imedi /  12 აპრილი 2019, 23:22 / სანდო წყარო

პარიზში ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა

ზელენსკი მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე უკრაინელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მთავარი კი დონბასში მიმდინარე მოვლენები იყო.

მაკრონი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსაც შეხვდება, რომელიც დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღო.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. 

მანამდე უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30,24%, პეტრო პოროშენკომ - 15,95% მიიღო.

ვრცლად უკრაინაში არჩევნების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ანა წითლიძე

07 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ" მომგვევლინა. კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო" - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?

ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ, - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.

07 ივნისი 2026, 13:55

მსოფლიო

ისრაელში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელში, სროლების სერია მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ხუთი კი დაიჭრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ივნისი 2026, 13:21

მსოფლიო

უკრაინაში ჩერნობილში ბირთვულ ობიექტზე რუსული იერიშის შესახებ განაცხადეს

„უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ობიექტი. და უაღრესად მზაკვრული რუსული დარტყმა. რუსეთმა შეგნებულად მიიტანა იერიში სწორედ ბირთვული ინფრასტრუქტურის ამ ობიექტზე. ამ დროისთვის რადიაციული ფონის ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება. მაგრამ ცალსახად გადაჭარბებულია ისედაც ყოველგვარ საზღვრებს გასული რუსული თავხედობა. უკრაინელმა მაშველებმა დარტყმის შემდეგ ამ ობიექტზე ხანძარი ჩააქრეს. და საჭიროა რეალური, ახალი ნაბიჯები მსოფლიოს მხრიდან, რათა რუსებმა იგრძნონ, რომ მათი ასეთი ტერორისტული ომი არის დარტყმა თავად რუსეთზე “, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი

07 ივნისი 2026, 13:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს არა მხოლოდ სატრანსპორტო ხიდად ევროპასა და აზიას შორის, არამედ მთელი ევრაზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე და ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი შედეგისთვისაა მზად. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი საქართველოს გეოეკონომიკური მდგრადობაა და შუა დერეფანი ამბიციური იდეიდან რეალურად მოქმედ სატრანსპორტო სისტემად იქცა. ქართველიშვილის აზრით, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა 372 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომი განვითარების მიზნით: „შუა დერეფანი ამბიციური იდეის ეტაპიდან რეალურად მოქმედი ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის ეტაპზე გადავიდა. საქართველო რჩება იმ საკვანძო სახმელეთო რგოლად, რომლის გარეშეც შეუძლებელია კასპიის რეგიონი, ცენტრალური აზია, თურქეთი და ევროპა ერთიან ლოჯისტიკურ ჯაჭვად გაერთიანდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ნიკა ობოლაძე

07 ივნისი 2026, 12:46

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ქალბატონი თამარი სულ იტყუება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკრიტიკებს.

07 ივნისი 2026, 12:41

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 11:00 საათის მონაცემებით, ხმა 362 657 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48%-ს შეადგენს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

07 ივნისი 2026, 12:37

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის გუნდზე: სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება - სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ

მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხიანება „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ნიკა გვარამიას სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში დასდო ბრალი.

07 ივნისი 2026, 12:25

სამართალი

პროკურატურა: შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 12:23

საზოგადოება

შსს: სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

07 ივნისი 2026, 12:09

მსოფლიო

სომხეთში, არჩევნებისთვის ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეების ჩაყვანის ორგანიზების ბრალდებით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი დააკავეს

საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, ა.გ., რომელიც რუსეთის სომხური ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, რუსეთიდან სომხეთში 2026 წლის 31 მაისს ჩავიდა. ის, სავარაუდოდ, ტელეგრამის საშუალებით დაჰპირდა რუსეთში მცხოვრებ სომხებს უფასო ტრანსპორტირებას, რათა უზრუნველეყო მათი მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.

07 ივნისი 2026, 12:02

თავდაცვა

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონულმა ცენტრმა წვევამდელების ახალი ეტაპი გაიწვია

თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ. კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სებისკვერაძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და ადგილზე მყოფ მშობლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისთვის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით შეუერთდნენ.

07 ივნისი 2026, 11:48

საზოგადოება

ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება

ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება. ფესტივალი 15:00 საათიდან დაიწყება. რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგროზონა, კვების ობიექტები და გასართობი სივრცეები პატარებისთვის. გასტრონომიულ ფესტივალზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.

07 ივნისი 2026, 11:40

რეგიონი

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა - სპეციალური კომისია ზარალს ითვლის

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ზიანი მიადგა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსაც. სტიქიამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვენახები, ერთწლიანი სამეურნეო კულტურები და ხეხილის ბაღები დააზიანა.

07 ივნისი 2026, 11:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშების შესახებ ცნობებს ავრცელებს უკრაინაც. კიევმა სანქტ-პეტერბურგში, ნავთობტერმინალზე მიტანილი იერიში დაადასტურა. ინფრასტრუქტურული ობიექტები დაიბომბა კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებშიც

07 ივნისი 2026, 11:30

საზოგადოება

სამების ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება - დღესვე შიო მესამე შეხვდება და დალოცავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს

ყოველთა წმინდანთა ხსენების კვირას კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს, წირვის შემდეგ კი იქადაგებს.

07 ივნისი 2026, 11:27

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

„დღეს ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა ჩამოაგდეს ირანული წარმოების ორი მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციას ჰორმუზის სრუტეში. ამერიკული ძალები კვლავაც საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან და მზად არიან, გააგრძელონ თავდაცვა ირანული აგრესიისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაკა ბოჭორიშვილი

07 ივნისი 2026, 11:12

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და წირვას დაესწრო, რომელიც სან-ფრანცისკოში, ქართული ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 11:07

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს

„ბევრი პოლიტიკური და პოლიტიკური საკითხია, რომელზეც განვაგრძობთ თანამშრომლობას. უფრო დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

კიმ იო ჯონი

07 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის

Reuters-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე გააჟღერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, რომ სი ძინპინი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას გამართავს კიმ ჩენ ინთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ურთიერთობების მოწესრიგებას ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ხელშეკრულების თანახმად პეკინის ერთადერთი ოფიციალური მოკავშირეა.

07 ივნისი 2026, 11:00

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა, სტამბოლში, პირველადი სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.