imedi /  10 აპრილი 2019, 08:15 / სანდო წყარო

ტუსკი Brexit-ის ერთი წლით გადადების ინიციატივით გამოდის

დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეთავაზებით, ევროპული გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა შესაძლოა, ერთი წლით გადაიდოს, იმ პირობით, თუ ლონდონი Brexit-ის უკვე არსებული შეთანხმების რატიფიცირებას შეძლებს. ამის შესახებ BBC წერს.

ამასთან, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის უფრო ადრე დატოვების შესაძლებლობაც ექნება. ამ ინიციატივით დონალდ ტუსკმა გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგანგებო სამიტამდე ერთი დღით ადრე წერილით მიმართა. გზავნილში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთისთვის მსგავსი ხანგრძლივი ვადისა და ამავდროულად მოხერხებული პირობების შეთავაზება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ასეთ პირობებში, თარიღის მოკლევადიანი გადაწევის და საგანგებო სამიტების გამართვის საჭიროება აღარ იქნება. სამიტამდე ერთი დღით ადრე ბრიტანეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებთან პირისპირ მოლაპარაკებებს მართავს. ტერეზა მეი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა, მანამდე კი მოლაპარაკება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართა.

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა Brexit-ის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ უარყო.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

გადის თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

24 აპრილი 2019, 19:39

საქართველო

მეტროსადგურის მუშაობა ელექტროსადენის დაზიანების გამო შეფერხებულია

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენი დაიწვა. ამის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებულია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. შემთვევის გამო თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს.

24 აპრილი 2019, 19:30

კულტურა

Marvel-ის საუკეთესო ფილმი დასახელდა

ვებგვერდმა Wrap-მა კინოსტუდია Marvel-ის საუკეთესო ფილმების რეიტინგი შეადგინა, რომელიც სულ 22 კინოს აერთიანებს. სიის ლიდერი 2012 წლის „შურისმაძიებლები“ გახდა. მეორე ადგილზეა „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“, ხოლო მესამე ადგილს „გალაქტიკის მცველები“ იკავებს.

24 აპრილი 2019, 19:06

საქართველო

ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა.უწყების ცნობით, მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

ვლადიმერ პუტინი

24 აპრილი 2019, 19:00

მსოფლიო

რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს ამარტივებს

რუსეთი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურებს ამარტივებს. Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. პუტინის განმარტებით, მას არ სურს, რომ უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას პრობლემები შეუქმნას.

დიკ რივერსი

24 აპრილი 2019, 18:49

კულტურა

მუსიკოსი დიკ რივერსი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

ფრანგი მომღერალი ერვე ფორნერი, რომელიც დიკ რივერსის ფსევდონიმითაა ცნობილი, საკუთარ დაბადების დღეზე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მომღერლის მენეჯერი Twitter-ზე ავრცელებს.

ნოტრ-დამი

24 აპრილი 2019, 18:41

მსოფლიო

ნოტრ-დამი ბრეზენტით გადახურეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბრეზენტით გადახურეს. მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეტეოროლოგები მომდევნო დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გადაუღებელ წვიმებს პროგნოზირებენ.

თეა წულუკიანი

24 აპრილი 2019, 18:21

საქართველო

წულუკიანი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა, ეს რეალობაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა

ნიქოზი

24 აპრილი 2019, 18:10

საქართველო

ოკუპანტებმა ნიქოზთან დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

26 წლის გაბრიელ მელანაშვილი და 39 თამაზ მჭედლიძე ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მათ სახლში დააბრუნებენ. ისინი გუშინ ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბატი

24 აპრილი 2019, 18:09

ტაბლოიდი

ჩინეთში სკუტერით მოძრავ ქალს ბატი დაეცა. ვიდეო

ჩინეთში სკუტერით მოძრავ ქალს ბატი დაეცა, რის გამოც ის ავარიაში მოყვა. შემთხვევის ვიდეოს გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. შემთხვევა გუანჩჟოუს პროვინციაში მოხდა. ქალი სკუტერით გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას ბატი დაეცა. ქალმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, დაეცა და თავი გზის პირად მდგარ ავტომობილს დაარტყა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ჯენიფერ გარნერი

