიან დაიწყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ ქყვენებმა დროის მოგება ვერ შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიას თითქმის სამი კვირით ჩამორჩებიან, დღევანდელი მოცემულობით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეპიდემია ყველაზე მძიმედ გადააქვთ მალევე დაეწევიან.
აქვე ვხედავთ იაპონიას, რომელიც განსხვავებული ტრაექტორიის მაგალითია. ჩინეთთან გეოგრაფიულმა სიახლოვემ ის თავიდანვე დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად მცირე დრო ჰქონდა, იაპონიამ ვირუსის გავრცელების ტემპის შედარებით დაბალ დონის შენარჩუნება მოახერხა (თუმცა, ზრდა სრულად ვერ შეაჩერა)“, - წერს ავტორი და სწორედ, იაპონიის მაგალითს ასახელებს საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოდ, რადგან ქვეყანა, დღესდღეობით, თითქმის 6-კვირიანი ჩამორჩენით, ამ აზიური ქვეყნის ტრაექტორიას მიჰყვება.
„იაპონიის შემთხვევაში, ყურადღებას ისიც იპყრობს, რომ ქვეყანამ ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება აგრესიული ტესტირებისა და შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე შეძლო. როგორც New York Times-ის სტატიაში ვკითხულობთ: „იაპონიის ინფექციის მიმართ რეზისტენტულობა, შესაძლოა, ქვეყნის ისეთი კულტურული ნორმების შედეგი იყოს, როგორიცაა ხელების ხშირი ბანა და მისალმებისას თავის დაკვრა ხელის ჩამორთმევის ნაცვლად. ასევე, მოსახლეობა მატარებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეებს ხშირად ატარებს.
„საქართველო, ახალი კორონავირუსისადმი წარმატებული პასუხით ქვეყნების მხოლოდ ერთ ჯგუფს ჩამორჩება. თუმცა, ნათელია, რომ საუკეთესო მაგალითებს აღმოსავლეთ აზიის მდიდარი ქვეყნები წარმოადგენენ:
ვირუსის გავრცელება ექსპონენციურად იზრდება იაპონიაში, სინგაპურსა და ჰონგ კონგში, თუმცა ზრდის ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპაში (ვირუსის გავრცელების შეჩერებისკენ მიმართული ზომების მიღებამდე).
ტაივანში და ბრუნეიში მოხერხდა ვირუსის გავრცელების თითქმის სრული შეჩერება მისი დაფიქსირებისთანავე.
სამხრეთ კორეასა და მალაიზიაში ეპიდაფეთქება ერთი (თითოეულში) ღონისძიების გამო მოხდა (ქრისტიანული და მუსულმანური მასობრივი რელიგიური შეკრებები), თუმცა გავრცელების შენელება მოხერხდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილთაგან ბევრ ქვეყანას მწვავე რესპირაციულ დაავადებათა ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილება აქვს (მაგ. 2003 წელს SARS-ის გავრცელება ჰონგ კონგში, სინგაპურსა და ტაივანში და 2015 წლის MERS-ის გავრცელება სამხრეთ კორეაში)“, - წერს ჰილპიკერი და ინტერესდება მოგვევლინება თუ არა აღდგომის დღესასწაული ეპიდაფეთქების ახალ ტალღად და ხომ არ შეცვლის სრულად ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არსებულ ტრაექტორიას?
„თუ მოვლენები ასე არ განვითარდა, საქართველო იაპონიის ტრაექტორიით მოძრაობას განაგრძობს, რომლის დროსაც ინფექციათა დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა ნელა, მაგრამ სტაბილურად გაიზრდება. ამან, შესაძლოა, თავიდან აგვაცილოს კატასტროფული სცენარი დღეს, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება გამოსავალს მაინც არ გვთავაზობს. იაპონიისთვის ეს უკვე პრობლემად იქცა - გაჩნდა ცნობები, რომ იაპონიის მოსახლეობას ჰიგიენური წესების დაცვისგან გადაღლილობა აღინიშნება. ახალი შემთხვევების ზრდამ კი, სულ ახლახანს, 7 აპრილს, იაპონიის მთავრობა აიძულა შემოეღო საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით“,-წერს ბლოგერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
სტატიაში გამოყენებული ყველა მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია John Hopkins CSSE-ის მონაცემთა ბაზაში: https://github.com/CSSEGISandData/COVID-19.
საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 21:37
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება
რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.
22 სექტემბერი 2026, 21:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
22 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 21:05
ეკონომიკა
ყურძნის კონდიციურობის მიხედვით ახალი ფასები განისაზღვრა - სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ცვლილებები შევიდა დაბალკონდიციური ყურძნის ფასებშიც. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
22 სექტემბერი 2026, 21:03
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა
ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.
22 სექტემბერი 2026, 21:03
საზოგადოება
ბავშვების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - დედაქალაქის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გახმიანებულ ცილისწამებას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას.
22 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 20:54
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.
22 სექტემბერი 2026, 20:50
საზოგადოება
1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება.
22 სექტემბერი 2026, 20:41
პოლიტიკა
დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების თანამშრომლობა მუსიკოს „კორძისთან“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე საუბრობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კვლავ აქტიური განხილვის თემაა დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების პოზიცია მუსიკოს „კორძისთან“ თანამშრომლობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ეთიკური ნორმების დარღვევაზე და ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე, პარტნიორი ორგანიზაციები კი ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებენ. მარიამ ბუღაძე გიამბობთ.
22 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? პარლამენტის თავმჯდომარის კითხვის ადრესატი ევროსაბჭოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა.
22 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ვინ როგორ ხედავს პროცესს? უმრავლესობის ლიდერის ვრცელი და მწვავე პასუხი ნიკა გვარამიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ეს ნიკა გვარამიას უმრავლესობიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი ირაკლი კირცხალია გამოაქვეყნა.
22 სექტემბერი 2026, 20:30
პოლიტიკა
შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პეკინშია.
22 სექტემბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის გზავნილები მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტიდან და საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გამართულ მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. სამიტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.
22 სექტემბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან
მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოში შეხვედრები გამართა. საქართველოს პირველი კანონმდებელი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტისა და სენატის პრეზიდენტს, ასევე წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ვიზიტის ფარგლებში.
22 სექტემბერი 2026, 20:23
პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მათ შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
22 სექტემბერი 2026, 20:21
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. გვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა.
22 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა“ - გაეროს გენერალური მდივნის გზავნილები გენერალური ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, კლიმატურ კრიზისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. დღის კულმინაცია კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა იყო.
22 სექტემბერი 2026, 20:14
მსოფლიო
ერდოღანი: გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს - ცალკეული ლობისტური ჯგუფების თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ინიციატივების განხორციელებას ოჯახებისა და ბავშვების დასაცავად
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს.


