imedi /  01 დეკემბერი 2018, 18:23 / სანდო წყარო

13 წლის ვინსენტ ვან გოგის ფოტოზე სინამდვილეში მისი ძმაა გამოსახული

ტეო ვან გოგი

ტეო ვან გოგი

29 ნოემბერს, ამსტერდამში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ცნობილ ფოტოზე გამოსახულია არა ვინსენტ ვან გოგი, არამედ მისი 15 წლის ძმა ძმა ტეო. კვლევას ჟურნალისტი და სცენარისტი ივ ვასერი ატარებდა.

ფოტო, რომელიც ვან გოგის პორტრეტად მიიჩნეოდა მუზეუმის დაარსების დღეს 1973 წელს გამოფინეს. პირველად ეჭვი იმის შესახებ, მართლა 13 წლის ვან გოგია ფოტოზე თუ არა, ჰოლანდიელმა ტელეწამყვანმა გამოთქვა. მხატვრის მეორე ფოტოსთან შედარების შემდეგ, რომელზეც ის 19 წლისაა, მათ დაასკვნეს, რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანის პორტრეტია. 

ბელგიელმა ჟურნალისტმა ივ ვასერმა მოგვიანებით დაადგინა, რომ ფოტო ბრიუსელის ფოტოსალონშია გადაღებული ვინმე ბალდუი შვარცის მიერ. 1866 წელს, როდესაც მხატვარი 13 წლის იყო, ის ნიდერლანდებში კოლეჯში სწავლობდა და ფოტოს ბრიუსელში ვერ გადაიღებდა. ამასთან, შვარცმა თავისი სტუდია 1870 წელს გახსნა, ესეიგი ფოტო უფრო ადრე არაა გადაღებული. 1870 წელს ვან გოგი უკვე 17 წლის იყო. ჟურნალისტმა ვინსენტის ძმასთან მიმოწერები გადაიკითხა და აღმოაჩინა, რომ ტეო ვან გოგი 1873 წელს ბრიუსელში ცხოვრობდა და იმ დროს 15 წლის იყო.

Портрет Винсента Ван Гога в возрасте 19 лет

ფოტოზე 19 წლის  ვინსენტ ვან გოგი/Van Gogh Museum

ყველა სიახლე

 იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 13:59

ძალოვნები

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი ბრალს არ აღიარებს

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქალი შვილებთან ერთად მიდიოდა აფხაზეთში, მეუღლესთან, რომელიც არის უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკი, უკრაინიდან კი, კომერციული ინტერესების გამო წავიდა და ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებს თავს.

კარავი

26 აპრილი 2019, 13:52

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელების ნაწილს ბულვარში კარვები აქვს გაშლილი

ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ცენტრალურ ბულვარში ელექტრომობილების მუშაობას გამორიცხავს ადმინისტრაცია. როგორც ისინი საპასუხოდ აცხადებენ ტურისტების უსაფრთხოება პრიორიტეტულია და თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ელექტრომობილით დაშავების რამდენიმე შემთხვევა იყო.

კიმ ჩენ ინი

26 აპრილი 2019, 13:49

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ვლადივოსტოკის რკინიგზის სადგური დატოვა. კიმ ჩენ ინის სადგურზე ლიმუზინით მივიდა, სადაც მას საპატიო ყარაულის ასეული შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთი დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკოლ კიდმანი

26 აპრილი 2019, 13:45

ტაბლოიდი

ნიკოლ კიდმანს ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან“

51 წლის მსახიობი ამბობს, რომ ეკლესიაში მუდმივად დადის და რელიგიურად ზრდის თავის შვილებსაც. მას მუსიკოს კეიტ ურბანთან 2 საერთო შვილი ჰყავს 10 წლის როუზი და 8 წლის მარგარეტი. ნიკოლ კიდმანმა არც ის დამალა, რომ მას ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან.“

26 აპრილი 2019, 13:35

საქართველო

საინიციატივო ჯგუფი სოლოლაკის გვირაბის გახსნას ითხოვს

Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ გვირაბის გახსნა ადგილობრივებს ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გავლით მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას მისცემს. გრიგოლ გეგელიას საარჩევნო გუნდის მიმართვას, რომლის ადრესატიც დედაქალაქის მერია, საკრებულო და საქართველოს მთავრობაა, ამ ეტაპზე 1188 ხელმოწერა აქვს.

თუთიყუში

26 აპრილი 2019, 13:27

ტაბლოიდი

ბრაზილიაში ნარკომოვაჭრეების დამხმარე თუთიყუში დააკავეს

ბრაზილიაში პოლიციელებმა თუთიყუში ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გამო დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს. 23 აპრილს პოლიციელებს ორი ნარკომოვაჭრე ცხელ კვალზე უნდა დაკავებინათ. როდესაც პოლიციის მანქანა ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდა, თუთიყუშმა პორტუგალიურად „დედა, პოლიციას!“ ძახილი დაიწყო.

