imedi /  15 მაისი 2018, 16:39 / სანდო წყარო

დღეს ქართული კინოს დღეა

15 მაისს ქართული კინოს დღეა. ქართული კინოფილმების წარმოება 1908 წლიდან დაიწყო. ვასილ ამაშუკელმა და ალექსანდრე დიღმელოვმა გადაიღეს პირველი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ძირითადად ასახავდნენ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“ , „ბაქოს ბაზრები“, „ქუთაისის პეიზაჟები“.

1908 წელი ოფიციალურადაა მიჩნეული ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად. 1912 წელს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა პრემიერა ვასილ ამაშუკელის ფილმისა „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი, პირველი ფილმი.

1916 წელს გერმანე გოგიტიძის თაოსნობით რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი სრულმტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე” ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

1918 წელს ბელგიური კინოფირმა „ფილმეს“ მეშვეობით თბილისში დაარსდა პირველი კინოსტუდია.

1923 წელს ამ სტუდიის ბაზაზე დაარსდა „სახკინმრეწვი“. 1928 წელს შეიქმნა კინოქრონიკის სექტორი. ამ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებული იყო 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმი.

1938 წელს „სახკინმრეწვს“ ეწოდა „თბილისის კინოსტუდია“. 1947 წელს გაიხსნა სტერეოკინოს სტუდია, სადაც გადაიღეს პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი სტერეოსკოპული ფილმი.

1951 წლიდან თბილისის კინოსტუდიამ დაიწყო ფერადი ფილმების წარმოება. 1953 წელს თბილისის კინოსტუდიას ეწოდა „ქართული ფილმი“. 1956 წლიდან, როდესაც საქართველოს ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა, გაიხსნა სატელევიზიო ფილმების სტუდია.

ქართული კინოს ისტორიის მანძილზე შექმნილია 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმი.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებებზე: ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ

ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიაში საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

19 იანვარი 2022, 22:01

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 21:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი გახშირდა - ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ

„ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ - ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა. მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

19 იანვარი 2022, 21:46

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ემანუელ მაკრონი

19 იანვარი 2022, 21:44

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას კოლექტიური უსაფრთხოების წესრიგი - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება ევროპის სტრატეგიულ გადაიარაღებას მოითხოვს, კერძოდ რუსეთთან დიალოგში

ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას კოლექტიური უსაფრთხოების წესრიგი - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება ევროპის სტრატეგიულ გადაიარაღებას მოითხოვს, კერძოდ რუსეთთან დიალოგში, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ჰერმან საბო

19 იანვარი 2022, 21:36

პოლიტიკა

ჰერმან საბო: არ მგონია, რომ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას

„ზოგადად, გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოში რომ ჩამოვიდოდა, მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში გავიდოდა და მისთვის ხელის ხლების უფლებას არავის მისცემდა. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნისას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეიძლება, მარტივი იყოს. ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო და რაღაცის გამო დასაჯო, მაგრამ არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას, თუმცა ნამდვილად ვუჭერ მხარს, იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – აღნიშნავს ჰერმან საბო.

ჰერმან საბო

19 იანვარი 2022, 21:14

პოლიტიკა

ჰერმან საბოს განცხადებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობას ვერ ხედავს

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე დამოკიდებული არ არის - ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და დღესდღეობით ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განუცხადა. მისივე თქმით, თუკი ქუჩაში გავალთ, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე პასუხი ძალიან მარტი დასანახი იქნება.

19 იანვარი 2022, 21:08

მსოფლიო

ლეონიდ გოზმანი: ომი დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული, მოსკოვში ცხედრებს ჩამოასვენებენ - ამას კი მოსახლეობა ვერ აპატიებს პუტინს

„თუ ეს ესმით კრემლში, ომი არ იქნება - რუსეთის მოსახლეობაში ომის იდეა პოპულარული არ არის, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის კი რუსეთის მოსახლეობამ რამე უნდა მოიფიქროს“, - განაცხადა გოზმანმა.

არვიდას ანუსაუსკასი

19 იანვარი 2022, 21:00

მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის იმყოფებიან, ლიეტუვას უშუალო საფრთხეს უქმნიან

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის იმყოფებიან, ლიეტუვას უშუალო საფრთხეს უქმნიან, რამაც ვაშინგტონი შეიძლება აიძულოს რეგიონში მეტი ძალები განათავსოს.