24 აპრილი 2019, 17:59

ტაბლოიდი

პლანეტის ულამაზესი ქალი დასახელდა

ჟურნალ People-ს ვერსიით, პლანეტის ულამაზესი ქალი ჯენიფერ გარნერი გახდა. ამერიკელი მსახიობი სპეციალური ნომრის ყდაზე მოხვდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსახიობი ახერხებს მსახიობობა, თავის კომპანიაში და ასევე ორგანიზაციაში „გადაარჩინე ბავშვები“ მუშაობა ერთმანეთს შეუთავსოს. გარდა ამისა, ის 3 შვილის დედაა.

24 აპრილი 2019, 17:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე მაგნიტური ანომალიის მიზეზი იპოვეს

პარიზის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა მაგნიტურ ველში ანომალური და სწრაფი ცვლილებების მიზეზი ახსნეს. აქამდე ეს მოვლენა საიდუმლოებით იყო მოცული. მეცნიერებმა შექმნეს მიწის ფენების ზუსტი კომპიუტერული სიმულაცია. მოდელმა აჩვენა, რომ მაგნიტურ ველში სწრაფი ცლილებების მიზეზი ჰიდრომაგნიტური ტალღებია.

პანკისი

24 აპრილი 2019, 17:29

საქართველო

პანკისის მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას კონკრეტული პირობით თანხმდება

რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, მოსახლეობის ნაწილი დღეს „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობის საერთოდ წინააღმდეგია, თუმცა ნაწილი პროექტის განხორციელებას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ ჰესი დასახლებული პუნქტიდან შორს აშენდება.

24 აპრილი 2019, 17:23

ეკონომიკა

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა კვერცხისა და ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის და კვერცხის შეძენისაგან. რადგან სააღდგომო დღეებში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

24 აპრილი 2019, 16:38

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენის აპარატი საბაჟო კოდექსის კანონპროექტში ცვლილების შეტანას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ კანონპროექტი და თანხმლები 29 კანონპროექტი, მათ შორის კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

24 აპრილი 2019, 16:26

ტაბლოიდი

მეგან მარკლი დეკრეტიდან სამ თვეში გამოვა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომელიც მიმდინარე თვეში პირველ შვილს გააჩენს, დეკრეტიდან სამი თვის შემდეგ გამოვა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. მეგანი ოფიციალურად დეკრეტში 6 კვირის წინ გავიდა, მაგრამ საქველმოქმედო სფეროში საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

24 აპრილი 2019, 16:23

კულტურა

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2 მაისს დაიწყება

ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებას 46 დიზაინერი გამართავს. ისინი 2019-20 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ.

ელექტროენერგია

24 აპრილი 2019, 16:13

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას. ესენია: ბაზრის დერეგულირება, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა, რაც ასახულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტში.

მიგრანტები

24 აპრილი 2019, 16:06

მსოფლიო

ბოსნიის სასაზღვრო პოლიცია უარყოფს ცნობას, რომ მიგრანტებს გალიებში სვამენ

გავრცელებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ ვიდეო შეცდომაში შემყვანია, რადგან კლობუკის სასაზღვრო პუნქტზე არსებული ობიექტი ერთადერთი დროებითი დაკავების ცენტრია უკანონო მიგრანტებისთვის. "ეს ობიექტი განსაზღვრულია მოკლევადიანი დაკავებისთვის, მაქსიმუმ ექვს საათამდე, და მიგრანტებს იქ ორ საათზე მეტი არ გაუტარებიათ",- განმარტეს პოლიციაში.

ნათია მეზვრიშვილი

24 აპრილი 2019, 15:53

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი: პანკისში ადგილობრივების ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული

პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის სრული დაცვით, ადგილობრივი მოქალაქეების ქმედებები კი კანონის ფარგლებიდან იყო გასული- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს ეს საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა.

ივიცა დაჩიჩის დახვედრა

24 აპრილი 2019, 15:48

საქართველო

საქართველოში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ივიცა დაჩიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უმასპინძლა.