ულრიკ ტიდესტრომი

26 აპრილი 2019, 13:27

ეკონომიკა

შვედეთის ელჩი: მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი. ფოტოები

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი ოჯახთან ერთად ბათუმშია და სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს. "მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი,"- წერს ტიდესტრომი. თუმცა. ელჩი საქართველოს ბიომრავალფეროვნებით აღფრთოვანებულია.

26 აპრილი 2019, 13:20

მსოფლიო

მშობლების სიკვდილის შემდეგ, სამი წლის გოგო ორი თვის ძმას მარტო უვლიდა

ამერიკულ შტატ კალიფორნიაში სამი წლის გოგო რამდენიმე დღე უვლიდა ორი თვის ძმას, მას შემდეგ რაც მშობლები დაიღუპნენ. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Fox 11 News-ი წერს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 18 აპრილს, 46 წლის დევიდ კუროს პარსამ, 38 წლის ცოლი მიჰოკო კოიკე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ევროპარლამენტი

26 აპრილი 2019, 13:19

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო არჩევნებზე ევროპარლამენტარები მიიწვიეს

საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის დეფაქტო მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზი „დიპლომატების“ ბრიუსელში ე.წ. ვიზიტისას მიიწვიეს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება.

ჯონ ჰავლიჩეკი

26 აპრილი 2019, 13:11

სპორტი

NBA-ს რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა

აშშ-ში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე NBA-ს კლუბი „ბოსტონ სელტიკსი“ წერს, რომლის ღირსებასაც ჰავლიჩეკი იცავდა. 79 წლის ყოფილი კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადება გახდა.

26 აპრილი 2019, 13:06

ტექნოლოგიები

Facebook-მა შესაძლოა პიროვნების შესახებ ქვიზები შეზღუდოს

კომპანიამ თავისი პლატფორმის პოლიტიკა განაახლა და განაცხადა, რომ ნაკლები სარგებლობის მქონე აპლიკაციები, მაგალითად, პიროვნების შესახებ ქვიზები, პლატფორმაზე შესაძლოა არ დაიშვას.

ლილიან მორი პასკიე

26 აპრილი 2019, 13:04

საქართველო

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდის

29 აპრილს PACE-ს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამავე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება.

ესპანეთი

26 აპრილი 2019, 12:58

მსოფლიო

28 აპრილს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

28 აპრილს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნა პოლიტიკური არასტაბილურობით არის გამოწვეული - ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის მიერ 2018 წელს ჩამოყალიბებულ მოქმედ მთავრობას პარლამენტში მხარდაჭერა არ აქვს.

მეხანძრეები

26 აპრილი 2019, 12:42

ძალოვნები

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

მთის კლდოვან ნაწილზე ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.

26 აპრილი 2019, 12:37

კულტურა

ახალ „შურისმაძიებლებში“ პირველად გამოჩნდება გეი პერსონაჟი

რეჟისორებმა ენტონი და ჯო რუსომ განაცხადეს, რომ „შურისმაძიებლები: ფინალში“ Marvel-ის კინოსამყაროს ისტორიაში პირველი გამოჩნდება ჰომოსექსუალი პერსონაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 12:34

საქართველო

ოფიციალური ბაქო: აზერბაიჯანი მზადაა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს

მანამდე არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან საზღვრების საბოლოოდ დადგენა მოითხოვა.

ელინა ბისტრიცკაია

26 აპრილი 2019, 12:18

კულტურა

რუსი მსახიობი ელინა ბისტრიცკაია გარდაიცვალა

ბისტრიცკაიას დებიუტი 1950 წელს, ფილმში „მშვიდი დღეები“ შედგა. დიდ პოპულარობას მსახიობს ფილმმა „წყნარი დონი“ მოუტანა, რომელიც რეჟისორმა სერგეი გერასიმოვმა გადაიღო. 1958 წლის შემდეგ, ბისტრიცკაია მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 აპრილი 2019, 12:16

ტაბლოიდი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ზელენსკი თურქეთში ისვენებს

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე. ორ დღეში დავბრუნდები. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ნორმალურ დასვენებას“, - წერს ზელენსკი.

იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 12:15

ძალოვნები

არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 12:12

საქართველო

მდინარაძე: დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული

"პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. კომისიებმა, რომლებიც დემილიტარიზაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა განაგრძონ მუშაობა და შედეგი უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, რაც ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენციას მოახდენს“, - განაცხადა მდინარაძემ.