დიმიტრი ორეშკინი

19 იანვარი 2022, 20:55

მსოფლიო

ექსპერტი: კრემლის მიზანია ყოველმხრივ დაასუსტოს უკრაინა

მე ექსპერტების იმ მცირე ნაწილს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან რომ ფართომასშტაბიანი ომი შეუძლებელია, - ამის შესახებ ექსპერტმა, დიმიტრი ორეშკინმა „ქრონიკას“ განუცხადა. ექსპერტის თქმით, კრემლის მიზანია ყოველმხრივ დაასუსტოს უკრაინა

ალექსეი მუხინი

19 იანვარი 2022, 20:49

მსოფლიო

ალექსეი მუხინი: თუ რომელიმე მხარეს შეექმნება ილუზია, რომ მოწინააღმდეგე სუსტია, ომი დაიწყება, რამაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს

თუ რომელიმე მხარეს შეეექნება ილუზია, რომ მოწინააღმდეგე სუსტია, ომი დაიწყება, რამაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს

ჯაბა სამუშია

19 იანვარი 2022, 20:37

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: საქართველო, ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებს იმ დაკარგულს წმინდა მიწაზე, რაც ჩვენმა ისტორიამ შექმნა

ეს არის წმინდა მიწაზე ქართველთა დაბრუნების დასაწყისი, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ჯაბა სამუშიამ „ქრონიკაში“ საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 20:30

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის განხორციელება უმოკლეს ვადაში შეუძლია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის განხორციელება უმოკლეს ვადაში შეუძლია.

19 იანვარი 2022, 20:05

COVID19

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, რომლის თანახმადაც საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდპასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს. ამავე ინფორმაციით, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ კვლავ სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას ტესტირების ჩატარება და მხოლოდ კოვიდსერთიფიკატი არ რთავს ქვეყანაში შესვლის ნებას.

გასპარ ულიელი

19 იანვარი 2022, 19:56

კულტურა

ფრანგი მსახიობი გასპარ ულიელი გარდაიცვალა

გასპარ ულიე ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ჰანიბალის აღზევება“, „მიყვარხარ, პარიზო“ და„ „სენ-ლორანი“. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო Marvel-ის სერიალ „მთვარის რაინდში“, რომელიც ეკრანებზე წელს გამოვა.

ნურსულთან ნაზარბაევი

19 იანვარი 2022, 19:41

მსოფლიო

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კანონების შესწორებებს, რომლის თანახმად, ნურსულთან ნაზარბაევს სამუდამო ვადით მინიჭებული თანამდებობები ჩამოერთმევა

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კანონების შესწორებებს, რომლის თანახმად, ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს სამუდამო ვადით მინიჭებული თანამდებობები ჩამოერთმევა.

19 იანვარი 2022, 19:21

COVID19

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიმართვიანობა გაიზარდა

„რადგან ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მომატებულია, ამ საერთო რაოდენობაში გარკვეული პროცენტი ყოველთვის ბავშვებია. წინა შტამზე, პროცენტულად ბავშვების რაოდენობა საერთო დაავადებულების რიცხვში 15 იყო, ახლა ეს პროცენტი გაზრდილი იქნება. ბავშვებში ავადობა მომატებულია. 8 700 რეალური ციფრი არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფიცირებული 2-ჯერ მეტია“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ბილ გეითსი

19 იანვარი 2022, 19:11

COVID19

ბილ გეითსი: მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ბილ გეითსმა მთავრობებს მოუწოდა, მილიარდობით დოლარი გამოყონ შემდეგი გლობალური ეპიდაფეთქებისთვის მოსამზადებლად.

19 იანვარი 2022, 18:46

COVID19

ინგლისში სახლიდან მუშაობის მოთხოვნა, კოვიდპასპორტები და პირბადის სავალდებულო ტარება უქმდება

ინგლისში სახლიდან მუშაობის მოთხოვნა, კოვიდპასპორტები და პირბადის სავალდებულო ტარება უქმდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

19 იანვარი 2022, 18:32

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.